https://sputnik-georgia.com/20230227/lavrovi-moskovma-dasavletis-gegmebi-casala-275268213.html
ლავროვი: მოსკოვმა ჩაშალა დასავლეთის გეგმები რუსეთის დაყოფასთან დაკავშირებით
ლავროვი: მოსკოვმა ჩაშალა დასავლეთის გეგმები რუსეთის დაყოფასთან დაკავშირებით
Sputnik საქართველო
თბილისი, 27 თებერვალი — Sputnik. რუსეთმა შეძლო ჩაეშალა დასავლეთის გეგმები, რაც მის იზოლაციაში მოქცევას ისახავდა მიზნად, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა... 27.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-27T14:26+0400
2023-02-27T14:26+0400
2023-07-20T15:50+0400
რუსეთი
პოლიტიკა
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/1a/273408574_0:0:3239:1822_1920x0_80_0_0_c5d31bcec1327c8416fc3c7febb61c51.jpg
თბილისი, 27 თებერვალი — Sputnik. რუსეთმა შეძლო ჩაეშალა დასავლეთის გეგმები, რაც მის იზოლაციაში მოქცევას ისახავდა მიზნად, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.ლავროვის თქმით, მოსკოვი სულ უფრო მჭიდრო და შედეგიან კავშირებს ამყარებს მსოფლიოს უმეტესობასთან.ლავროვის განმარტებით, ბოლო ორი წლის განმავლობაში მკვეთრად გაიზარდა იმ ქვეყნების რაოდენობა, რომელთაც სურთ შეუერთდნენ BRICS-სა და შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციას. ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ საუბარია სახელმწიფოებზე, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ თავიანთ რეგიონებში.მანამდე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ დასავლეთის მიზანია რუსეთის დაყოფა „მოსკოვიტებად, ურალელებად და ასე შემდეგ“. მისი თქმით, თუ მოსკოვი არ ჩაერევა დასავლეთის ქვეყნების პოლიტიკაში, თავად რუსეთის ხალხების ბედი შეიძლება მკვეთრად შეიცვალოს, უპირველეს ყოვლისა კი საკუთრივ რუსებისა.იგივე მოსაზრებას იზიარებს რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დმიტრი მედვედევიც, რომლის თქმით, დასავლეთს საშიში ილუზიები ამოძრავებს, რომ ის რუსეთის „დამარხვას“ შეძლებს, როგორც ეს სსრკ-ის შემთხვევაში მოხდა.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/1a/273408574_236:0:2967:2048_1920x0_80_0_0_f6ea9d54d424f66711580b7a7a9113c1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი, პოლიტიკა, ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთი, პოლიტიკა, ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 27 თებერვალი — Sputnik. რუსეთმა შეძლო ჩაეშალა დასავლეთის გეგმები, რაც მის იზოლაციაში მოქცევას ისახავდა მიზნად, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.
„მსოფლიო კარდინალურად შეუქცევადი ცვლილებების ეპოქაში შევიდა. <...> ჩვენ შევძელით არა მხოლოდ ჩაგვეშალა კოლექტიური დასავლეთის გეგმები რუსეთის იზოლირებისა და მისი დაშლის შესახებ, არამედ საერთაშორისო საზოგადოების წევრ ქვეყანათა აბსოლუტურ უმრავლესობასთან დავამყარეთ პროგრესირებადი თანამშრომლობა“, — განაცხადა რუსმა მინისტრმა.
ლავროვის თქმით, მოსკოვი სულ უფრო მჭიდრო და შედეგიან კავშირებს ამყარებს მსოფლიოს უმეტესობასთან.
ლავროვის განმარტებით, ბოლო ორი წლის განმავლობაში მკვეთრად გაიზარდა იმ ქვეყნების რაოდენობა, რომელთაც სურთ შეუერთდნენ BRICS-სა და შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციას. ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ საუბარია სახელმწიფოებზე, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ თავიანთ რეგიონებში.
მანამდე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა
განაცხადა, რომ დასავლეთის მიზანია რუსეთის დაყოფა „მოსკოვიტებად, ურალელებად და ასე შემდეგ“. მისი თქმით, თუ მოსკოვი არ ჩაერევა დასავლეთის ქვეყნების პოლიტიკაში, თავად რუსეთის ხალხების ბედი შეიძლება მკვეთრად შეიცვალოს, უპირველეს ყოვლისა კი საკუთრივ რუსებისა.
იგივე მოსაზრებას იზიარებს რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დმიტრი მედვედევიც, რომლის თქმით, დასავლეთს საშიში ილუზიები ამოძრავებს, რომ ის რუსეთის „დამარხვას“ შეძლებს, როგორც ეს სსრკ-ის შემთხვევაში მოხდა.