https://sputnik-georgia.com/20230227/acharashi-ukanono-onlain-kazinoebi-agmoachines-275266266.html
საგამოძიებო სამსახურმა აჭარაში უკანონო ონლაინ-კაზინოები გამოავლინა
საგამოძიებო სამსახურმა აჭარაში უკანონო ონლაინ-კაზინოები გამოავლინა
Sputnik საქართველო
დანაშაული სამიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 27.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-27T11:49+0400
2023-02-27T11:49+0400
2023-02-27T15:38+0400
საქართველო
სპეციალური საგამოძიებო სამსახური
კრიმინალი საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24697/65/246976559_0:100:1921:1180_1920x0_80_0_0_4bb605cb01d80debd1659cd1c6ebb754.jpg
თბილისი, 27 თებერვალი – Sputnik. აჭარაში შესაბამისი ნებართვის გარეშე სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების სამი ფაქტი გამოავლინდა, რაზეც უცხოეთის სამი მოქალაქე პასუხისგებაში მიეცა, მათგან ერთი დააკავეს, ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.გამოძიებამ დაადგინა, რომ ბათუმში ბრალდებულებს სამ სხვადასხვა ლოკაციაზე შენიღბულად მოწყობილი ჰქონდათ ონლაინ-გათამაშების ობიექტები, საიდანაც შესაბამისი სავალდებულო ნებართვის გარეშე, ინტერნეტის მეშვეობით საქართველოს ფარგლებს გარეთ მოქმედ ინტერნეტ-კაზინოების ვებ-გვერდებზე გადაიცემოდა ლოტოს გათამაშების პროცესი.„დადგენილია, რომ ობიექტების ლეგალურად ფუნქციონირების შემთხვევაში სახელმწიფო ბიუჯეტში სანებართვო მოსაკრებლის სახით თითოეულ მათგანს უნდა გადაეხადა 100.000 ლარი", – აღნიშნულია განცხადებაში. მომხდარ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 192-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სამიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24697/65/246976559_106:0:1813:1280_1920x0_80_0_0_89cccf83d8e6a31791fbd08e2625ae39.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპეციალური საგამოძიებო სამსახური , კრიმინალი საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპეციალური საგამოძიებო სამსახური , კრიმინალი საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საგამოძიებო სამსახურმა აჭარაში უკანონო ონლაინ-კაზინოები გამოავლინა
11:49 27.02.2023 (განახლებულია: 15:38 27.02.2023) დანაშაული სამიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 27 თებერვალი – Sputnik. აჭარაში შესაბამისი ნებართვის გარეშე სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების სამი ფაქტი გამოავლინდა, რაზეც უცხოეთის სამი მოქალაქე პასუხისგებაში მიეცა, მათგან ერთი დააკავეს, ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბათუმში ბრალდებულებს სამ სხვადასხვა ლოკაციაზე შენიღბულად მოწყობილი ჰქონდათ ონლაინ-გათამაშების ობიექტები, საიდანაც შესაბამისი სავალდებულო ნებართვის გარეშე, ინტერნეტის მეშვეობით საქართველოს ფარგლებს გარეთ მოქმედ ინტერნეტ-კაზინოების ვებ-გვერდებზე გადაიცემოდა ლოტოს გათამაშების პროცესი.
„დადგენილია, რომ ობიექტების ლეგალურად ფუნქციონირების შემთხვევაში სახელმწიფო ბიუჯეტში სანებართვო მოსაკრებლის სახით თითოეულ მათგანს უნდა გადაეხადა 100.000 ლარი", – აღნიშნულია განცხადებაში.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 192-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სამიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.