https://sputnik-georgia.com/20230224/seremeti-duma-gaero-mozvelda-da-azri-dakarga-275207744.html
გაერო მოძველდა და აზრი დაკარგა: დუმის დეპუტატის განცხადება
გაერო მოძველდა და აზრი დაკარგა: დუმის დეპუტატის განცხადება
Sputnik საქართველო
თბილისი, 24 თებერვალი — Sputnik. გაერომ, რომელიც აშშ-ის გავლენის ინსტრუმენტად იქცა, დღევანდელ ფორმატში არსებობის აზრი დაკარგა, განაცხადა რუსეთის სახელმწიფო... 24.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-24T13:54+0400
2023-02-24T13:54+0400
2023-07-20T15:50+0400
რუსეთი
გაერო
ახალი ამბები
პოლიტიკა
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/18/275207584_165:97:2098:1185_1920x0_80_0_0_c08c916aebb3e66da88061f01be2417f.jpg
თბილისი, 24 თებერვალი — Sputnik. გაერომ, რომელიც აშშ-ის გავლენის ინსტრუმენტად იქცა, დღევანდელ ფორმატში არსებობის აზრი დაკარგა, განაცხადა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა მიხაილ შერემეტმა.მისი თქმით, გაერომ ცალმხრივი პოლიტიკით საკუთარი თავის დისკრედიტაცია მოახდინა და ავტორიტეტი დაკარგა „საღად მოაზოვნე საერთაშორისო საზოგადოების თვალში“.შერემეტის აზრით, გაეროს გენერალური ასამბლეა რუსეთის წინააღმდეგ პრეტენზიების გამოთქმით ჯიუტად ვერ ამჩნევს აშშ-ის ჩარევას უკრაინის საკითხებში, სახელმწიფო გადატრიალებას უკრაინაში, მშვიდობიანი მოსახლეობის განადგურებას დონბასში და კიევის ხელისუფლების სხვა დანაშაულებს.მანამდე გაეროს გენერალურმა ასამბლეამ დასავლეთის ქვეყნების მიერ მომზადებული ანტირუსული რეზოლუცია მიიღო, რომელსაც 141-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი, შვიდი ქვეყანა წინააღმდეგი იყო, ხოლო 32-მა თავი შეიკავა. რეზოლუცია მოითხოვს რუსეთისგან, დაუყოვნებლივ გაიყვანოს თავისი ჯარები უკრაინის ტერიტორიიდან და შეაჩეროს შეტევები უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/18/275207584_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_997370422f0a6045aaa55a967370e16b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი, გაერო, ახალი ამბები, პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთი, გაერო, ახალი ამბები, პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 24 თებერვალი — Sputnik. გაერომ, რომელიც აშშ-ის გავლენის ინსტრუმენტად იქცა, დღევანდელ ფორმატში არსებობის აზრი დაკარგა, განაცხადა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა მიხაილ შერემეტმა.
„გაერო, როგორც საერთაშორისო ინსტიტუტი, რომელიც ვალდებულია გადაჭრას ნებისმიერი დაპირისპირება ამ მშფოთვარე სამყაროში, მოძველდა და აშშ-ის გავლენის ინსტრუმენტად იქცა. აშშ გაეროს დახმარებით ცდილობს თავისი გეოპოლიტიკური ამოცანებისა და ინტერესების გადაჭრას. ეს ნიშნავს იმას, რომ ამგვარ ცალმხრივ ფორმატში მის შემდგომ არსებობას აზრი აღარ აქვს. გაერო აღარ ასრულებს დამოუკიდებელი სამშვიდობო პლატფორმის მისიას“, — განუცხადა შერემეტმა „რია ნოვოსტის“.
მისი თქმით, გაერომ ცალმხრივი პოლიტიკით საკუთარი თავის დისკრედიტაცია მოახდინა და ავტორიტეტი დაკარგა „საღად მოაზოვნე საერთაშორისო საზოგადოების თვალში“.
„დღეს მსოფლიოს სჭირდება ახალი მექანიზმი და სამშვიდობო პლატფორმა, სადაც ყველა გეოპოლიტიკური საკითხი პარიტეტულ და სამართლიან საფუძვლებზე გადაწყდება“, — აღნიშნა რუსმა დეპუტატმა.
შერემეტის აზრით, გაეროს გენერალური ასამბლეა რუსეთის წინააღმდეგ პრეტენზიების გამოთქმით ჯიუტად ვერ ამჩნევს აშშ-ის ჩარევას უკრაინის საკითხებში, სახელმწიფო გადატრიალებას უკრაინაში, მშვიდობიანი მოსახლეობის განადგურებას დონბასში და კიევის ხელისუფლების სხვა დანაშაულებს.
მანამდე გაეროს გენერალურმა ასამბლეამ დასავლეთის ქვეყნების მიერ მომზადებული ანტირუსული რეზოლუცია მიიღო, რომელსაც 141-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი, შვიდი ქვეყანა წინააღმდეგი იყო, ხოლო 32-მა თავი შეიკავა. რეზოლუცია მოითხოვს რუსეთისგან, დაუყოვნებლივ გაიყვანოს თავისი ჯარები უკრაინის ტერიტორიიდან და შეაჩეროს შეტევები უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე.