https://sputnik-georgia.com/20230227/supertasis-mflobeli-fexburtsi-ivlissi-gairkveva-275262703.html
ფეხბურთში საქართველოს სუპერთასის მფლობელი ივლისში გაირკვევა
ფეხბურთში საქართველოს სუპერთასის მფლობელი ივლისში გაირკვევა
ნახევარფინალებში გორის „დილა“ თბილისის „დინამოს“, ხოლო ქუთაისის „ტორპედო“ ბათუმის „დინამოს“ შეხვდება. 27.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-27T09:47+0400
2023-02-27T09:47+0400
2023-02-27T14:07+0400
სპორტი
ახალი ამბები
საქართველო
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/08/251671621_0:16:3067:1741_1920x0_80_0_0_e945fd32318deaa094ca77d44c1dbfc2.jpg
თბილისი, 27 თებერვალი — Sputnik. საქართველოს სუპერთასის გათამაშება ფეხბურთში ივლისის დასაწყისში შეცვლილი ფორმატით ჩატარდება, განაცხადა ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივნის მოადგილემ დავით მუჯირმა.ახალი წესების მიხედვით, გათამაშებაში ორის ნაცვლად ოთხი გუნდი მიიღებს მონაწილეობას: ეროვნული ლიგის სამივე პრიზიორი – თბილისის „დინამო“, ბათუმის „დინამო“ და გორის „დილა“, ასევე თასის მფლობელი ქუთაისის „ტორპედო“.წელს სუპერთასზე გორის „დილა“ თბილისის „დინამოს“, ხოლო ქუთაისის „ტორპედო“ ბათუმის „დინამოს“ შეხვდება. გამარჯვებული გუნდები ფინალში შეხვდებიან, ხოლო წაგებულები ბრინჯაოს პრიზისთვის დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.გარდა ამისა, მუჯირის თქმით, საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში შესვენება 9 ივნისს დაიწყება და 5 აგვისტომდე გაგრძელდება – ახალგაზრდული ევრო-2023-ის ჩატარებასთან დაკავშირებით. საქართველო ტურნირს 21 ივნისიდან 8 ივლისამდე პერიოდში უმასპინძლებს.აქამდე სუპერთასისთვის ქვეყნის ჩემპიონი და თასის მფლობელი იბრძოდნენ. 2022 წელს სუპერთასის მფლობელი ბათუმის „დინამო“ გახდა.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/08/251671621_317:0:3046:2047_1920x0_80_0_0_45025ddf4fe8f03426df58f75e8787f0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
სპორტი, ახალი ამბები, საქართველო
სპორტი, ახალი ამბები, საქართველო
ფეხბურთში საქართველოს სუპერთასის მფლობელი ივლისში გაირკვევა
09:47 27.02.2023 (განახლებულია: 14:07 27.02.2023) ნახევარფინალებში გორის „დილა“ თბილისის „დინამოს“, ხოლო ქუთაისის „ტორპედო“ ბათუმის „დინამოს“ შეხვდება.
თბილისი, 27 თებერვალი — Sputnik. საქართველოს სუპერთასის გათამაშება ფეხბურთში ივლისის დასაწყისში შეცვლილი ფორმატით ჩატარდება, განაცხადა ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივნის მოადგილემ დავით მუჯირმა.
ახალი წესების მიხედვით, გათამაშებაში ორის ნაცვლად ოთხი გუნდი მიიღებს მონაწილეობას: ეროვნული ლიგის სამივე პრიზიორი – თბილისის „დინამო“, ბათუმის „დინამო“ და გორის „დილა“, ასევე თასის მფლობელი ქუთაისის „ტორპედო“.
„ეს გუნდები სუპერთასს ივლისის დასაწყისში გაითამაშებენ. რაც შეეხება დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშებას, გუნდები გათამაშებაში მერვედფინალური ეტაპიდან ჩაერთვებიან. ვისარგებლებ შემთხვევით და ეროვნულ ლიგაში და ევროტურნირებზე მოთამაშე გუნდებს წარმატებას ვუსურვებ“, – განაცხადა მუჯირმა.
წელს სუპერთასზე გორის „დილა“ თბილისის „დინამოს“, ხოლო ქუთაისის „ტორპედო“ ბათუმის „დინამოს“ შეხვდება. გამარჯვებული გუნდები ფინალში შეხვდებიან, ხოლო წაგებულები ბრინჯაოს პრიზისთვის დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.
გარდა ამისა, მუჯირის თქმით, საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში შესვენება 9 ივნისს დაიწყება და 5 აგვისტომდე გაგრძელდება – ახალგაზრდული ევრო-2023-ის ჩატარებასთან დაკავშირებით. საქართველო ტურნირს 21 ივნისიდან 8 ივლისამდე პერიოდში უმასპინძლებს.
აქამდე სუპერთასისთვის ქვეყნის ჩემპიონი და თასის მფლობელი იბრძოდნენ. 2022 წელს სუპერთასის მფლობელი ბათუმის „დინამო“ გახდა.