მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ხელსაყრელია მხოლოდ რუსეთისთვის: ბაიდენმა ჩინეთის სამშვიდობო გეგმა შეაფასა

© AP Photo / Patrick Semanskyჯო ბაიდენი
ჯო ბაიდენი - Sputnik საქართველო, 1920, 25.02.2023
გამოწერა
თბილისი, 25 თებერვალი — Sputnik. ჩინეთის მიერ შემოთავაზებული „სამშვიდობო გეგმა“, რომელიც რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის დიპლომატიური მოგვარებას შეეხება, ხელსაყრელია მხოლოდ კრემლისთვის, განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა შაბათს ABC News-თან ინტერვიუში.
„პუტინი ტაშს უკრავს, რადგან ეს გეგმა შეიძლება კარგი იყოს მისთვის. მე ვერ დავინახე ამ გეგმაში რაიმე ისეთი, რაც სასარგებლო იქნება ვინმესთვის, გარდა რუსეთისა", — თქვა ბაიდენმა.
ამერიკის პრეზიდენტის თქმით, თვით იდეა იმის შესახებ, რომ ჩინეთი მოლაპარაკებებს აწარმოებს „სრულიად უსამართლო ომის“ დასრულების შესახებ, „უბრალოდ ირაციონალურია“.
მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ჩინეთის გეგმა არის არა „წინადადება“, არამედ მოსაზრებების გამოთქმა რუსეთის ომზე უკრაინის წინააღმდეგ.
„არის მოსაზრებები, რომლებსაც არ ვეთანხმები, მეჩვენება, რომ მთელი მსოფლიო არ ეთანხმება. თუმცა ეს უკვე რაღაცაა. თუ არის მოსაზრებები, რომლებიც საერთაშორისო სამართლის, ტერიტორიული მთლიანობისა და უსაფრთხოების პატივისცემას ემთხვევა, ჩვენ ის უნდა გამოვიყენოთ — ამ სიტყვის ნორმალური გაგებით, და ამ პუნქტში ჩინეთთან ვიმუშავოთ. ჩვენი ამოცანაა, შევკრიბოთ ყველა, რათა ზოგიერთის იზოლირება მოხდეს“, — თქვა მან.
ჩინეთის 12-პუნქტიანი გეგმა ასევე შეაფასა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმაც. მისი თქმით, პეკინის წინადადებები ნდობას არ იწვევს, ვინაიდან „მათში უკრაინაში რუსეთის უკანონო შეჭრა დაგმობილი არ არის“.
ყველა ახალი ამბავი
0