მამა, რომელმაც ორი წლის შვილი სცემა, განაჩენს ციხეში დაელოდება

CC BY-SA 2.0 / verkeorg / 484563651მოსამართლის ჩაქუჩი
მოსამართლის ჩაქუჩი - Sputnik საქართველო, 1920, 25.02.2023
გამოწერა
ბრალდებულს 9–დან 13 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
თბილისი, 25 თებერვალი – Sputnik. მამაკაცი, რომელიც თავისი ორი წლის შვილისთვის განზრახ მძიმე დაზიანებების მიყენებაშია ბრალდებული, განაჩენს საპატიმროში დაელოდება, იუწყება ტელეკომპანია „მთავარი არხი“.
გამოძიებამ დაადგინა, რომ 22 თებერვალს ბრალდებულმა, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქორეთში მცხოვრებმა მამაკაცმა სცემა თავისი ორი წლის ბავშვი, რის შედეგადაც გოგონამ მრავლობითი დაზიანება დამოტეხილობები მიიღო.
თელავის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა. ბრალდებულის ადვოკატები მის გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვდნენ. სასამართლო სხდომა დახურულ რეჟიმში წარიმართა.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბრალდებულს „წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანი და უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახის წევრის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის“ 9–დან 13 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
მომხდარის შესახებ 22 თებერვალს გახდა ცნობილი, როდესაც ბავშვის ბებიამ გოგონას სხეულზე დამწვრობები და დაზიანებები აღმოაჩინა. ქალმა პოლიციას მიმართა და აცნობა, რომ გოგონა ნაცემი იყო.
ამის შემდეგ დაიწყო გამოძიება. თავდაპირველად გოგონა მრავალრიცხოვანი ტრავმებით გურჯაანის კლინიკაში მოხვდა. ექიმების თქმით, მას ჰქონდა ტკივილი მუცლის არეში, შებერილობა, დამწვრობები მუცლისა და ფეხების არეში.
ჯანმრთელობის შესაძლო გაუარესების თავიდან ასაცილებლად ბავშვი გვიან საღამოს თბილისის სპეციალიზებულ კლინიკა „ჯეო ჰოსპიტალსში“ ჩამოიყვანეს, სადაც დღემდე რჩება.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0