მეუფე იაკობი: შენდობას ვითხოვ, ეს გულისტკივილი მაქვს

© photo: Sputnik / Stringer
  - Sputnik საქართველო, 1920, 26.02.2023
გამოწერა
შენდობის დღე წინ უძღვის დიდ მარხვას, რომელიც, ქრისტიანული სწავლებით, სწორედ სინანულისა და სულიერი განწმენდის მარხვას წარმოადგენს.
თბილისი, 26 თებერვალი - Sputnik. ქრისტიანი, მაზიარებელი კაცი, თავის მოკვლაზე თავის ქვეყანაში არ უნდა ფიქრობდეს, თავის თავს ისეთ რამეს არ უნდა უკეთებდეს, რამაც შეიძლება სიკვდილი გამოიწვიოს, განაცხადა ქადაგებისას ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა.
დღეს, 26 თებერვალს შენდობის დღეს აღინიშნება. დღეს განსაკუთრებული დღეა. მას შენდობის დღე ეწოდება და წელიწადში მხოლოდ ერთხელ დგება. „ეს არის ზეიმი ცისა და ქვეყანისა, რადგან თუნდაც ერთი მონანული ადამიანის გამოც დიდი სიხარულია ცათა შინა.“
საეკლესიო სწავლებით, მართლმადიდებელი ქრისტიანები ამ დღეს ერთმანეთს შენდობასა და მიტევებას სთხოვენ.
მეუფე იაკობმა შეახსენა მრევლს შენდობის ძალა და ის, რომ ყველაფერი უფლის ნებაზეა დამოკიდებული.
„შენდობას ვითხოვ, ეს გულისტკივილი მაქვს, ყველამ უნდა ვისწავლოთ ერთმანეთთან ლაპარაკი... ყველა ერთმანეთს უნდა გავუფრთხილდეთ, ერთი სულიც დასაკარგავი არ არის, არამც საქართველოში არამედ მსოფლიოში არ არის”, - განაცხადა მეუფე იაკობმა.
მისი თქმით, ადამიანებმა ყველაფერი უნდა გაააკეთონ, რათა „მშვიდობა სუფევდეს“.
„პირდაპირ ვიტყვი, ამ მარხვაში მაინც შევრიგებულიყავით. შევრიგდეთ იმისთვის, რომ ერს გადარჩენა სჭირდება“, - განაცხადა მეუფე იაკობმა.
შენდობის დღე წინ უძღვის დიდ მარხვას, რომელიც, ქრისტიანული სწავლებით, სწორედ სინანულისა და სულიერი განწმენდის მარხვას წარმოადგენს.
ამ დღეს ყველა ტაძარში აღესრულება საგანგებო ღვთისმსახურება, იკითხება შენდობის ლოცვები. ეკლესიის ყველა წევრი ერთმანეთისგან შენდობას ითხოვს და თავადაც ყველას შეუნდობს. შენდობის წესის დროს კათოლიკოს-პატრიარქი თავად ითხოვს შენდობას.
მიტევების კვირა ჯერ კიდევ პირველ საუკუნეში დააწესეს ეგვიპტის უდაბოში მოღვაწე მამებმა. ამ დღეს ბერები ერთმანეთისგან ცოდვების შენდობას ითხოვდნენ და უდაბნოში აღდგომის საგალობლების გალობით მიდიოდნენ, რადგან არ იცოდნენ, მშვიდობით დაბრუნდებოდნენ თუ არა თავიანთ მონასტრებში აღდგომისათვის.
ეკლესიის სწავლებით, პირველქმნილი ადამიანების მიერ სამოთხის დატოვების მიზეზი სწორედ სინანულის არქონა გახდა. ამიტომ, ეს დღე საყოველთაო სინანულისკენ და შენდობისკენ მოწოდებაა, რადგან მარხვის დარღვევით დაიკარგა სამოთხე, მარხვის დაცვით კი იგი მოიპოვება.
წელს დიდმარხვა 27 თებერვლიდან დაიწყება და 15 აპრილს, უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე დასრულდება.
ყველა ახალი ამბავი
0