ორთაჭალაში ხანძარია: ვიდეო

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსახანძრო მანქანა
სახანძრო მანქანა - Sputnik საქართველო, 1920, 24.02.2023
გამოწერა
თბილისი, 24 თებერვალი – Sputnik. თბილისში, ორთაჭალაში მშენებარე კორპუსში ხანძარი გაჩნდა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2".
გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი მშენებარე კორპუსის ერთ-ერთ სართულზე გაჩნდა და პოლიეთილენის მილებზე გავრცელდა.
ადგილზე ძლიერი დაკვამლიანებაა. სახანძრო-სამაშველო ჯგუფები უკვე ჩაერთნენ ცეცხლის ჩაქრობის სამუშაოებში.
სამშენებლო სამუშაოებზე დასაქმებული ადამიანები შენობიდან სრულად გამოიყვანეს.
რა გახდა ხანძრის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0