საქართველოში ახალი ეროვნული დღე - ხაჭაპურის დღე დაწესდა

© Sputnik / Alexander Imedashviliხაჭაპური
ხაჭაპური - Sputnik საქართველო, 1920, 27.02.2023
გამოწერა
არცერთი ქართული სუფრა ხაჭაპურის გარეშე არ არსებობს, აცხადებენ დღესასწაულის ინიციატორები.
თბილისი, 27 თებერვალი — Sputnik. საქართველოს გასტრონომიის ასოციაციამ 27 თებერვალი ხაჭაპურის ეროვნულ დღედ გამოაცხადა, ნათქვამია ასოციაციის განცხადებაში.
როგორც დღესასწაულის ინიციატორები აღნიშნავენ, ხაჭაპური ქართული ტრადიციის ნაწილია და მის გარეშე ქართული სუფრა წარმოუდგენელია.

„ყველაზე დემოკრატიული, ყველა ასაკის და გემოებისთვის მოსარგები. Ხაჭაპური, როგორც ეროვნული კერძი, იმდენად ღრმად არის გამჯდარი ქართველის გენში, რომ მსოფლიოს ყველა კუთხეში გაბნეულ ქართველებში ეთნიკურობის მახასიათებლად გვევლინება“, – ნათქვამია ასოციაციის განცხადებაში.

ამ დღესთან დაკავშირებით დაწესებულებებს, რომლებიც ხაჭაპურს ყიდიან, მოუწოდეს, რომ თითოეული გაყიდული ხაჭაპურიდან 20 თეთრი გადარიცხონ დიმიტრი ცინცაძის ფონდში, რომელიც ონკოლოგიური დაავადების მქონე ბავშვებს ეხმარება.
ამ დროისათვის კამპანიას უკვე შეუერთდა საქართველოს რესტორატორების ასოციაცია მთელ ქვეყანაში თავისი 500 რესტორნით.
„ხაჭაპური მხოლოდ ჩვენი კერძი არ არის, ეს არის ჩვენი ქვეყნის კულტურა, არამატერიალური ძეგლი, სიამაყე და მისი ქველმოქმედებაში გამოყენება უდიდესი პატივია“, – ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოში ხაჭაპურის მრავალი სახეობა არსებობს. ყველაზე გავრცელებულია იმერული, მეგრული, გურული, რაჭული, აჭარული ხაჭაპური, აჩმა.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0