„ჯეი ლო საქართველოდან" - ნუცა ბუზალაძემ American Idol-ის ჟიური აღაფრთოვანა

© courtesy of Nutsa Buzaladzeნუცა ბუზალაძე
ნუცა ბუზალაძე - Sputnik საქართველო, 1920, 27.02.2023
გამოწერა
ნუცა ბუზალაძე, რომელიც თინეიჯერობის ასაკიდან დიდი წარმატებით მიიწევს წინ, საკუთარ შესაძლებლობებს ამერიკულ მეგაპროექტში ცდის.
თბილისი, 27 თებერვალი — Sputnik. ქართველმა მომღერალმა ნუცა ბუზალაძემ მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სატელევიზიო მეგაპროექტ American Idol-ზე „ჰოლივუდის ბილეთი“ აიღო.
American Idol – ტელეშოუა, რომელიც პოპულარულ ბრიტანულ შოუ Pop Idol-ს ეფუძნება. პროექტში კონკურსანტები აშშ-ში საუკეთესო დამწყები შემსრულებლის ტიტულისთვის იბრძვიან. American Idol ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული შოუა აშშ-ში.
ნუცამ ორი სიმღერა შეასრულა – Lady Marmalde, რომელშიც საკუთარი არტისტიზმი აჩვენა და უიტნი ჰიუსტონის Greatest Love Of All, რომლის შესრულებისას საკუთარი ვოკალური მონაცემები წარმოაჩინა.
კონკურსის ჟიურის ყველა წევრი – ლაიონელ რიჩი, ლუკ ბრაიანი და კეტი პერი ქართველი მომღერლის საშემსრულებლო მონაცემებით აღფრთოვანებული დარჩნენ. ლუკ ბრაიანმა ბუზალაძეს უწოდა „ჯეი ლო საქართველოდან“.
„ბილეთი ჰოლივუდში! ესაა ყველაფერი, რაზეც მთელი ცხოვრება ვოცნებობდი. ღმერთი არსებობს და სასწაულებს ახდენს, უბრალოდ დაიმახსოვრეთ ეს!“ – დაწერა ბუზალაძემ სოციალურ ქსელში.
ნუცა ბუზალაძე თინეიჯერობის ასაკიდან წინ დიდი წარმატებით მიიწევს. ცნობილი მომღერალი პოპულარულ კონკურსებში უშიშრად გამოდის. არტისტი საქართველოს ფარგლებს გარეთ უკვე დიდი ხანია გაიცნეს. 2014 წელს მან გაიმარჯვა პოპულარული მუსიკის ახალგაზრდა შემსრულებლების საერთაშორისო კონკურსში „ახალი ტალღა“. მონაწილეობდა კონკურსებში „ცეკვავენ ვარსკვლავები“, „ერთი ერთში“, თურქულ Voice-ში და ა.შ.
ყველა ახალი ამბავი
0