https://sputnik-georgia.com/20230227/krazanis-zeti-unikaluri-tvisebebi-da-sin-momzadebis-wesi-275277413.html
კრაზანის ზეთი: უამრავი სასარგებლო თვისება და შინ მომზადების წესი
კრაზანის ზეთი: უამრავი სასარგებლო თვისება და შინ მომზადების წესი
თბილისი, 27 თებერვალი — Sputnik. მცენარე კრაზანის („ზვერობოი“) ზეთი უამრავ სასარგებლო თვისებას შეიცავს ჯანმრთელობისთვის და ერთ-ერთი ყველაზე მეტად გაყიდვადი... 27.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-27T16:13+0400
2023-02-27T16:13+0400
2023-02-27T20:21+0400
სასარგებლო რჩევები
ექიმი გირჩევთ
რჩევები ჯანმრთელობასა და სილამაზეზე
ჯანმრთელობა
მედიცინა
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23493/96/234939684_0:328:3500:2297_1920x0_80_0_0_fd09251645c3c9ff1b22eb0a2e824843.jpg
თბილისი, 27 თებერვალი — Sputnik. მცენარე კრაზანის („ზვერობოი“) ზეთი უამრავ სასარგებლო თვისებას შეიცავს ჯანმრთელობისთვის და ერთ-ერთი ყველაზე მეტად გაყიდვადი პროდუქტია, ვინაიდან ადამიანს იცავს არა მარტო დავადებებისგან, არამედ დაბერების პროცესსაც ანელებს, წერს გამოცემა Sabah სპეციალისტებზე დაყრდნობით.ჰერბალისტების თქმით, კრაზანის ზეთის სასარგებლო თვისებები ასე გამოიყურება:კრაზანის ზეთის დამზადებასპეციალისტების თქმით, კრაზანის ზეთის დამზადება სახლის პირობებშიც შეიძლება, თუ გარკვეულ წესებსა და პირობებს დაიცავთ.ამისათვის:სწორედ ეს დრო სჭირდება ყვავილის ექსტრაქტის წარმოქმნას, რასაც ქილის შიგთავსის გამუქებით მიხვდებით.გაფრთხილებაქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებმა კრაზანის ზეთის გამოყენებამდე კონსულტაცია უნდა გაიარონ ექიმთან. საქმე ისაა, რომ ამ პროდუქტის გამოყენება არ არის რეკომენდებული მათთვის, ვინც ამა თუ იმ მიზეზით გარკვეულ მედიკამენტებს იღებს.ამასთან, განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მათ, ვინც კარაზანის ჩაის ან ნაყენის სმას გადაწყვეტს. არ დაგავიწყდეთ, რომ კარაზანაში შხამიანი ნივთიერებებიც შედის, რომელთა ჭარბმა რაოდენობამ შესაძლოა გამოიწვიოს ისეთი გართულებები, როგორებიცაა: არტერიული წნევის მატება, ტკივილი ღვიძლში, ჭინჭრის ციება, ცუდი გემო პირის ღრუში, კუჭის ტკივილი.გარდა ამისა, კრაზანის ჩაისა თუ ნაყენის დიდი ხნის განმავლობაში სმა მამაკაცებში დროებით იმპოტენციას იწვევს. პრობლემა ნაყენის (ჩაის) მიღების შეწყვეტიდან რამდენიმე კვირაში აღდგება.ამასთან უნდა გახსოვდეთ, რომ კრაზანის მიღების დროს ადამიანის კანი ულტრაიისფერი გამოსხივებისადმი მგრძნობიარე ხდება. ამიტომ მზეზე ყოფნას უნდა მოერიდოთ, რათა დერმატიტი და კანის დამწვრობა აირიდოთ თავიდან
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23493/96/234939684_0:0:3500:2625_1920x0_80_0_0_ff3b4fe6479e756e5b0d923e8c3e2074.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
სასარგებლო რჩევები , ექიმი გირჩევთ , რჩევები ჯანმრთელობასა და სილამაზეზე , ჯანმრთელობა , მედიცინა
სასარგებლო რჩევები , ექიმი გირჩევთ , რჩევები ჯანმრთელობასა და სილამაზეზე , ჯანმრთელობა , მედიცინა
თბილისი, 27 თებერვალი — Sputnik. მცენარე კრაზანის („ზვერობოი“) ზეთი უამრავ სასარგებლო თვისებას შეიცავს ჯანმრთელობისთვის და ერთ-ერთი ყველაზე მეტად გაყიდვადი პროდუქტია, ვინაიდან ადამიანს იცავს არა მარტო დავადებებისგან, არამედ დაბერების პროცესსაც ანელებს, წერს გამოცემა
Sabah სპეციალისტებზე დაყრდნობით.
ჰერბალისტების თქმით, კრაზანის ზეთის სასარგებლო თვისებები ასე გამოიყურება:
აღადგენს კანის უჯრედებს, ანუ ხელს უწყობს მათ რეგენერაციას;
ანელებს კანის დაბერებას, ანიჭებს მას სიგლუვესა და ელასტიკურობას;
ებრძვის ინფექციების გამომწვევ მიკროორგანიზმებს — ბაქტერიებს, ვირუსებს, სოკოს;
აჩქარებს კანის ინფექციების მკურნალობას;
აშუშებს ჰერპესის ვირუსით გამოწვეულ წყლულებს;
აქრობს მუწუკებისა და ფერიჭამიების ნაკვალევს;
არის გამოყელვის (კანის გამოწვა ნაკეცებში) შესანიშნავი პროფილაქტიკა;
აგვარებს ეგზემის პრობლემას;
არეგულირებს საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას — აჩქარებს საჭმლის მონელებას;
ხელს უწყობს თირკმლების ჯანმრთელობას;
აღკვეთს თმების ცვენას და აძლიერებს მათ;
აქრობს ქერტლს, ნაქერცლსა და ეგზემას თავის კანზე.
კრაზანის ზეთის დამზადება
სპეციალისტების თქმით, კრაზანის ზეთის დამზადება სახლის პირობებშიც შეიძლება, თუ გარკვეულ წესებსა და პირობებს დაიცავთ.
კარგად გამოაშრეთ (ან უკვე გამხმარი შეიძინეთ აფთიაქში) კრაზანის ყვავილები მზეზე;
მოაშორეთ ღეროები და ყუნწები;
ჩაყარეთ ქილაში და დაასხით ზეითუნის ზეთი;
დააფარეთ ქილას მარლა და დატოვეთ ხუთი დღის განმავლობაში;
ამის შემდეგ მარლა მოაშორეთ და ქილას მჭიდროდ დაახურეთ სარქველი, დადგით ასე კიდევ 45 დღით.
სწორედ ეს დრო სჭირდება ყვავილის ექსტრაქტის წარმოქმნას, რასაც ქილის შიგთავსის გამუქებით მიხვდებით.
გაფრთხილება
ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებმა კრაზანის ზეთის გამოყენებამდე კონსულტაცია უნდა გაიარონ ექიმთან. საქმე ისაა, რომ ამ პროდუქტის გამოყენება არ არის რეკომენდებული მათთვის, ვინც ამა თუ იმ მიზეზით გარკვეულ მედიკამენტებს იღებს.
ამასთან, განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მათ, ვინც კარაზანის ჩაის ან ნაყენის სმას გადაწყვეტს. არ დაგავიწყდეთ, რომ კარაზანაში შხამიანი ნივთიერებებიც შედის, რომელთა ჭარბმა რაოდენობამ შესაძლოა გამოიწვიოს ისეთი გართულებები, როგორებიცაა: არტერიული წნევის მატება, ტკივილი ღვიძლში, ჭინჭრის ციება, ცუდი გემო პირის ღრუში, კუჭის ტკივილი.
გარდა ამისა, კრაზანის ჩაისა თუ ნაყენის დიდი ხნის განმავლობაში სმა მამაკაცებში დროებით იმპოტენციას იწვევს. პრობლემა ნაყენის (ჩაის) მიღების შეწყვეტიდან რამდენიმე კვირაში აღდგება.
ამასთან უნდა გახსოვდეთ, რომ კრაზანის მიღების დროს ადამიანის კანი ულტრაიისფერი გამოსხივებისადმი მგრძნობიარე ხდება. ამიტომ მზეზე ყოფნას უნდა მოერიდოთ, რათა დერმატიტი და კანის დამწვრობა აირიდოთ თავიდან