https://sputnik-georgia.com/20230227/ramdeni-fuli-daxarjes-qartvelebma-ucxoetsi-2022-wels-275262908.html
რამდენი ფული დახარჯეს ქართველმა ტურისტებმა საზღვარგარეთ 2022 წელს
რამდენი ფული დახარჯეს ქართველმა ტურისტებმა საზღვარგარეთ 2022 წელს
საქართველოს მოქალაქეები უცხოეთში, გარდა იმისა, რომ ნაცნობებს სტუმრობენ, საყიდლებზეც მიდიან. 27.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-27T10:13+0400
2023-02-27T10:13+0400
2023-02-27T14:20+0400
ტურიზმი საქართველოში
ტურიზმი
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
საქსტატი
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24619/42/246194296_0:64:2242:1325_1920x0_80_0_0_09ffdb36e4dcfa19f73a47f21bc52409.jpg
თბილისი, 27 თებერვალი — Sputnik. საქართველოს მოქალაქეები 2022 წელს საზღვარგარეთ 2,2 მილიონჯერ გავიდნენ, რაც 2021 წლის მაჩვენებლებზე 3,7-ჯერ მეტია, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.გასვლითი ვიზიტების უმეტესობა (46,8%) 31-50 წლის რეზიდენტებმა განახორციელეს.ტურისტული ვიზიტების საერთო რაოდენობა შედგენს 944,2 ათასს, რაც 99,4%-ით მეტია 2021 წელთან შედარებით. ვიზიტების ნახევარზე მეტი განხორციელდა თურქეთში – 54,1%. მეორე ადგილზეა რუსეთი – 14,2%-ით, შემდეგ მოდის ევროკავშირის ქვეყნები – 10,9%-ით.ამასთან, ვიზიტების მიზანი იყო შოპინგი, მეგობრებთან და ნათესავებთან სტუმრობა, პროფესიული და ეკონომიკური საქმიანობა.საქართველოს მოქალაქეებმა 2022 წელს საზღვარგარეთ 1,8 მილიარდი ლარი დახარჯეს. თითოეული ქართველი მოგზაური ვიზიტისას დღე-ღამეში საშუალოდ ათას ლარზე ცოტა მეტს ხარჯავდა. ყველაზე მეტი თანხა ქართველმა ტურისტებმა დახარჯეს შოპინგზე, საკვებსა და სასმელზე, განთავსებაზე.საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რიცხვი საქართველოში 2022 წელს 188,5%-ით გაიზარდა 2021 წელთან შედარებით. პანდემიამდელ პერიოდთან მაჩვენებლები აღდგენილია 58%-ით.უცხოელებიდან შემოსულმა შემოსავლებმა 2022 წელს 3,5 მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა, 2021 წელთან შედარებით შემოსავლები 182,4%-ით გაიზარდა. გარდა ამისა, შემოსავლებმა 2022 წელს 7,6%-ით გადააჭარბა 2019 წლის მაჩვენებელს, როდესაც საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების პიკი იყო.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24619/42/246194296_47:0:2242:1646_1920x0_80_0_0_04b17b1314737d3923a8a1f9f522a82d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ტურიზმი საქართველოში, ტურიზმი, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საქსტატი
ტურიზმი საქართველოში, ტურიზმი, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საქსტატი
რამდენი ფული დახარჯეს ქართველმა ტურისტებმა საზღვარგარეთ 2022 წელს
10:13 27.02.2023 (განახლებულია: 14:20 27.02.2023) საქართველოს მოქალაქეები უცხოეთში, გარდა იმისა, რომ ნაცნობებს სტუმრობენ, საყიდლებზეც მიდიან.
თბილისი, 27 თებერვალი — Sputnik. საქართველოს მოქალაქეები 2022 წელს საზღვარგარეთ 2,2 მილიონჯერ გავიდნენ, რაც 2021 წლის მაჩვენებლებზე 3,7-ჯერ მეტია, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.
გასვლითი ვიზიტების უმეტესობა (46,8%) 31-50 წლის რეზიდენტებმა განახორციელეს.
ტურისტული ვიზიტების საერთო რაოდენობა შედგენს 944,2 ათასს, რაც 99,4%-ით მეტია 2021 წელთან შედარებით. ვიზიტების ნახევარზე მეტი განხორციელდა თურქეთში – 54,1%. მეორე ადგილზეა რუსეთი – 14,2%-ით, შემდეგ მოდის ევროკავშირის ქვეყნები – 10,9%-ით.
ამასთან, ვიზიტების მიზანი იყო შოპინგი, მეგობრებთან და ნათესავებთან სტუმრობა, პროფესიული და ეკონომიკური საქმიანობა.
რამდენი ფული დახარჯეს ტურისტებმა საქართველოდან უცხოეთში 2022 წელს
ვიზიტის მიზანი | ტურისტების რაოდენობა, ათასი | წილი ტურისტების საერთო რაოდენობაში, % |
შოპინგი | 695,9 | 41,1 |
ნაცნობებთან სტუმრობა | 375,1 | 22,2 |
პროფესიული საქმიანობა | 322,1 | 19,0 |
დასვენება | 210,0 | 12,4 |
მკურნალობა | 43,4 | 2,6 |
სხვა | 46,7 | 2,8 |
საქართველოს მოქალაქეებმა 2022 წელს საზღვარგარეთ 1,8 მილიარდი ლარი დახარჯეს. თითოეული ქართველი მოგზაური ვიზიტისას დღე-ღამეში საშუალოდ ათას ლარზე ცოტა მეტს ხარჯავდა. ყველაზე მეტი თანხა ქართველმა ტურისტებმა დახარჯეს შოპინგზე, საკვებსა და სასმელზე, განთავსებაზე.
საქართველოს მოქალაქეების ხარჯები საზღვარგარეთ 2022 წელს
რაზე დახარჯეს | ხარჯი, მლნ ლარი | წილი მთლიან ხარჯში, % | ხარჯები ვიზიტზე, % |
საყიდლები | 759,8 | 41,6 | 448,7 |
კვება | 552,1 | 30,2 | 326,1 |
ცხოვრება | 255,9 | 14,0 | 151,1 |
ადგილობრივი ტრანსპორტი | 173,6 | 9,5 | 102,5 |
კულტურა, ექსკურსიები | 52,1 | 2,9 | 30,8 |
სხვა ხარჯები | 32,8 | 1,8 | 19,4 |
საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რიცხვი საქართველოში 2022 წელს 188,5%-ით გაიზარდა 2021 წელთან შედარებით. პანდემიამდელ პერიოდთან მაჩვენებლები აღდგენილია 58%-ით.
უცხოელებიდან შემოსულმა შემოსავლებმა 2022 წელს 3,5 მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა, 2021 წელთან შედარებით შემოსავლები 182,4%-ით გაიზარდა. გარდა ამისა, შემოსავლებმა 2022 წელს 7,6%-ით გადააჭარბა 2019 წლის მაჩვენებელს, როდესაც საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების პიკი იყო.