https://sputnik-georgia.com/20230224/gvinis-eqsportior-qveynebs-shoris-ruseti-liderobs-275201584.html
ქართული ღვინის ექსპორტიორ ქვეყნებს შორის რუსეთი ლიდერობს
ქართული ღვინის ექსპორტიორ ქვეყნებს შორის რუსეთი ლიდერობს
Sputnik საქართველო
იანვრის მომაცემებით, ექსპორტის მთლიანი მოცულობის 70% სწორედ ამ ქვეყანაზე მოდის. 24.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-24T10:49+0400
2023-02-24T10:49+0400
2023-02-24T17:13+0400
საქართველო
ქართული ღვინო
საქსტატი
საქართველოს ეკონომიკა
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/1c/259951283_0:52:3068:1778_1920x0_80_0_0_1bd0b8b743ffd45fabbe96d802d78357.jpg
თბილისი, 24 თებერვალი — Sputnik. ქართული ღვინის მთავარ ექსპორტიორად კვლავ რუსეთი რჩება, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკური ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.„საქსტატის" ცნობით, 2023 წლის იანვარში საქართველომ ჯამში 15,9 მილიონი დოლარის ღირებულების ღვინო გაიტანა, რაც 8,1%-ით მეტია 2022 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.საქართველოდან ექსპორტირებული საქონლის ჩამონათვალში ღვინოს მეექვსე პოზიცია უკავია და ის მთელი ექსპორტის 3,5%-ს შეადგენს.ამასთან, იანვრის მონაცემებით, ექსპორტის მთლიანი მოცულობის 70% სწორედ რუსეთზე მოდის. 2022 წლის იანვარში ამ მაჩვენებელმა 59,3% შეადგინა.2023 წლის იანვარში რუსეთში საქართველომ 11,2 მლნ დოლარის ღირებულების ღვინო გაყიდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 28,8%-ით მეტია.ბაზრების დივერსიფიკაციის მიზნით ღვინის ეროვნული სააგენტო 2012 წლიდან ეწევა ქართული ღვინის პოპულარიზაციას სტრატეგიულ საექსპორტო ქვეყნებში. 2023 წელს ქართული ღვინო აშშ-ში, ევროპისა და აზიის ქვეყნების ბაზრებზე აქტიურად იქნება გამოფენილი. მსოფლიოს მასშტაბით ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის 2023 წლის ბიუჯეტიდან 14 მილიონი ლარი გამოიყო, რაც გასულ წელთან შედარებით 2 მილიონი ლარით მეტია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/1c/259951283_225:0:2956:2048_1920x0_80_0_0_ef3cfdb0d8ace384c30a0e257a916a36.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ქართული ღვინო, საქსტატი, საქართველოს ეკონომიკა, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, ქართული ღვინო, საქსტატი, საქართველოს ეკონომიკა, საზოგადოება, ახალი ამბები
ქართული ღვინის ექსპორტიორ ქვეყნებს შორის რუსეთი ლიდერობს
10:49 24.02.2023 (განახლებულია: 17:13 24.02.2023) იანვრის მომაცემებით, ექსპორტის მთლიანი მოცულობის 70% სწორედ ამ ქვეყანაზე მოდის.
თბილისი, 24 თებერვალი — Sputnik. ქართული ღვინის მთავარ ექსპორტიორად კვლავ რუსეთი რჩება, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკური ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.
„საქსტატის" ცნობით, 2023 წლის იანვარში საქართველომ ჯამში 15,9 მილიონი დოლარის ღირებულების ღვინო გაიტანა, რაც 8,1%-ით მეტია 2022 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.
საქართველოდან ექსპორტირებული საქონლის ჩამონათვალში ღვინოს მეექვსე პოზიცია უკავია და ის მთელი ექსპორტის 3,5%-ს შეადგენს.
ამასთან, იანვრის მონაცემებით, ექსპორტის მთლიანი მოცულობის 70% სწორედ რუსეთზე მოდის. 2022 წლის იანვარში ამ მაჩვენებელმა 59,3% შეადგინა.
2023 წლის იანვარში რუსეთში საქართველომ 11,2 მლნ დოლარის ღირებულების ღვინო გაყიდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 28,8%-ით მეტია.
ბაზრების დივერსიფიკაციის მიზნით ღვინის ეროვნული სააგენტო 2012 წლიდან ეწევა ქართული ღვინის პოპულარიზაციას სტრატეგიულ საექსპორტო ქვეყნებში. 2023 წელს ქართული ღვინო აშშ-ში, ევროპისა და აზიის ქვეყნების ბაზრებზე აქტიურად იქნება გამოფენილი. მსოფლიოს მასშტაბით ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის 2023 წლის ბიუჯეტიდან 14 მილიონი ლარი გამოიყო, რაც გასულ წელთან შედარებით 2 მილიონი ლარით მეტია.