27 თებერვალს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

CC BY 2.0 / Ben Perrin / Lysterfield Lakeხედი ჰორიზონტზე
ხედი ჰორიზონტზე - Sputnik საქართველო, 1920, 27.02.2023
გამოწერა
გაეცანით 27 თებერვალს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის.
წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ.
20–29 თებერვალი
20–29 თებერვლის პერიოდი თევზების ნიშნის პირველ დეკადას განეკუთვნება.
ამ პერიოდში დაბადებულებს პლანეტა მერკური მართავს. ისინი მეოცნებე ადამიანები არიან და ისწრაფვიან მარტოობისა და ცვლილებებისკენ.
მნიშნელოვანი წლებია: 12, 24,36, 58, 60,72.
ამ პერიოდში დაბადებულთა სიმბოლოა მიმოზა.
თევზები ლაგუნაში - Sputnik საქართველო, 1920, 20.02.2021
თევზები: წინააღმდეგობებით სავსე, მეოცნებე, მგრძნობიარე – ზოგადი დახასიათება
ამ დეკადაში დაბადებულები მგრძნობიარენი არიან, ადვილია მათი წყენინება და გულისტკენა. თავიანთ სამუშაოს ისინი დიდი პასუხისმგებლობით ასრულებენ, ხანდახან საკუთარი ძალების ზღვარიც კი ავიწყდებათ, ამიტომ მათთვის მნიშვნელოვანია, ისწავლონ მოდუნება, დასვენება, რომ წარმატებით შეძლონ საქმიანობა და სხვადასხვა ავადმყოფობამ ხელი არ შეუშალოს.
27 თებერვალს დაბადებულები
27 თებერვალს დამოუკიდებელი, ჭკვიანი, მიზანსწრაფული, ამბიციური ადამიანები იბადებიან. მათ უზარმაზარი შემოქმედებითი ძალები აქვთ, არიან პრაქტიკული და რისკიანები. ეს ადამიანები კარგი ხელმძღვანელი, ორგანიზატორები არიან, უყვართ ხალხში ყოფნა. აქვთ უჩვეულო ინტუიცია. თუ ბუნებით ჩადებულ დადებით საწყისს განავითარებენ, სრულყოფის გზით ივლიან, ბედნიერი ცხოვრება ელოდებათ როგორც კარიერული, ისე პირადი ცხოვრების თვალსაზრისით.
ზოდიაქოს ნიშნების ახირებები, ანუ იუმორნარევი დახასიათება>>
27 თებერვალს დაბადებულები კოლეგების მიმართ ლოიალური არიან. მათ შეუძლიათ გარე პირობებთან ადაპტირება და ამაზე დიდ ენერგიას ხარჯავენ. აინტერესებთ ადამიანთა ქცევა, სამყაროს მოწყობა, შინაგანი და გარეგანი ჰარმონია ამ სამყაროში. ასეთი რეალისტური დამოკიდებულება ამ დღეს დაბადებულებს საკუთარი „მეამბოხე" სულის დაკმაყოფილების საშუალებას აძლევს. ისინი ცხოვრების თითოეულ დეტალებს წვრილმანებში გეგმავენ, ეყრდნობიან თავიანთ სიბრძნესა და ცხოვრებისეულ გამოცდილებას და უფრო და უფრო რთულ და ამბიციურ პროექტებს ისახავენ მიზნად.
ამ დღეს დაბადებულთა პირადი ცხოვრება რთულად ეწყობა - ისინი არ იღებენ ყურად ინტუიციის კარნახს, მთელი თავით, ხშირად და იოლად ეშვებიან სიყვარულის მორევში და ასევე ხშირად და იოლად უცრუვდებათ იმედები.
ჩრდილოეთის ნათება - Sputnik საქართველო, 1920, 18.12.2017
მიმნდობი ადამიანი ხართ თუ ეჭვიანი? ზოდიაქოს ნიშნების რეიტინგი
27 თებერვალს დაბადებულებმა ბევრად მეტი იციან გარემო სამყაროზე, დასახულ მიზნებზე, ვიდრე საკუთარ თავზე. მათ უნდა განსაზღვრონ საკუთარი სურვილები, ბედნიერებას მხოლოდ მაშინ მიაღწევენ, თუ ნამდვილად საჭირო სურვილებს აისრულებენ და მოთხოვნებს დაიკმაყოფილებენ.
ხანდახან ისინი მოჩვენებითი პრობლემების გადასაჭრელად ძალიან ბევრ დროსა და ძალას ხარჯავენ და ვერ ხვდებიან, რომ პრობლემა მათ საკუთარ თავშია. ხშირად ჰგონიათ, რომ პრობლემას სხვა გადაუჭრის და რომანტიკულ სიყვარულს ეძებენ; შედეგად - გაურკვევლობაში რჩებიან. პრობლემები კი არსად ქრება, პირიქით - მატულობს. ერთი კია, დიდხანს წუხილი მათ არ შეუძლიათ, თუმცა გარკვეული დროით მარტოობა ნამდვილად არ აწყენთ. საკუთარი გზის პოვნა სხვების დახმარების გარეშე მათთვის რთულია.
როგორ იკლებენ წონაში ზოდიაქოს ნიშნები>>
ამ დღეს დაბადებულებისთვის ბედნიერება მოაქვს სამეცნიერო სფეროებში მუშაობას, როდესაც მათზე მოთხოვნაა, სადაც შეუძლიათ საკუთარი თავი, ნიჭი და ცოდნა წარმოაჩინონ. როგორც წესი, მათ თავიანთი ინტელექტის დონის მეგობრები და კოლეგები ესაჭიროებათ გარშემო. ისინი ისწრაფვიან საზოგადოების მართვისკენ, ან ცოტა ზეგავლენისკენ მაინც. ზოგიერთს იმის მოთხოვნილებაც კი აქვს, რომ სხვებზე მაღლა იდგეს. მაგრამ მეტი სიფრთხილე მართებთ, რომ გვერდით მყოფი ადამიანები არ დათრგუნონ.
27 თებერვალს დაბადებულებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ისედაც ძალზე დიდი იშვიათობაა მათთვის, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება „გიჟური" საქციელის ჩადენა, რადგან ამისთვის მწარედ აგებენ პასუხს, დაანგრევენ ბევრ რამეს როგორც საკუთარ, ისე ახლობლების ცხოვრებაში.
თანხა ბანკომატიდან - Sputnik საქართველო, 1920, 28.11.2019
„უფულობის სენი" ზოდიაქოს ნიშნებში
ჯანმრთელობა
ამ ადამიანებს თავისუფლად შეიძლება ვუწოდოთ მედიცინის მცოდნენი მიუხედავად იმისა, აქვთ თუ არა სამედიცინო განათლება. მაგრამ ხანდახან ეს უნარი ქრება და საკუთარ თავს საერთოდ აღარ აქცევენ ყურადღებას. მათ ფიზიკურად აქტიურად უნდა დაიტვირთონ თავი - სირბილი, აერობიკა, ტანვარჯიში, ალპინიზმი, ცურვა, ძალოსნობა. ასევე ნაკლებმნიშვნელოვანი არ არის მათთვის სექსუალური ურთიერთობები და ზოგიერთი შეიძლება სექსუალურ ურთიერთობებზე დამოკიდებულიც აღმოჩნდეს. ასევე მიდრეკილება შეიძლება გაუჩნდეთ ალკოჰოლისადმი. ამიტომ ამ მიდრეკილებებს მათ დიდი ყურადღება უნდა მიაქციონ.
ზოდიაქოს ნიშნების ინტიმური შეთავსებადობა>>
რჩევა:
ძალაუფლების მოპოვებისკენ მიმართული ენერგია საკუთარი თავის განვითარებაზე მიმართეთ. ეს გზა უნდა იყოს სულიერი აღზრდის გზა. ყველას კეთილად მოეპყარით. დრო საკუთარ საქმეებს დაუთმეთ და არა სხვისას, არ გაექცეთ სირთულეებს.
ყველა ახალი ამბავი
0