https://sputnik-georgia.com/20230228/28-tebervals-dabadebulebi-zodiaqo-daxasiateba-275264730.html
28 თებერვალს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები
28 თებერვალს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები
გაეცანით 28 თებერვალს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური... 28.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-28T00:15+0400
2023-02-28T00:15+0400
2023-02-28T00:15+0400
ასტროლოგიური პანორამა
ჩვენ და ბუნება
წასაკითხი ამბები
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/08/265057661_0:309:3092:2048_1920x0_80_0_0_5837528041135a03eee4a01d72a9d0ee.jpg
წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ.20–29 თებერვალი20–29 თებერვლის პერიოდი თევზების ნიშნის პირველ დეკადას განეკუთვნება.ამ პერიოდში დაბადებულებს პლანეტა მერკური მართავს. ისინი მეოცნებე ადამიანები არიან და ისწრაფვიან მარტოობისა და ცვლილებებისკენ.მნიშნელოვანი წლებია: 12, 24,36, 58, 60,72.ამ პერიოდში დაბადებულთა სიმბოლოა მიმოზა.ამ დეკადაში დაბადებულები მგრძნობიარენი არიან, ადვილია მათი წყენინება და გულისტკენა. თავიანთ სამუშაოს ისინი დიდი პასუხისმგებლობით ასრულებენ, ხანდახან საკუთარი ძალების ზღვარიც კი ავიწყდებათ, ამიტომ მათთვის მნიშვნელოვანია, ისწავლონ მოდუნება, დასვენება, რომ წარმატებით შეძლონ საქმიანობა და სხვადასხვა ავადმყოფობამ ხელი არ შეუშალოს.28 თებერვალს დაბადებულები28 თებერვალს თავდაჯერებული, ნებისყოფიანი და მიზანსწრაფული ადამიანები იბადებიან. მათ ცხოვრებას ვექტორს ცხოვრების პირველი ნახევარი, ბავშვობა და მათ გარშემო მყოფი ადამიანები მისცემენ. საქმიანობის შერჩევა რთული და ხანგრძლივი იქნება. მხარდაჭერის იმედი ნაკლებად აქვთ, ამიტომ ყველაფრის მიღწევა თავად უწევთ. მთავარი რომანტიკოსი მამაკაცი ზოდიაქოს ნიშნებში - რეიტინგი>>ოჯახური ცხოვრებაც რთულად აეწყობათ. ისინი გადალახავენ რა სირთულეებს - ახლობლების ღალატს, არაკეთილმოსურნეთა მიერ შექმნილ პრობლემებს, უთანხმოებებს ახლობლებთან - დამშვიდდებიან და შეიქმნიან კომფორტს, სიმყუდროვესა და ჰარმონიას. მათი ნიჭი კარგად წარმოჩინდება თეატრალურ ხელოვნებაში, მეცნიერებაში, საკანონმდებლო საქმიანობაში.28 თებერვალს დაბადებულები ცხოვრებისადმი საოცარ ინტერესს ამჟღავნებენ და მათი ეს დამოკიდებულება სხვებზეც გადადის. თავიანთი ემოციურობის, ენერგეტიკული პოტენციალის გამო შეიძლება არასწორ გზაზეც გადაუხვიონ, მაგრამ მითითებას აზრი არა აქვს, რადგან გატაცებული არიან თავიანთი ენთუზიაზმით. აქვთ „ცეცხლოვანი", დინამიკური ნატურა, არიან თავდაჯერებული ადამიანები, საზრიანები.28 თებერვალს დაბადებულებმა, სანამ რაიმეს მოიმოქმედებენ, ჯერ კარგად უნდა გააანალიზონ ვითარება და ყურადღებით იყვნენ. მათში უზომო ენერგიის მარაგია, რომელიც შეიძლება ადვილად დახარჯონ, ხშირად უჩნდებათ ახალ-ახალი იდეები, ასევე მიდრეკილი არიან მომავლის ილუზორული აღქმისადმი, რასაც, უმეტესაც, იმედგაცრუება და გულისტკივილი მოჰყვება. ამ დღეს დაბადებულების ძირითადი პრობლემაა გარშემომყოფი, გულშემატკივარი ადამიანების განაწყენება და განერვიულება. ეს ეგოისტური სურვილიდან მომდინარეობს - მათ სურთ, რომ ყურადღების ცენტრში იყვნენ. მათ სიცოცხლის სისავსის გრძნობა უჩნდებათ, როცა საშიშ სიტუაციაში ვარდებიან. თუმცა, ისინი მეტად უნდა გაფრთხილდნენ, არ გარისკონ, არ ჩაებან საეჭვო საქმიანობაში და საბოლოოდ გავიდნენ ჭეშმარიტ გზაზე, დაიკავონ საკუთარი ადგილი, რომელიც მათ პირად კმაყოფილებას მოუტანს და ასევე სასარგებლო იქნება საზოგადოებისთვის.საბედისწერო ასაკი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის>>28 თებერვალს დაბადებულების ცხოვრების გზა ბობოქარი მოვლენებითა და უკომპრომისობითაა აღსავსე. ამის გამო ისინი იშვიათად ასწრებენ ცხოვრებისეული გამოცდილების დაგროვებას. მაგრამ არც ჩივიან თავისი ბედის გამო. მათი მეორე მხარე - ზედმეტი ენთუზიაზმი - ხშირად დაკვირვების უნარის დაკარგვის, უყურადღებობის, უზრუნველობის საბაბი ხდება. ამიტომ ამ მხრივ მათ მეტი სიფრთხილე მართებთ. ამ დღეს დაბადებულებს შეიძლება გაუჩნდეთ საკუთარი ფილოსოფიის შექმნის სურვილი, რომელსაც მათი სულიერი სამყაროს განვითარება შეუძლია. ამ შემთხვევაში მთავარი საკითხი დადგება ის, თუ როდის გადაიქცევა გამოცდილება სიბრძნედ. მათგან ზოგიერთში ევოლუციური პროცესები, ჭეშმარიტების გაცნობიერება მალე მოდის, ზოგიერთთან - უფრო გვიან. ცხოვრების სერიოზულად აღქმა ამ დღეს დაბადებულებისთვის ძალზე მნიშვნელოვანია.ჯანმრთელობა28 თებერვალს დაბადებულები ჯანმრთელობაზე, უმეტესად, არ ზრუნავენ. მათ ხშირად ემართებათ ქრონიკული დაავადებები, რაც, პირველ რიგში, მათ ლიმფურ და სისხლძარღვების სისტემებს „ურტყამს". ასაკთან ერთად შეიძლება ვარიკოზის პრობლემაც გაუჩნდეთ. დაავადებების თავიდან ასაცილებლად ამ დღეს დაბადებულებმა მეტად უნდა დაიტვირთონ თავი ფიზიკურად; მათთვის კარგია სპორტის ისეთი სახეობები, როგორიცაა ცურვა, იოგა. ისინი გურმანები არიან და გემრიელი საჭმლის მომზადებაც ეხერხებათ, განსაკუთრებული შეზღუდვები კვების მხრივ არა აქვთ, თუ რაიმე დაავადება მათთვის პრობლემური არ გახდება.რჩევა:ავარჯიშეთ ყურადღება, მეტი დრო დაუთმეთ ყოფით საკითხებს. ნუ გაგიტაცებთ უარყოფითი ემოციების, მღელვარების, განცდების გამოვლენა. კარგი იქნება, თუ ის, რაც ცხოვრების სისავსის შეგრძნებას განიჭებთ, შემოქმედებითი გახდება.
https://sputnik-georgia.com/20210220/Tevzebi-zogadi-daxasiaTeba-250948657.html
https://sputnik-georgia.com/20190704/vin-iyaviT-wina-cxovrebaSi-zodiaqos-niSani-245817449.html
https://sputnik-georgia.com/20230226/mfarveli-planeta-zodiaqos-nisnit-275243113.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/08/265057661_243:0:2974:2048_1920x0_80_0_0_012874f48b20b1d68afe0865a928ad5c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება , წასაკითხი ამბები
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება , წასაკითხი ამბები
28 თებერვალს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები
გაეცანით 28 თებერვალს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის.
წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ.
20–29 თებერვლის პერიოდი თევზების ნიშნის პირველ დეკადას განეკუთვნება.
ამ პერიოდში დაბადებულებს პლანეტა მერკური მართავს. ისინი მეოცნებე ადამიანები არიან და ისწრაფვიან მარტოობისა და ცვლილებებისკენ.
მნიშნელოვანი წლებია: 12, 24,36, 58, 60,72.
ამ პერიოდში დაბადებულთა სიმბოლოა მიმოზა.
ამ დეკადაში დაბადებულები მგრძნობიარენი არიან, ადვილია მათი წყენინება და გულისტკენა. თავიანთ სამუშაოს ისინი დიდი პასუხისმგებლობით ასრულებენ, ხანდახან საკუთარი ძალების ზღვარიც კი ავიწყდებათ, ამიტომ მათთვის მნიშვნელოვანია, ისწავლონ მოდუნება, დასვენება, რომ წარმატებით შეძლონ საქმიანობა და სხვადასხვა ავადმყოფობამ ხელი არ შეუშალოს.
28 თებერვალს დაბადებულები
28 თებერვალს თავდაჯერებული, ნებისყოფიანი და მიზანსწრაფული ადამიანები იბადებიან. მათ ცხოვრებას ვექტორს ცხოვრების პირველი ნახევარი, ბავშვობა და მათ გარშემო მყოფი ადამიანები მისცემენ. საქმიანობის შერჩევა რთული და ხანგრძლივი იქნება. მხარდაჭერის იმედი ნაკლებად აქვთ, ამიტომ ყველაფრის მიღწევა თავად უწევთ.
ოჯახური ცხოვრებაც რთულად აეწყობათ. ისინი გადალახავენ რა სირთულეებს - ახლობლების ღალატს, არაკეთილმოსურნეთა მიერ შექმნილ პრობლემებს, უთანხმოებებს ახლობლებთან - დამშვიდდებიან და შეიქმნიან კომფორტს, სიმყუდროვესა და ჰარმონიას. მათი ნიჭი კარგად წარმოჩინდება თეატრალურ ხელოვნებაში, მეცნიერებაში, საკანონმდებლო საქმიანობაში.
28 თებერვალს დაბადებულები ცხოვრებისადმი საოცარ ინტერესს ამჟღავნებენ და მათი ეს დამოკიდებულება სხვებზეც გადადის. თავიანთი ემოციურობის, ენერგეტიკული პოტენციალის გამო შეიძლება არასწორ გზაზეც გადაუხვიონ, მაგრამ მითითებას აზრი არა აქვს, რადგან გატაცებული არიან თავიანთი ენთუზიაზმით. აქვთ „ცეცხლოვანი", დინამიკური ნატურა, არიან თავდაჯერებული ადამიანები, საზრიანები.
28 თებერვალს დაბადებულებმა, სანამ რაიმეს მოიმოქმედებენ, ჯერ კარგად უნდა გააანალიზონ ვითარება და ყურადღებით იყვნენ. მათში უზომო ენერგიის მარაგია, რომელიც შეიძლება ადვილად დახარჯონ, ხშირად უჩნდებათ ახალ-ახალი იდეები, ასევე მიდრეკილი არიან მომავლის ილუზორული აღქმისადმი, რასაც, უმეტესაც, იმედგაცრუება და გულისტკივილი მოჰყვება.
ამ დღეს დაბადებულების ძირითადი პრობლემაა გარშემომყოფი, გულშემატკივარი ადამიანების განაწყენება და განერვიულება. ეს ეგოისტური სურვილიდან მომდინარეობს - მათ სურთ, რომ ყურადღების ცენტრში იყვნენ. მათ სიცოცხლის სისავსის გრძნობა უჩნდებათ, როცა საშიშ სიტუაციაში ვარდებიან. თუმცა, ისინი მეტად უნდა გაფრთხილდნენ, არ გარისკონ, არ ჩაებან საეჭვო საქმიანობაში და საბოლოოდ გავიდნენ ჭეშმარიტ გზაზე, დაიკავონ საკუთარი ადგილი, რომელიც მათ პირად კმაყოფილებას მოუტანს და ასევე სასარგებლო იქნება საზოგადოებისთვის.
28 თებერვალს დაბადებულების ცხოვრების გზა ბობოქარი მოვლენებითა და უკომპრომისობითაა აღსავსე. ამის გამო ისინი იშვიათად ასწრებენ ცხოვრებისეული გამოცდილების დაგროვებას. მაგრამ არც ჩივიან თავისი ბედის გამო. მათი მეორე მხარე - ზედმეტი ენთუზიაზმი - ხშირად დაკვირვების უნარის დაკარგვის, უყურადღებობის, უზრუნველობის საბაბი ხდება. ამიტომ ამ მხრივ მათ მეტი სიფრთხილე მართებთ.
ამ დღეს დაბადებულებს შეიძლება გაუჩნდეთ საკუთარი ფილოსოფიის შექმნის სურვილი, რომელსაც მათი სულიერი სამყაროს განვითარება შეუძლია. ამ შემთხვევაში მთავარი საკითხი დადგება ის, თუ როდის გადაიქცევა გამოცდილება სიბრძნედ. მათგან ზოგიერთში ევოლუციური პროცესები, ჭეშმარიტების გაცნობიერება მალე მოდის, ზოგიერთთან - უფრო გვიან. ცხოვრების სერიოზულად აღქმა ამ დღეს დაბადებულებისთვის ძალზე მნიშვნელოვანია.
28 თებერვალს დაბადებულები ჯანმრთელობაზე, უმეტესად, არ ზრუნავენ. მათ ხშირად ემართებათ ქრონიკული დაავადებები, რაც, პირველ რიგში, მათ ლიმფურ და სისხლძარღვების სისტემებს „ურტყამს". ასაკთან ერთად შეიძლება ვარიკოზის პრობლემაც გაუჩნდეთ. დაავადებების თავიდან ასაცილებლად ამ დღეს დაბადებულებმა მეტად უნდა დაიტვირთონ თავი ფიზიკურად; მათთვის კარგია სპორტის ისეთი სახეობები, როგორიცაა ცურვა, იოგა. ისინი გურმანები არიან და გემრიელი საჭმლის მომზადებაც ეხერხებათ, განსაკუთრებული შეზღუდვები კვების მხრივ არა აქვთ, თუ რაიმე დაავადება მათთვის პრობლემური არ გახდება.
ავარჯიშეთ ყურადღება, მეტი დრო დაუთმეთ ყოფით საკითხებს. ნუ გაგიტაცებთ უარყოფითი ემოციების, მღელვარების, განცდების გამოვლენა. კარგი იქნება, თუ ის, რაც ცხოვრების სისავსის შეგრძნებას განიჭებთ, შემოქმედებითი გახდება.