https://sputnik-georgia.com/20230228/lochoshvili-fair-play-jildos-mplobeli-gaxda-275306862.html
სხვისი სიცოცხლე გადაარჩინა - ლოჩოშვილი ფიფას Fair Play-ს ჯილდოს მფლობელი გახდა
სხვისი სიცოცხლე გადაარჩინა - ლოჩოშვილი ფიფას Fair Play-ს ჯილდოს მფლობელი გახდა
ქართველი ფეხბურთელის თქმით, სხვისი სიცოცხლის გადარჩენა ფეხბურთზე მნიშვნელოვანია. 28.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-28T12:36+0400
2023-02-28T12:36+0400
2023-02-28T15:55+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/0b/271248532_0:0:1080:608_1920x0_80_0_0_bed9e0615f05e771ce1d4c6bc2759ccc.jpg
თბილისი, 28 თებერვალი — Sputnik. საქართველოს საფეხბურთო ნაკრებისა და იტალიის კლუბ „კრემონეზეს“ მცველი ლუკა ლოჩოშვილი ფიფას ყოველწლიური ჯილდოს Fair Play-ს მფლობელი გახდა.The Best FIFA Football Awards 2022-ის დაჯილდოების ცერემონია პარიზში გუშინ გაიმართა.ლოჩოშვილმა პრიზი 2022 წლის თებერვალში ავსტრიულ კლუბ „ვოლფსბერგერში“ თამაშისას მოქმედებისთვის მიიღო. ავსტრიის ჩემპიონატზე „აუსტრიასთან" მატჩში მოწინააღმდეგის მცველმა გეორგ ტაიგლმა მეტოქესთან შეჯახების შემდეგ გონება დაკარგა. დაშავებულს პირველადი სამედიცინო დახმარება ქართველმა ფეხბურთელმა აღმოუჩინა.ლოჩოშვილთან ერთად ჯილდოზე წარდგენილი იყვნენ ედუარდუ კამავინგა („რეალი“) და სადიო მანე („ბავარია“). ლოჩოშვილი იტალიის ჩემპიონატში მატჩისთვის ემზადება, ამიტომაც დაჯილდოების ცერემონიას არ დასწრებია. ქართველი ფეხბურთელი ღონისძიებას დისტანციურად ჩაერთო.ფეხბურთის მსოფლიო ფედერაციამ 2022 წლის საუკეთესო მოთამაშეები დაასახელა:
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/0b/271248532_0:0:1080:810_1920x0_80_0_0_373dd99d07992fdef222dd0f67d8a391.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
სხვისი სიცოცხლე გადაარჩინა - ლოჩოშვილი ფიფას Fair Play-ს ჯილდოს მფლობელი გახდა
12:36 28.02.2023 (განახლებულია: 15:55 28.02.2023) ქართველი ფეხბურთელის თქმით, სხვისი სიცოცხლის გადარჩენა ფეხბურთზე მნიშვნელოვანია.
თბილისი, 28 თებერვალი — Sputnik. საქართველოს საფეხბურთო ნაკრებისა და იტალიის კლუბ „კრემონეზეს“ მცველი ლუკა ლოჩოშვილი ფიფას ყოველწლიური ჯილდოს Fair Play-ს მფლობელი გახდა.
The Best FIFA Football Awards 2022-ის დაჯილდოების ცერემონია პარიზში გუშინ გაიმართა.
ლოჩოშვილმა პრიზი 2022 წლის თებერვალში ავსტრიულ კლუბ „ვოლფსბერგერში“ თამაშისას მოქმედებისთვის მიიღო. ავსტრიის ჩემპიონატზე „აუსტრიასთან" მატჩში მოწინააღმდეგის მცველმა გეორგ ტაიგლმა მეტოქესთან შეჯახების შემდეგ გონება დაკარგა. დაშავებულს პირველადი სამედიცინო დახმარება ქართველმა ფეხბურთელმა აღმოუჩინა.
ლოჩოშვილთან ერთად ჯილდოზე წარდგენილი იყვნენ ედუარდუ კამავინგა („რეალი“) და სადიო მანე („ბავარია“). ლოჩოშვილი იტალიის ჩემპიონატში მატჩისთვის ემზადება, ამიტომაც დაჯილდოების ცერემონიას არ დასწრებია. ქართველი ფეხბურთელი ღონისძიებას დისტანციურად ჩაერთო.
„ბედნიერი ვარ ამ ჯილდოს მიღებით, მაგრამ ყველაზე მეტად მახარებს სხვისი სიცოცხლის გადარჩენა, რაც ფეხბურთზე მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ლუკა ლოჩოშვილმა.
ფეხბურთის მსოფლიო ფედერაციამ 2022 წლის საუკეთესო მოთამაშეები დაასახელა:
საუკეთესო მოთამაშე მამაკაცთა შორის: ლიონელ მესი (არგენტინა, „პარი სენ-ჟერმენი“);
საუკეთესო მოთამაშე ქალთა შორის: ალექსია პუტელასი (ესპანეთი, „ბარსელონა“);
საუკეთესო მეკარე მამაკაცთა შორის – ემელიანო მარტინესი (არგენტინა „ასტონ ვილა“);
საუკეთესო მეკარე ქალთა შორის – მერი ირპსი (ინგლისი „მანჩესტერ იუნაიტედი“);
საუკეთესო მწვრთნელი მამაკაცთა შორის – ლიონელ სკალონი (არგენტინის ნაკრები);
საუკეთესო მწვრთნელი ქალთა შორის – სარინა ვიგმანი (ინგლისის ნაკრები);
ფერენც პუშკაშის სახელობის პრიზი წლის საუკეთესო გოლისთვის – მარჩინ ოლეკსი (პოლონეთი, „ვართა-პოზნანი“)
ფიფას ფეარ-პლეის პრიზი – ლუკა ლოჩოშვილი (საქართველო, „ვოლფსბერგერი“/“კრემონეზე“).