მისტიკური ტესტი: ამოიკითხეთ ნახატზე თქვენი უახლოესი მომავალი

© Pixabay / pixel2013
  - Sputnik საქართველო, 1920, 27.02.2023
გამოწერა
ცნობილმა უკრაინელმა მხატვარმა ქალმა სოფია ლევიცკაიამ ერთი მარტივი ნახატით გადმოსცა ქალისა და მამაკაცის ურთიერთობა — ისე, როგორც ამას თავად ხედავდა.
მაგრამ დროთა განმავლობაში უჩვეულო რამ შენიშნა. უფრო მეტიც, ეს მისტიკა იყო, იმიტომ რომ ნახატზე ზოგი ქალს ხედავდა, ზოგი — მამაკაცს. თანაც ეს ყველაფერი მათ უახლოეს მომავალთან იყო კავშირში.
სინჯეთ, იქნებ თქვენ შემთხვევაშიც გაამართლოს.
მაშ ასე: პირველად ვის ხედავთ ამ ნახატზე?
თუ პირველი ქალი დაინახეთ: ეს კარგის ნიშანია, ვინაიდან მოასწავებს, რომ უახლოეს მომავალში თქვენს ცხოვრებაში ყველაფერი დალაგდება. ყველა წვრილმანი პრობლემა თავისთავად გაქრება, ხოლო მსხვილ საქმეებში ვინმე დახმარებას აღმოგიჩენთ.
ასე რომ, თამამად და თავდაჯერებით შეუდექით ახალ წამოწყებებს. გირჩევთ ხშირად გაატაროთ დრო წყლის პირას, ვინაიდან ახლა თქვენს ცხოვრებაში ქალური ენერგეტიკა მძლავრობს, რომელსაც წყალი კვებავს.
თუ პირველი მამაკაცი დაინახეთ: ბოლოს და ბოლოს, თქვენს პირად ცხოვრებაში მშვიდი და ჰარმონიული პერიოდი დგება. თუ უკვე გყავთ "მეწყვილე", რომელიც ნამდვილად "თქვენია", მაშინ ურთიერთობები მასთან კიდევ უფრო განმტკიცდება. ხოლო თუ ჯერ ისევ ძიებაში ხართ, აუცილებლად შეხვდებით თქვენს მეორე ნახევარს, ადამიანს, რომელთანაც დიდხანს და ბედნიერად იცხოვრებთ. ნუ გაუშვებთ ხელიდან შანსს.
ახლა თქვენს ცხოვრებაში ცეცხლის ენერგეტიკა ჭარბობს. ამიტომ გირჩევთ, ხშირად უყურეთ ცეცხლს, დაანთეთ სანთლები, რათა უარყოფითი ენერგია ვერ მოგეკაროთ.
ყველა ახალი ამბავი
0