https://sputnik-georgia.com/20230226/brzola-rrma-depresiastan-martivi-da-xelmisawvdomi-gza-275255845.html
წამლების გარეშე: მეცნიერებმა ღრმა დეპრესიასთან ბრძოლის მარტივ და ხელმისაწვდომ გზას მიაგნეს
წამლების გარეშე: მეცნიერებმა ღრმა დეპრესიასთან ბრძოლის მარტივ და ხელმისაწვდომ გზას მიაგნეს
Sputnik საქართველო
თბილისი, 26 თებერვალი — Sputnik. ფსიქიკური ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად არსებობს მარტივი და აუცილებელი გზა — ცხელი აბაზანა კვირაში ორჯერ, ნათქვამია ჟურნალ... 26.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-26T17:55+0400
2023-02-26T17:55+0400
2023-08-17T10:48+0400
მსოფლიო მეცნიერული კვლევები
ახალი ამბები
ექიმის რჩევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24322/59/243225912_0:19:1280:739_1920x0_80_0_0_9b154b2166cec2a5fc2c8a5d0af17dbd.jpg
თბილისი, 26 თებერვალი — Sputnik. ფსიქიკური ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად არსებობს მარტივი და აუცილებელი გზა — ცხელი აბაზანა კვირაში ორჯერ, ნათქვამია ჟურნალ BioRxiv-ში გამოქვეყნებულ სამეცნიერო სტატიაში.ფრაიბურგის უნივერსიტეტის მეცნიერები ამ დასკვნამდე კვლევის შემდეგ მივიდნენ, რომელშიც ზომიერი და ღრმა დეპრესიით დაავადებული 45 პაციენტი მონაწილეობდა. მათი საშუალო ასაკი 48 წელი იყო.მონაწილეები ორ ჯგუფად გაყვეს. პირველი ჯგუფის წევრები კვირაში ორჯერ, შუადღით, ერთსაათიან ცხელ აბაზანას იღებდნენ, რა დროსაც წყლის ტემპერატურა 40 გრადუსს აღწევდა; მეორე ჯგუფი კი კვირაში ორ დღეს 40-45 წუთით ვარჯიშობდა ფიტნესის დარბაზში — ზომიერი რეჟიმით.კვლევა რვა კვირის განმავლობაში გრძელდებოდა, თუმცა ექსპერიმენტის დაწყებიდან უკვე ორი კვირის შემდეგ პირველი ჯგუფის წევრებს ფსიქიკური მდგომარეობა შესამჩნევად გაუუმჯობესდათ.დადგინდა, რომ ცხელი აბაზანები ფიზიკურ ვარჯიშზე ორჯერ ეფექტური იყო. მით უმეტეს, რომ ფიტნესის ჯგუფს რამდენიმე მონაწილე, ფიზიკური დატვირთვის გამო, ექსპერიმენტის დასრულებამდე გამოაკლდა.მეცნიერების თქმით, ეს აბსოლუტურად უსაფრთხო და ხელმისაწვდომი მეთოდი ეფექტს პროცედურების დაწყებიდან ორ კვირაში იძლევა ღრმა დეპრესიის შემთხვევაშიც კი.წყარო: BioRxiv
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24322/59/243225912_101:0:1232:848_1920x0_80_0_0_fb2ddd92d8be3988bd61964fc3ee90be.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიო მეცნიერული კვლევები, ახალი ამბები, ექიმის რჩევები
მსოფლიო მეცნიერული კვლევები, ახალი ამბები, ექიმის რჩევები
წამლების გარეშე: მეცნიერებმა ღრმა დეპრესიასთან ბრძოლის მარტივ და ხელმისაწვდომ გზას მიაგნეს
17:55 26.02.2023 (განახლებულია: 10:48 17.08.2023) თბილისი, 26 თებერვალი — Sputnik. ფსიქიკური ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად არსებობს მარტივი და აუცილებელი გზა — ცხელი აბაზანა კვირაში ორჯერ, ნათქვამია ჟურნალ BioRxiv-ში გამოქვეყნებულ სამეცნიერო სტატიაში.
ფრაიბურგის უნივერსიტეტის მეცნიერები ამ დასკვნამდე კვლევის შემდეგ მივიდნენ, რომელშიც ზომიერი და ღრმა დეპრესიით დაავადებული 45 პაციენტი მონაწილეობდა. მათი საშუალო ასაკი 48 წელი იყო.
მონაწილეები ორ ჯგუფად გაყვეს. პირველი ჯგუფის წევრები კვირაში ორჯერ, შუადღით, ერთსაათიან ცხელ აბაზანას იღებდნენ, რა დროსაც წყლის ტემპერატურა 40 გრადუსს აღწევდა; მეორე ჯგუფი კი კვირაში ორ დღეს 40-45 წუთით ვარჯიშობდა ფიტნესის დარბაზში — ზომიერი რეჟიმით.
კვლევა რვა კვირის განმავლობაში გრძელდებოდა, თუმცა ექსპერიმენტის დაწყებიდან უკვე ორი კვირის შემდეგ პირველი ჯგუფის წევრებს ფსიქიკური მდგომარეობა შესამჩნევად გაუუმჯობესდათ.
დადგინდა, რომ ცხელი აბაზანები ფიზიკურ ვარჯიშზე ორჯერ ეფექტური იყო. მით უმეტეს, რომ ფიტნესის ჯგუფს რამდენიმე მონაწილე, ფიზიკური დატვირთვის გამო, ექსპერიმენტის დასრულებამდე გამოაკლდა.
გაირკვა, რომ დღისით ცხელი აბაზანის მიღებისას სხეულის ტემპერატურის აწევა ხელს უწყობს ნორმალური სადღეღამისო ტემპერატურული რიტმის აღდგენას, რომელიც პაციენტებს სწორედ დეპრესიის გამო უქვეითდებათ.
მეცნიერების თქმით, ეს აბსოლუტურად უსაფრთხო და ხელმისაწვდომი მეთოდი ეფექტს პროცედურების დაწყებიდან ორ კვირაში იძლევა ღრმა დეპრესიის შემთხვევაშიც კი.