https://sputnik-georgia.com/20230228/gadampren-prinvelebze-nadiroba-1-martidan-ikrzaleba-275309722.html
სეზონი დასრულდა: ხვალიდან გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა იკრძალება
სეზონი დასრულდა: ხვალიდან გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა იკრძალება
Sputnik საქართველო
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები მთელი საქართველოს მასშტაბით კონტროლს გაამკაცრებენ. 28.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-28T12:50+0400
2023-02-28T12:50+0400
2023-02-28T16:01+0400
საქართველო
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24171/09/241710923_0:477:2708:2000_1920x0_80_0_0_981bd0d00d0a3460d7485d854fcc7db2.jpg
თბილისი, 28 თებერვალი – Sputnik. 1 მარტიდან საქართველოში გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა იკრძალება, იუწყება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი.გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 27 აგვისტოს გაიხსნა და 28 თებერვალს დასრულდება.მარტიდან ნადირობის შემთხვევაში პირს შესაბამისი საჯარიმო სანქციის გადახდა მოუწევს. თუ მოპოვებული ნანადირევით გარემოს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა, პირის მიმართ შესაძლოა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს. ბრაკონიერებს ჩამოერთმევათ ნანადირევი და მოხდება სანადირო იარაღის კონფისკაცია.გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ნადირობის მოყვარულებს მოუწოდებს, მკაცრად დაიცვან კანონი და დაწესებული ვადები.რამდენი ხეტყე გაიჩეხა უკანონოდ: იანვრის მონაცემები>>>ყოველწლიურად საქართველოს ტერიტორიის თავზე მილიონზე მეტი გადამფრენი ფრინველი მოძრაობს. სეზონზე ნადირობა იკრძალება დასახლებული ტერიტორიის ფარგლებში, ასევე დაცულ ტერიტორიებთან 500 მეტრის რადიუსში.ამას გარდა, ნადირობის დროს იკრძალება მცენარეული საფარის დაწვა, გარეული ფრინველის კვერცხის შეგროვება და გაყიდვა, ცხოველთა ბუდეების, ბუნაგების, საცხოვრებელი ადგილების მოშლა ან განადგურება, ცხოველთა მასობრივი მოპოვებისთვის სხვადასხვა მოწყობილობის გამოყენება, ნადირობა თვითმფრინავიდან, ვერტმფრენიდან, ავტომობილიდან, მოტოციკლიდან, კატარღებიდან, ძრავიანი ნავებიდან და სხვა მოტორიანი სატრანსპორტო საშუალებებიდან. დაუშვებელია სტიქიური უბედურებების შედეგად დასუსტებული ცხოველების მონადირება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24171/09/241710923_209:318:2452:2000_1920x0_80_0_0_b20451d5065ef2f38aeda5745ede4c6e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, საზოგადოება, ახალი ამბები
სეზონი დასრულდა: ხვალიდან გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა იკრძალება
12:50 28.02.2023 (განახლებულია: 16:01 28.02.2023) გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები მთელი საქართველოს მასშტაბით კონტროლს გაამკაცრებენ.
თბილისი, 28 თებერვალი – Sputnik. 1 მარტიდან საქართველოში გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა იკრძალება, იუწყება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი.
გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 27 აგვისტოს გაიხსნა და 28 თებერვალს დასრულდება.
მარტიდან ნადირობის შემთხვევაში პირს შესაბამისი საჯარიმო სანქციის გადახდა მოუწევს. თუ მოპოვებული ნანადირევით გარემოს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა, პირის მიმართ შესაძლოა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს. ბრაკონიერებს ჩამოერთმევათ ნანადირევი და მოხდება სანადირო იარაღის კონფისკაცია.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ნადირობის მოყვარულებს მოუწოდებს, მკაცრად დაიცვან კანონი და დაწესებული ვადები.
ყოველწლიურად საქართველოს ტერიტორიის თავზე მილიონზე მეტი გადამფრენი ფრინველი მოძრაობს. სეზონზე ნადირობა იკრძალება დასახლებული ტერიტორიის ფარგლებში, ასევე დაცულ ტერიტორიებთან 500 მეტრის რადიუსში.
ამას გარდა, ნადირობის დროს იკრძალება მცენარეული საფარის დაწვა, გარეული ფრინველის კვერცხის შეგროვება და გაყიდვა, ცხოველთა ბუდეების, ბუნაგების, საცხოვრებელი ადგილების მოშლა ან განადგურება, ცხოველთა მასობრივი მოპოვებისთვის სხვადასხვა მოწყობილობის გამოყენება, ნადირობა თვითმფრინავიდან, ვერტმფრენიდან, ავტომობილიდან, მოტოციკლიდან, კატარღებიდან, ძრავიანი ნავებიდან და სხვა მოტორიანი სატრანსპორტო საშუალებებიდან. დაუშვებელია სტიქიური უბედურებების შედეგად დასუსტებული ცხოველების მონადირება.