ბრალდება წარდგენილია: მამას, რომელმაც ორი წლის შვილი სცემა, 13 წლამდე პატიმრობა ემუქრება

© photo: Sputnik / Stringer
  - Sputnik საქართველო, 1920, 25.02.2023
გამოწერა
თბილისი, 25 თებერვალი —Sputnik. ორი წლის გოგონას მამას, რომელმაც საკუთარ შვილს მძიმე ფიზიკური დაზიანებები მიაყენა, პროკურატურამ დღეს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
„საქართველოს პროკურატურამ, არასრულწლოვანი ოჯახის წევრის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა“, — ნათქვამია განცხადებაში.
მომხდარის შესახებ 22 თებერვალს გახდა ცნობილი, როდესაც ბავშვის ბებიამ გოგონას სხეულზე დამწვრობები და დაზიანებები აღმოაჩინა. ქალმა პოლიციას მიმართა და აცნობა, რომ გოგონა ნაცემი იყო.
როგორც გამოძიებამ დაადგინა, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქორეთში მცხოვრებმა მამაკაცმა „ასაკის გამო უმწეო მდგომარეობაში მყოფ ორი წლის შვილზე იძალადა, რის შედეგადაც მცირეწლოვანმა სხეულზე მრავლობითი დაზიანება დამოტეხილობები მიიღო“.
ბავშვი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში 23 თებერვალს გადაიყვანა, სადაც მას ამდრომდე მკურნალობენ.
სამართალდამცველებმა ბრალდებული 24 თებერვალს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 117-ე მუხლის მესამე ნაწილის „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით (წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანი და უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახის წევრის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0