https://sputnik-georgia.com/20230224/saqartvelo-da-iordania-pirdapiri-prenebis-dawyebas-gegmaven-275220191.html
საქართველო და იორდანია პირდაპირი ფრენების დაწყებას გეგმავენ
საქართველო და იორდანია პირდაპირი ფრენების დაწყებას გეგმავენ
Sputnik საქართველო
ამ ეტაპზე იორდანიიდან საქართველოში მგზავრთნაკადის რაოდენობა 20 ათასს აღწევს. 24.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-24T19:12+0400
2023-02-24T19:12+0400
2023-02-24T21:44+0400
საქართველო
ავიამიმოსვლა საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/1e/266977167_0:0:1920:1080_1920x0_80_0_0_aa9c41e2bc9e72bd1b6b134e92bf9e18.jpg
თბილისი, 24 თებერვალი — Sputnik. ავიაკომპანია Royal Jordanian ინტერესდება ქართული ბაზრით და საქართველოსთან პირდაპირი ფრენების დაწყებას გეგმავს, ნათქვამია აეროპორტების გაერთიანების პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.ორი ქვეყნის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა მაროკოში, საავიაციო ფორუმ CONNECT 2023-ის ფარგლებში გაიმართა. დღეისათვის იორდანიასა და საქართველოს ჩარტერული რეისები აკავშირებთ.ამ ეტაპზე იორდანიიდან საქართველოში მგზავრთნაკადის რაოდენობა 20 ათასს აღწევს, რაც არ არის პატარა მაჩვენებელი იორდანიისთვის, აღნიშნეს აეროპორტების გაერთიანებაში.„ტურისტული კამპანიების გააქტიურების შემდეგ ჩვენ ტურისტული ნაკადების ზრდას ველოდებით”, – ნათქვამია განცხადებაში.სამდღიანი ფორუმის მანძილზე საქართველოს აეროპორტების გაერთიანების წარმომადგენლებმა 25-მდე შეხვედრა გამართეს.საერთაშორისო საავიაციო ფორუმი CONNECT საფრანგეთის აეროპორტის სააგენტომ 2004 წელს დააარსა, რომლის მიზანია სამოქალაქო ავიაციის განვითარება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/1e/266977167_12:0:1452:1080_1920x0_80_0_0_a0f8551ffb50755db8f9aae197ad91af.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ავიამიმოსვლა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, ავიამიმოსვლა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო და იორდანია პირდაპირი ფრენების დაწყებას გეგმავენ
19:12 24.02.2023 (განახლებულია: 21:44 24.02.2023) ამ ეტაპზე იორდანიიდან საქართველოში მგზავრთნაკადის რაოდენობა 20 ათასს აღწევს.
თბილისი, 24 თებერვალი — Sputnik. ავიაკომპანია Royal Jordanian ინტერესდება ქართული ბაზრით და საქართველოსთან პირდაპირი ფრენების დაწყებას გეგმავს, ნათქვამია აეროპორტების გაერთიანების პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ორი ქვეყნის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა მაროკოში, საავიაციო ფორუმ CONNECT 2023-ის ფარგლებში გაიმართა. დღეისათვის იორდანიასა და საქართველოს ჩარტერული რეისები აკავშირებთ.
„ფრენების დაწყებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მუშაობა. იორდანიაში საქართველოს მეტი ცნობადობის გაზრდის შემთხვევაში მგზავრთნაკადი და ტურისტული ნაკადები ამ ქვეყნიდან გაცილებით მეტი იქნება”, – ნათქვამია განცხადებაში.
ამ ეტაპზე იორდანიიდან საქართველოში მგზავრთნაკადის რაოდენობა 20 ათასს აღწევს, რაც არ არის პატარა მაჩვენებელი იორდანიისთვის, აღნიშნეს აეროპორტების გაერთიანებაში.
„ტურისტული კამპანიების გააქტიურების შემდეგ ჩვენ ტურისტული ნაკადების ზრდას ველოდებით”, – ნათქვამია განცხადებაში.
სამდღიანი ფორუმის მანძილზე საქართველოს აეროპორტების გაერთიანების წარმომადგენლებმა 25-მდე შეხვედრა გამართეს.
საერთაშორისო საავიაციო ფორუმი CONNECT საფრანგეთის აეროპორტის სააგენტომ 2004 წელს დააარსა, რომლის მიზანია სამოქალაქო ავიაციის განვითარება.