https://sputnik-georgia.com/20230227/qartveli-samxedroebi-zlierta-tamashebshi-warmatebit-asparezoben-275282479.html
ქართველი სამხედროები „ძლიერთა თამაშებში" წარმატებით ასპარეზობენ
ქართველი სამხედროები „ძლიერთა თამაშებში" წარმატებით ასპარეზობენ
Sputnik საქართველო
ტურნირში მონაწილეობის მისაღებად დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეებით დაკომპლექტებულმა 13-კაციანმა ნაკრებმა ინტენსიური მომზადება გაიარა. 27.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-27T18:18+0400
2023-02-27T18:18+0400
2023-02-27T21:39+0400
საქართველო
საქართველოს თავდაცვა
საზოგადოება
აშშ
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/12/250084676_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_d8c58170794edab639f5a3b17f66216c.jpg
თბილისი, 27 თებერვალი — Sputnik. აშშ-ში მიმდინარე „ძლიერთა თამაშებში“ (Invictus Games) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების გუნდმა მორიგი წარმატება მოიპოვა, იუწყება საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.Invictus Games – საერთაშორისო მულტიდისციპლინური შეჯიბრებებია მსოფლიოს მრავალი ქვეყნის წარმომადგენელი ყოფილი და მოქმედი სამხედრო შშმ პირებისთვის. ასპარეზობები ბრიტანეთის პრინც ჰარის ინიციატივით 2014 წლიდან იმართება.ლას-ვეგასის საჰაერო ბაზაზე საერთაშორისო თამაშებმა სტარტი 24 თებერვალს აიღო და 3 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.სამხედრო მოსამსახურეები სპორტის 6 სახეობაში – პარაკალათბურთში, მჯდომარე ფრენბურთში, სროლაში, სირბილში, ნიჩბოსნობასა და მშვილდოსნობაში ასპარეზობენ.ტურნირში მონაწილეობის მისაღებად დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეებით დაკომპლექტებულმა 13-კაციანმა ნაკრებმა ინტენსიური მომზადება გაიარა.„საჰაერო ძალების თამაშებში“ ქართველი სამხედროები წელს პირველად ასპარეზობენ, სადაც მათ აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლები უწევენ მეტოქეობას.საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობის მიზანი დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების საბრძოლო სულისკვეთების ამაღლება და მოტივაციის გაზრდა, ასევე მათი რეაბილიტაციის პროცესში სპორტის აქტიურად გამოყენებაა.
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/12/250084676_112:0:1889:1333_1920x0_80_0_0_94885b5cc8f4f2404abeeaf04c9d118e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს თავდაცვა, საზოგადოება, აშშ , ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს თავდაცვა, საზოგადოება, აშშ , ახალი ამბები
ქართველი სამხედროები „ძლიერთა თამაშებში" წარმატებით ასპარეზობენ
18:18 27.02.2023 (განახლებულია: 21:39 27.02.2023) ტურნირში მონაწილეობის მისაღებად დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეებით დაკომპლექტებულმა 13-კაციანმა ნაკრებმა ინტენსიური მომზადება გაიარა.
თბილისი, 27 თებერვალი — Sputnik. აშშ-ში მიმდინარე „ძლიერთა თამაშებში“ (Invictus Games) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების გუნდმა მორიგი წარმატება მოიპოვა, იუწყება საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.
Invictus Games – საერთაშორისო მულტიდისციპლინური შეჯიბრებებია მსოფლიოს მრავალი ქვეყნის წარმომადგენელი ყოფილი და მოქმედი სამხედრო შშმ პირებისთვის. ასპარეზობები ბრიტანეთის პრინც ჰარის ინიციატივით 2014 წლიდან იმართება.
ლას-ვეგასის საჰაერო ბაზაზე საერთაშორისო თამაშებმა სტარტი 24 თებერვალს აიღო და 3 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.
უწყების ცნობით, მჯდომარე ფრენბურთის ფინალურ შეხვედრაში საქართველოს ნაკრები აშშ-ის საჰაერო ძალების გუნდს დაუპირისპირდა, გაიმარჯვა და ოქროს მედალი მოიპოვა. საქართველოს გუნდის ანგარიშზეა ბრინჯაოს მედალიც – დაჭრილმა სამხედრო მოსამსახურემ, უმცროსმა სერჟანტმა იაგო კაკულიამ ძალოსნობაში 73 კგ წონით კატეგორიაში მესამე ადგილი დაიკავა.
სამხედრო მოსამსახურეები სპორტის 6 სახეობაში – პარაკალათბურთში, მჯდომარე ფრენბურთში, სროლაში, სირბილში, ნიჩბოსნობასა და მშვილდოსნობაში ასპარეზობენ.
ტურნირში მონაწილეობის მისაღებად დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეებით დაკომპლექტებულმა 13-კაციანმა ნაკრებმა ინტენსიური მომზადება გაიარა.
„საჰაერო ძალების თამაშებში“ ქართველი სამხედროები წელს პირველად ასპარეზობენ, სადაც მათ აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლები უწევენ მეტოქეობას.
საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობის მიზანი დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების საბრძოლო სულისკვეთების ამაღლება და მოტივაციის გაზრდა, ასევე მათი რეაბილიტაციის პროცესში სპორტის აქტიურად გამოყენებაა.