საქართველოში 22 გრადუსამდე დათბება

© photo: Sputnik / Maxim Blinov / გადასვლა მედიაბანკშითბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 26.02.2023
გამოწერა
თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრებს მომავალ კვირაში თბილი და მზიანი ამინდი ელოდებათ
თბილისი, 26 თებერვალი – Sputnik. თებერვლის ბოლო დღეები საქართველოში თბილი იქნება, დაწერა სოციალურ ქსელში მეტეოროლოგმა კობა ფარტენაძემ.
„ციკლონთან დაკავშირებული ცივი და ნოტიო ჰაერის მასების მიერ წარმოქმნილი - ნაცრისფერი და ნალექიანი დღეები უკან მოვიტოვეთ", - დაწერა ფარტენაძემ.
კერძოდ, დასავლეთ საქართველოში მზიანი ამინდები იქნება, ღამით ჰაერის მინიმალური ტემპერატურა პლუს 7-9, დღისით კი მაქსიმალური პლუს 20-22 გრადუსი იქნება.
აღმოსავლეთ საქართველოში დღისით ჰაერი პლუს 16-18 გრადუსამდე გათბება, ღამით კი შედარებით აცივდება.
„ყინვები მეტი აღარ იქნება", — დაწერა ფარტენაძემ.
მისი თქმით, მომავალი კვირა თბილი იქნება.
ყველა ახალი ამბავი
0