საქართველოში სტუდენტების 30%-ზე მეტს სტატუსი შეჩერებული აქვს

© photo: Sputnik / Vladimir Pesnya / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 26.02.2023
გამოწერა
70 ათასამდე სტუდენტს სტატუსი ფინანსური დავალიანების გამო აქვს შეჩერებული
თბილისი, 26 თებერვალი — Sputnik. საქართველოში ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტების 33.5%-ს სტატუსი შეჩერებული აქვს, იუწყება ტელეკომპანია „მთავარი“ საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციაზე დაყრდნობით.
2023 წლის თებერვლის მდგომარეობით, მონაცემთა ბაზაში ბაკალავრიატის საფეხურზე ფიქსირდება 178 450 სტუდენტი, რომელთაგან სტატუსი შეჩერებული აქვს 68 491 სტუდენტს, მათგან 28 590-ს 11.8%-ს — ფინანსური დავალიანების გამო.
სამინისტროს ინფორმაციით, ფინანსური დავალიანების გამო სტატუსშეჩერებული სტუდენტებიდან:
ათასზე მეტი პირი უცხო ქვეყნის მოქალაქეა,
851 პირს აქვს აქტიური სტატუსი სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე,
ათასი სტუდენტის სტატუსის შეჩერებიდან გასულია 5 წელზე მეტი,
754 სტუდენტს სტატუსი შეჩერებული აქვს ორ ან მეტ საგანმანათლებლო პროგრამაზე,
3 ათასამდე სტუდენტს მოპოვებული აქვს სახელმწიფო სასწავლო-სოციალური გრანტი,
ხოლო ათასზე მეტი სტუდენტი სარგებლობდა პრიორიტეტული პროგრამული დაფინანსებით.
წყარო: მთავარი არხი
ყველა ახალი ამბავი
0