https://sputnik-georgia.com/20230226/rvinissaertasoriso-gamofena-winexpo-georgia-2023-ivnissi-gaimarteba-275245237.html
ღვინის საერთაშორისო გამოფენა WinExpo Georgia 2023 ივნისში გაიმართება
ღვინის საერთაშორისო გამოფენა WinExpo Georgia 2023 ივნისში გაიმართება
Sputnik საქართველო
ღონისძიების ფარგლებში გაიმართება ფორუმი ღვინის ექსპორტის შესახებ, სადაც მწარმოებლები იმპორტიორებთან გაცნობას შეძლებენ. 26.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-26T13:29+0400
2023-02-26T13:29+0400
2023-02-26T13:29+0400
ქართული ღვინო
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/0a/267345438_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_62b6fba10e7adf6ee6641aff3c65ac67.jpg
თბილისი, 26 თებერვალი – Sputnik. ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების რიგით მე-15 საერთაშორისო გამოფენა WinExpo Georgia 2023 თბილისის საერთაშორისო საგამოფენო ცენტრ ExpoGeorgia-ში 2–4 ივნისს ჩატარდება.WinExpo Georgia — საქართველოში ყველაზე მასშტაბური და ერთადერთი სავაჭრო გამოფენაა, რომელიც ფოკუსირებულია ღვინოზე, ალკოჰოლურ სასმელებსა და აღნიშნულ დარგში დანერგილ მომსახურებაზე. გამოფენაზე წარმოდგენილია ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების დამზადებისთვის ყველა აუცილებელი კომპონენტი.WinExpo Georgia 2023–ში მონაწილეობას მიიღებენ ღვინის აგენტები, ტრეიდერები, სასტუმროებისა და რესტორნების, მსხვილი და საშუალო ქსელების, ასევე საერთაშორისო მასმედიის წარმომადგენლები.ღვინის ყველა მოყვარულს ექნება შესაძლებლობა დააგემოვნოს ღვინო და ალკოჰოლური სასმელები, შეხვდეს მეღვინეებს, გაეცნოს დარგის სიახლეებსა და ინოვაციებს. გარდა ამისა, დაგეგმილია ღვინის ფორუმი, რომელიც ქართველ მწარმოებლებსა და უცხოელ ექსპორტიორებს შორის პარტნიორული ურთიერთობების წახალისებას ისახავს მიზნად.WINEXPO GEORGIA-ს ყოველწლიურად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 100-მდე კომპანია და რამდენიმე ათასი ვიზიტორი სტუმრობს.ღონისძიების ორგანიზატორების სიტყვებით, WinExpo-მ შეძლო საკუთარი მნიშვნელობის დამტკიცება როგორც რეგიონულ, ისე საერთაშორისო ბაზარზე.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/0a/267345438_114:0:1934:1365_1920x0_80_0_0_76b8602c6bbe7c46f934db27b6121b9d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ქართული ღვინო, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები, საქართველო
ქართული ღვინო, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები, საქართველო
ღვინის საერთაშორისო გამოფენა WinExpo Georgia 2023 ივნისში გაიმართება
ღონისძიების ფარგლებში გაიმართება ფორუმი ღვინის ექსპორტის შესახებ, სადაც მწარმოებლები იმპორტიორებთან გაცნობას შეძლებენ.
თბილისი, 26 თებერვალი – Sputnik. ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების რიგით მე-15 საერთაშორისო გამოფენა WinExpo Georgia 2023 თბილისის საერთაშორისო საგამოფენო ცენტრ ExpoGeorgia-ში 2–4 ივნისს ჩატარდება.
WinExpo Georgia — საქართველოში ყველაზე მასშტაბური და ერთადერთი სავაჭრო გამოფენაა, რომელიც ფოკუსირებულია ღვინოზე, ალკოჰოლურ სასმელებსა და აღნიშნულ დარგში დანერგილ მომსახურებაზე. გამოფენაზე წარმოდგენილია ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების დამზადებისთვის ყველა აუცილებელი კომპონენტი.
WinExpo Georgia 2023–ში მონაწილეობას მიიღებენ ღვინის აგენტები, ტრეიდერები, სასტუმროებისა და რესტორნების, მსხვილი და საშუალო ქსელების, ასევე საერთაშორისო მასმედიის წარმომადგენლები.
ღვინის ყველა მოყვარულს ექნება შესაძლებლობა დააგემოვნოს ღვინო და ალკოჰოლური სასმელები, შეხვდეს მეღვინეებს, გაეცნოს დარგის სიახლეებსა და ინოვაციებს. გარდა ამისა, დაგეგმილია ღვინის ფორუმი, რომელიც ქართველ მწარმოებლებსა და უცხოელ ექსპორტიორებს შორის პარტნიორული ურთიერთობების წახალისებას ისახავს მიზნად.
WINEXPO GEORGIA-ს ყოველწლიურად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 100-მდე კომპანია და რამდენიმე ათასი ვიზიტორი სტუმრობს.
ღონისძიების ორგანიზატორების სიტყვებით, WinExpo-მ შეძლო საკუთარი მნიშვნელობის დამტკიცება როგორც რეგიონულ, ისე საერთაშორისო ბაზარზე.