მილანში ქართული ბიბლიოთეკა გაიხსნა

© Ivane Javakhishvili Tbilisi State University / ბიბლიოთეკა
ბიბლიოთეკა - Sputnik საქართველო, 1920, 26.02.2023
გამოწერა
НовостиTelegram
უწყების ცნობით, ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდი რამდენიმე ასეულ გამოცემას ითვლის
თბილისი, 26 თებერვალი - Sputnik. იტალიის ქალაქ მილანში ქართული ბიბლიოთეკა გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა ავრცელებს.
ქართული ბიბლიოთეკა მილანში, ასოციაცია „ქართულ სახლში“, ვია სებენოკოს N31-ში გაიხსნა.
ბიბლიოთეკა მილანში საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ და ბიბლიოთეკის წარმომადგენლებმა გახსნეს.
„მილანში მცხოვრები ათასობით ქართველი ემიგრანტისთვის განკუთვნილი ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდი რამდენიმე ასეულ გამოცემას ითვლის - უახლეს ქართულ და საქართველოს შესახებ ლიტერატურას“, - აღნიშნულია განცხადებაში.
უწყების ცნობით, ქართული ბიბლიოთეკა უკვე მრავალ ქვეყანაშია გახსნილი.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0