https://sputnik-georgia.com/20230225/burwulazis-ganmarteba-vistvis-seiziena-tavdacvis-saministromzviradrirebulitelefonebidaalkoholi-275237814.html
ვისთვის შეისყიდა თავდაცვის სამინისტრომ ძვირადღირებული ტელეფონები: მინისტრის განმარტება
ვისთვის შეისყიდა თავდაცვის სამინისტრომ ძვირადღირებული ტელეფონები: მინისტრის განმარტება
Sputnik საქართველო
ოპოზიციური ტელეარხი ირწმუნება, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უკანონო გასაიდუმლოებული კონტრაქტები აღმოაჩინა 25.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-25T17:50+0400
2023-02-25T17:50+0400
2023-02-27T13:50+0400
საქართველო
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
ახალი ამბები
ჯუანშერ ბურჭულაძე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/16/263058328_227:28:1264:611_1920x0_80_0_0_38aa14caa4465f161189553883f1b666.jpg
თბილისი, 25 თებერვალი — Sputnik. თავდაცვის სამინისტროს მიერ შეძენილი ყველა პროდუქტი და ძვირადღირებული ტელეფონი სამხედროებისთვის იყო განკუთვნილი, განუცხადა ჟურნალისტებს უწყების ხელმძღვანელმა ჯუანშერ ბურჭულაძემ.მანამდე ოპოზიციურმა ტელეკომპანია „ტვ პირველმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკანონო გასაიდუმლოებული კონტრაქტები აღმოაჩინეს, რომელთა მიხედვითაც თავდაცვის სამინისტრომ iPhone-ის უახლესი მოდელები, ასევე ძვირადღირებული საკვები და ალკოჰოლი შეიძინა.მისი თქმით, სამინისტროს მიერ შეძენილი მობილური ტელეფონები საჩუქრად გადაეცა ბორჯომში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებსა და რამდენიმე დაჭრილ-დაშავებულ სამხედროს. რაც შეეხება ალკოჰოლსა და პროდუქტებს, ბურჭულაძის განმარტებით, ეს კალათები სამინისტრომ დაღუპული გმირების ოჯახებს საახალწლოდ გადასცა.მინიტრის თქმით, აღნიშნული შესყიდვები არის წარმომადგენლობითი ხარჯები, რაზეც სამინისტროს ფულის ხარჯვის უფლება აქვს. შესაბამისად, „აღნიშნულ საკითხზე სიცრუის გავრცელება ამორალური და მიუღებელია“.სახელმწიფო უწყებების შესყიდვების ძირითადი ნაწილი სახელმწიფო შესყიდვების სისტემის მეშვეობით ხორციელდება, რომელიც გამჭვირვალე და ხელმისაწვდომია ყველა მსურველისთვის. ამასთან უწყება ყველა შესყიდვასთან დაკავშირებით ანგარიშს წელიწადში ერთხელ წარადგენს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/16/263058328_133:0:1269:852_1920x0_80_0_0_17875a60e579ac2522ca05f89ce542ab.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, ახალი ამბები, ჯუანშერ ბურჭულაძე
საქართველო, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, ახალი ამბები, ჯუანშერ ბურჭულაძე
ვისთვის შეისყიდა თავდაცვის სამინისტრომ ძვირადღირებული ტელეფონები: მინისტრის განმარტება
17:50 25.02.2023 (განახლებულია: 13:50 27.02.2023) ოპოზიციური ტელეარხი ირწმუნება, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უკანონო გასაიდუმლოებული კონტრაქტები აღმოაჩინა
თბილისი, 25 თებერვალი — Sputnik. თავდაცვის სამინისტროს მიერ შეძენილი ყველა პროდუქტი და ძვირადღირებული ტელეფონი სამხედროებისთვის იყო განკუთვნილი, განუცხადა ჟურნალისტებს უწყების ხელმძღვანელმა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
მანამდე ოპოზიციურმა ტელეკომპანია „ტვ პირველმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკანონო გასაიდუმლოებული კონტრაქტები აღმოაჩინეს, რომელთა მიხედვითაც თავდაცვის სამინისტრომ iPhone-ის უახლესი მოდელები, ასევე ძვირადღირებული საკვები და ალკოჰოლი შეიძინა.
„ეს ყველა ზღვარსგადასული კამპანიაა. ვნახეთ, რომ კიდევ ამზადებენახალ სიუჟეტს. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ჩემი მინისტრობის პერიოდში არცერთ სამოქალაქო პირს სამინისტროში iPhone საჩუქრად არ მიუღია. მე ცხოვრებაში არ ვარ iPhone-ის მაღაზიაში ნამყოფი და თავადაც ძველი მოდელი მაქვს“, — განაცხადა ბურჭულაძემ.
მისი თქმით, სამინისტროს მიერ შეძენილი მობილური ტელეფონები საჩუქრად გადაეცა ბორჯომში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებსა და რამდენიმე დაჭრილ-დაშავებულ სამხედროს. რაც შეეხება ალკოჰოლსა და პროდუქტებს, ბურჭულაძის განმარტებით, ეს კალათები სამინისტრომ დაღუპული გმირების ოჯახებს საახალწლოდ გადასცა.
მინიტრის თქმით, აღნიშნული შესყიდვები არის წარმომადგენლობითი ხარჯები, რაზეც სამინისტროს ფულის ხარჯვის უფლება აქვს. შესაბამისად, „აღნიშნულ საკითხზე სიცრუის გავრცელება ამორალური და მიუღებელია“.
სახელმწიფო უწყებების შესყიდვების ძირითადი ნაწილი სახელმწიფო შესყიდვების სისტემის მეშვეობით ხორციელდება, რომელიც გამჭვირვალე და ხელმისაწვდომია ყველა მსურველისთვის. ამასთან უწყება ყველა შესყიდვასთან დაკავშირებით ანგარიშს წელიწადში ერთხელ წარადგენს.