https://sputnik-georgia.com/20230226/275256081.html
პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების შერჩევის პროცესი დაიწყო
პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების შერჩევის პროცესი დაიწყო
Sputnik საქართველო
ეროვნული ბანკის საბჭოს წევრები საქართველოს პარლამენტმა პრეზიდენტის წარდგინებით უნდა აირჩიოს 26.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-26T18:23+0400
2023-02-26T18:23+0400
2023-02-26T18:32+0400
საქართველო
საქართველოს პრეზიდენტი
საქართველოს ეროვნული ბანკი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/12/259694551_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_4f2c62c57332baace1ec8160736c3e00.jpg
თბილისი, 26 თებერვალი - Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატთა განაცხადების მიღება 15 მარტამდე გაგრძელდება, ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადინისტრაცია ავრცელებს.წელს უფლებამოსილების ვადა არა მხოლოდ ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძეს, არამედ ვიცე-პრეზიდენტ არჩილ მესტვირიშვილსაც ეწურება.დაინტერესებულ პირებს განაცხადის დატოვება შეუძლიათ პრეზიდენტის რეზიდენციაში საფოსტო ყუთის მეშვეობით (მისამართი: თბილისი, გ. ათონელის ქ. N25) ან ან ელექტრონულ ფოსტაზე: info@president.gov.ge.წარსადგენი დოკუმენტებია: CV, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, დიპლომი, ცნობა ნასამართლობის შესახებ.საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ,,ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებებს ვეტო დაადო, რადგან მათში მარეგულირებლის დამოუკიდებლობისთვის საფრთხე დაინახა. გარდა ამისა, პრეზიდენტი მუშაობს პარლამენტისთვის ეროვნული ბანკის საბჭოს ორი წევრის კანდიდატურის წარსადგენად.ცვლილებების მიხედვით, ეროვნული ბანკის სამი ვიცე-პრეზიდენტიდან ერთ-ერთი ხდება პირველი ვიცე-პრეზიდენტი და სწორედ მან უნდა შეასრულოს ბანკის პრეზიდენტის ფუნქციები საჭიროების შემთხვევაში. ეროვნული ბანკის მოქმედ ხელმძღვანელს კობა გვენეტაძეს უფლებამოსილების ვადა 3 მარტს ეწურება, ხოლო პრეზიდენტს მისი შემცვლელის კანდიდატურები ჯერ არ დაუსახელებია.ცვლილებების თანახმად, მისი ამოქმედების მომენტიდან ერთ-ერთი მოქმედი ვიცე-პრეზიდენტის (პირველი ვიცე-პრეზიდენტის გარდა) უფლებამოსილების ამოწურვამდე ეროვნული ბანკის საბჭოში ხუთი აღმასრულებელი იქნება: პრეზიდენტი, პირველი ვიცე პრეზიდენტი და სამი ვიცე პრეზიდენტი, ასევე საბჭოს სხვა წევრები.საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტის ბოლო ვერსიასთან დაკავშირებით ეროვნულ ბანკს ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია. მას არ მოეწონა თავდაპირველი ვერსია, რომელიც ეხებოდა დამატებითი თანამდებობის - პირველი ვიცე-პრეზიდენტის შექმნას.ამჟამად ეროვნული ბანკის საბჭოში ცხრა ადამიანიდან ოთხი აღმასრულებელია - პრეზიდენტი და სამი ვიცე-პრეზიდენტი. პარლამენტს თავდაპირველი ცვლილებები რომ მიეღო, საბჭოში აღმასრულებლების რაოდენობა ხუთამდე გაიზრდებოდა.როგორც მესტვირიშვილმა განმარტა, ეს დაარღვევდა ბალანსს ეროვნული ბანკის საბჭოში და, შესაბამისად, გავლენას მოახდენდა მისი გადაწყვეტილებების დამოუკიდებლობაზე.კობა გვენეტაძის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ საქართველოს პარლამენტმა პრეზიდენტის წარდგინებით ეროვნული ბანკის საბჭოს ახალი წევრი უნდა აირჩიოს. ამის შემდეგ საბჭომ ამ წევრებისგან უნდა აირჩიოს პრეზიდენტობის კანდიდატი და წარუდგინოს საქართველოს პრეზიდენტს. სწორედ ქვეყნის პრეზიდენტი ნიშნავს და ათავისუფლებს თანამდებობიდან ეროვნული ბანკის ხელმძღვანელს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/12/259694551_224:122:1889:1371_1920x0_80_0_0_930d5c91e4c19b214e67b8865a40941a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს ეროვნული ბანკი , ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს ეროვნული ბანკი , ახალი ამბები
პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების შერჩევის პროცესი დაიწყო
18:23 26.02.2023 (განახლებულია: 18:32 26.02.2023) ეროვნული ბანკის საბჭოს წევრები საქართველოს პარლამენტმა პრეზიდენტის წარდგინებით უნდა აირჩიოს
თბილისი, 26 თებერვალი - Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატთა განაცხადების მიღება 15 მარტამდე გაგრძელდება, ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადინისტრაცია
ავრცელებს.
წელს უფლებამოსილების ვადა არა მხოლოდ ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძეს, არამედ ვიცე-პრეზიდენტ არჩილ მესტვირიშვილსაც ეწურება.
„დაინტერესებულ პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატთათვის „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილ მოთხოვნებს, შეუძლიათ 2023 წლის 15 მარტამდე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში”, - ნათქვამია განცხადებაში.
დაინტერესებულ პირებს განაცხადის დატოვება შეუძლიათ პრეზიდენტის რეზიდენციაში საფოსტო ყუთის მეშვეობით (მისამართი: თბილისი, გ. ათონელის ქ. N25) ან ან ელექტრონულ ფოსტაზე: info@president.gov.ge.
წარსადგენი დოკუმენტებია: CV, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, დიპლომი, ცნობა ნასამართლობის შესახებ.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ,,ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებებს ვეტო დაადო, რადგან მათში მარეგულირებლის დამოუკიდებლობისთვის საფრთხე დაინახა. გარდა ამისა, პრეზიდენტი მუშაობს პარლამენტისთვის ეროვნული ბანკის საბჭოს ორი წევრის კანდიდატურის წარსადგენად.
ცვლილებების მიხედვით, ეროვნული ბანკის სამი ვიცე-პრეზიდენტიდან ერთ-ერთი ხდება პირველი ვიცე-პრეზიდენტი და სწორედ მან უნდა შეასრულოს ბანკის პრეზიდენტის ფუნქციები საჭიროების შემთხვევაში. ეროვნული ბანკის მოქმედ ხელმძღვანელს კობა გვენეტაძეს უფლებამოსილების ვადა 3 მარტს ეწურება, ხოლო პრეზიდენტს მისი შემცვლელის კანდიდატურები ჯერ არ დაუსახელებია.
ცვლილებების თანახმად, მისი ამოქმედების მომენტიდან ერთ-ერთი მოქმედი ვიცე-პრეზიდენტის (პირველი ვიცე-პრეზიდენტის გარდა) უფლებამოსილების ამოწურვამდე ეროვნული ბანკის საბჭოში ხუთი აღმასრულებელი იქნება: პრეზიდენტი, პირველი ვიცე პრეზიდენტი და სამი ვიცე პრეზიდენტი, ასევე საბჭოს სხვა წევრები.
საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტის ბოლო ვერსიასთან დაკავშირებით ეროვნულ ბანკს ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია. მას არ მოეწონა თავდაპირველი ვერსია, რომელიც ეხებოდა დამატებითი თანამდებობის - პირველი ვიცე-პრეზიდენტის შექმნას.
ამჟამად ეროვნული ბანკის საბჭოში ცხრა ადამიანიდან ოთხი აღმასრულებელია - პრეზიდენტი და სამი ვიცე-პრეზიდენტი. პარლამენტს თავდაპირველი ცვლილებები რომ მიეღო, საბჭოში აღმასრულებლების რაოდენობა ხუთამდე გაიზრდებოდა.
როგორც მესტვირიშვილმა განმარტა, ეს დაარღვევდა ბალანსს ეროვნული ბანკის საბჭოში და, შესაბამისად, გავლენას მოახდენდა მისი გადაწყვეტილებების დამოუკიდებლობაზე.
კობა გვენეტაძის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ საქართველოს პარლამენტმა პრეზიდენტის წარდგინებით ეროვნული ბანკის საბჭოს ახალი წევრი უნდა აირჩიოს. ამის შემდეგ საბჭომ ამ წევრებისგან უნდა აირჩიოს პრეზიდენტობის კანდიდატი და წარუდგინოს საქართველოს პრეზიდენტს. სწორედ ქვეყნის პრეზიდენტი ნიშნავს და ათავისუფლებს თანამდებობიდან ეროვნული ბანკის ხელმძღვანელს.