რაზე მეტყველებს გაუცნობიერებელი ნახატები: დახასიათება და განწყობა

© Pixabay / LUM3Nხატვა
ხატვა - Sputnik საქართველო, 1920, 26.02.2023
გამოწერა
ადამიანები ზოგ სიტუაციაში ხშირად ვხატავთ სხვადასხვა ფიგურებსა თუ საგნებს — ვთქვათ, როდესაც მოსაწყენ თათბირს ვესწრებით, ფანქარი და ფურცელი კი იქვე გვიდევს.
ეს ავტომატურად ხდება და შესაძლოა არც კი ვიაზრებდეთ, რა კონტურები გამოგვყავს ქაღალდზე. მაგრამ ეს გაუცნობიერებელი ნახატები ბევრ ინფორმაციას იძლევა მისი ავტორის პიროვნული თვისებებისა და განწყობის შესახებ.
გრაფოლოგებმა და ფსიქოლოგებმა რამდენიმე ისეთი ფიგურა გამოყვეს, რომლებიც ყველაზე ხშირად გვხვდება ავტომატური ხატვისას. ქვემოთ რამდენიმე მათგანის განმარტებას შემოგთავაზებთ.
მაშ ასე, თუ ფურცელზე გაუცნობიერებლად გამოგყავთ:
კუთხოვანი გეომეტრიული ფიგურები (კვადრატები, რომბები, სამკუთხედები) — გახასიათებთ საკუთარი აზრის პირდაპირ თქმა, პრაქტიკული და ლოგიკური აზროვნება გაქვთ, გამოირჩევით მართვის უნარით.
თუ ფიგურები სიმეტრიულია — ესე იგი, აკურატული, წესრიგის მოყვარული ადამიანი ხართ, გაქვთ გათვლის და დაგეგმვის უნარი.
თუ ფიგურის კუთხეები მახვილია, სავარაუდოდ, მიდრეკილი ხართ აგრესიისადმი. ასეთი ადამიანების პრობლემა არის ზედმეტი კონცენტრაციაა, რომელიც მოდუნების საშუალებას არ აძლევს.
ციფრები — ასეთებისთვის წინა პლანზე მატერიალური ღირებულებებია. ზოგ შემთხვევაში ადამიანი ფიქრობს, სად და რამდენი ფულის შოვნაა შესაძლებელი, ზოგ შემთხვევაში კი — როგორ გაისტუმრონ ვალები.
წრეები — გაკლიათ სითბო, მზრუნველობა და ყურადღება. თავს მარტოსულად გრძნობთ ოცნებობთ მეგობრობასა და თანაგრძნობაზე.
ავტოგრაფი, ხელმოწერა — როგორც ჩანს, ძალიან ეგოცენტრული, საკუთარ თავზე „ჩაციკლული“ ადამიანი ხართ. დარწმუნებული ბრძანდებით, რომ პლანეტა თქვენს გარშემო ბრუნავს. მაგრამ საკუთარი პიროვნებისადმი ესოდენ გადაჭარბებული ყურადღება მხოლოდ დაგაშორებთ ადამიანებს — ეგოისტები არავის უყვარს.
კაცუნები — ემოციები გიდუღთ და მზად ხართ, ნებისმიერ მომენტში დაატყდეთ ვინმეს თავს. მაგრამ თუ ეს მინიატურული კაცუნებია — მაშინ ეს თქვენი საკუთარი ავტოპორტრეტია.თავს ასეთივე პატარად, უმწეოდ და დაუცველად გრძნობთ. გაშინებთ მომავალი და გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა.
ცხოველები — ამ შემთხვევაში ყველაფერი მარტივია. რომელ სულიერ არსებასაც ხატავთ, იმ მომენტისთის ისეთ განწყობაზეც ხართ. მაგალითად, მგელი აგრესიის ნიშანია, კურდღელი — გსურთ, რომ თქვენზე იზრუნონ, ლომი — ძალის მოზღვავებას გრძნობთ.
ტალღები, სპირალები, ორნამენტები — ორიენტირებული ხართ საკუთარ თავზე და შინაგან გამოცდილებაზე. თქვენთვის მთელი სამყარო გაჩერებულია, არაფერი გაინტერესებთ, გარდა იმისა, რაც თავად გეხებთ. სხვა ადამიანების პრობლემები ნაკლებად, ან საერთოდ არ გადარდებთ. ჩაკეტილი ადამიანი ხართ და არ გიყვართ, როდესაც სხვები თქვენს საქმეში ცხვირს ყოფენ.
ყვავილები, მზე, ცა და ღრუბლები — ეს ყველაზე უწყინარი ნახატები ჰარმონიასა და სულიერ სიმშვიდეზე მიუთითებს. ამასთან, ავტორის მეოცნებე ნატურაზეც მეტყველებს.
ასეთები დადებით ხასიათისანია არიან, უყვართ სხვების დახმარება, არიან მგრძნობიარენი და ემოციურები. თუ ყვავილებს ვაზაში დახატავთ — ესე იგი, ენერგიის წყარო გესაჭიროებათ.
ვარსკვლავები — გიზიდავთ დიდება და წარმატება. ხართ „კაშკაშა“ პიროვნება და ცდილობთ, ყოველთვის გამოირჩეოდეთ ბრბოსგან. ზოგადად ოპტმისტი ხართ, პრობლემების დროს იოლად არ იქნევთ ხელს არაფერზე. მაგრამ თუ ამ ვარსკვლავებისგან შორს რაიმე ფიგურას დახატავთ, ეს იმას ნიშნავს, რომ წარუმატებლობის შიში ჩაგისახლდათ და არ გჯერათ, რომ ოცნებებს მიაღწევთ.
გარდა ამისა, ასეთი ნახატი შეიძლება ყურადღების მიქცევის სურვილს გამოხატავდეს.
სახლები და კუბები — ნამდვილი პერფექციონისტი ხართ. ცდილობთ, ნებისმიერი ქაოსი მოაწესრიგოთ. გაქვთ ზუსტი და ანალიტიკური ჭკუა, მიდრეკილი ხართ სტრატეგიული აზროვნებისა და გათვლებისკენ. საკმაოდ ჯიუტი ბრძანდებით და მიღებული გადაწყვეტილების შესასრულებლად ჯიქურ მიიწევთ წინ.
ჭადრაკის დაფა — თქვენს თავში აზრები ზუსტად ასე დაჰქრის: შავი-თეთრი-შავი-თეთრი... გტანჯავთ გაურკვეველი ეჭვები საბოლოოდ მისაღებ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. არ ხართ დარწმუნებული საკუთარ თავში, გეეჭვებათ, რომ კომპეტენტურად აზროვნებთ და სწორი გადაწყვეტილებების მიღების უნარი გაქვთ.
ჯვრები, იქსები — გაწუხებთ დანაშაულის განცდა. შესაძლოა, ვიღაცას აწყენინეთ, დანაპირები არ შეასრულეთ, ან ფიქრობთ, რომ ადამიანებს პრეტენზიები აქვთ თქვენთან.
ხეები — წვრილ და შიშველ ტოტებიან ხეებს მოწყენილი და დაბნეული ადამიანები ხატავენ, ხოლო მსხვილტანიან და უხვად შეფოთლილ ხეებს — ენერგიული, სიცოცხლის მოყვარული ადამიანები, რომლებსაც მოცემულ მომენტში არაფერი აწუხებთ.
გულები — ადამიანი გრძნობებითაა სავსე, მზადაა, მთელ მსოფლიოს ჩაეხუტოს. მაგრამ შორიდან მკაცრი და მიუვალი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს, რადგან გრძნობებს მალავს. ამასთან, რაც უფრო დიდია გული, მით უფრო დიდია სხვაობა შინაგან და გარეგან სურათებს შორის.
ფიჭა — გამოხატავს დალაგებული და ზომიერი ცხოვრების, სიმშვიდის, ჰარმონიისკენ სწრაფვას. ეს ზოგჯერ ოჯახის შექმნის ქვეცნობიერ სურვილზეც მეტყველებს, რასაც საკუთარ თავსაც არ უმხელთ.
ყველა ახალი ამბავი
0