https://sputnik-georgia.com/20230224/gaero-antirusuli-rezolucia-275203501.html
გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ანტირუსული რეზოლუცია მიიღო
გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ანტირუსული რეზოლუცია მიიღო
Sputnik საქართველო
თბილისი, 24 თებერვალი — Sputnik. გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მხარი დაუჭირა დასავლეთის ქვეყნების მიერ მომზადებულ რეზოლუციას უკრაინისთვის ყოვლისმომცველი... 24.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-24T10:12+0400
2023-02-24T10:12+0400
2023-07-20T15:50+0400
მსოფლიო დღეს
გაერო
გაეროს გენერალური ასამბლეა
ახალი ამბები
პოლიტიკა
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24830/13/248301398_0:69:3399:1981_1920x0_80_0_0_6cce8832a4c519f7feb4402f160ed4d3.jpg
თბილისი, 24 თებერვალი — Sputnik. გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მხარი დაუჭირა დასავლეთის ქვეყნების მიერ მომზადებულ რეზოლუციას უკრაინისთვის ყოვლისმომცველი, სამართლიანი და სტაბილური მშვიდობის პრინციპების შესახებ.რეზოლუციას ხმა მისცა 141-მა ქვეყანამ, 7 წინააღმდეგი იყო, ხოლო 32-მა თავი შეიკავა.რუსეთის გარდა, წინააღმდეგ ხმა მისცეს: ბელარუსმა, ჩრდილოეთ კორეამ, ერიტრეამ, მალიმ, ნიკარაგუამ და სირიამ. მათ შორის, ვინც თავი შეიკავა, იყვნენ: სომხეთი, ჩინეთი, ინდოეთი, კუბა, ირანი, ყაზახეთი, სამხრეთ აფრიკა, ეთიოპია, ვიეტნამი, უზბეკეთი, ყირგიზეთი, პაკისტანი და რამდენიმე სხვა ქვეყანა. სერბეთმა და უნგრეთმა მხარი დაუჭირეს დოკუმენტს.რეზოლუციის თანახმად, „გენერალური ასამბლეა ხაზს უსვამს უკრაინისთვის ყოვლისმომცველი, სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის სწრაფად მიღწევის აუცილებლობას გაეროს წესდების პრინციპების შესაბამისად“.გენერალური ასამბლეა მხარს უჭერს უკრაინის ერთიანობასა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. რეზოლუცია მოითხოვს რუსეთისგან, დაუყოვნებლივ გაიყვანოს თავისი შეიარაღებული ძალები უკრაინის ტერიტორიიდან.ამასთან გაერომ უარყო მინსკის შესწორებები, რომლებიც მოლაპარაკებების დაწყებას და კიევისთვის იარაღის მიწოდების აკრძალვას მოითხოვდა.გაეროს გენერალურ ასამბლეაზე რუსეთს, გაეროს უშიშროების საბჭოსგან განსხვავებით, არ აქვს ვეტოს უფლება. ამასთან ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუციები არ არის სავალდებულო საერთაშორისო სამართლის მიხედვით.გაეროში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ვასილი ნებენზიამ განაცხადა, რომ „რეზოლუცია ხელს არ შეუწყობს რუსეთსა და დასავლეთს შორის ერთი წლის წინ გამწვავებული წინააღმდეგობების მშვიდობიან გადაწყვეტაზე გადასვლას“. მისი თქმით, რეზოლუცია ცალმხრივია და რეალობასთან შეხებაში არ არის.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24830/13/248301398_334:0:3065:2048_1920x0_80_0_0_0251a3c70a35f35c444f0f2c7d5dc147.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
გაერო, გაეროს გენერალური ასამბლეა, ახალი ამბები, პოლიტიკა, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, მსოფლიოს ახალი ამბები
გაერო, გაეროს გენერალური ასამბლეა, ახალი ამბები, პოლიტიკა, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 24 თებერვალი — Sputnik. გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მხარი დაუჭირა დასავლეთის ქვეყნების მიერ მომზადებულ რეზოლუციას უკრაინისთვის ყოვლისმომცველი, სამართლიანი და სტაბილური მშვიდობის პრინციპების შესახებ.
რეზოლუციას ხმა მისცა 141-მა ქვეყანამ, 7 წინააღმდეგი იყო, ხოლო 32-მა თავი შეიკავა.
რუსეთის გარდა, წინააღმდეგ ხმა მისცეს: ბელარუსმა, ჩრდილოეთ კორეამ, ერიტრეამ, მალიმ, ნიკარაგუამ და სირიამ. მათ შორის, ვინც თავი შეიკავა, იყვნენ: სომხეთი, ჩინეთი, ინდოეთი, კუბა, ირანი, ყაზახეთი, სამხრეთ აფრიკა, ეთიოპია, ვიეტნამი, უზბეკეთი, ყირგიზეთი, პაკისტანი და რამდენიმე სხვა ქვეყანა. სერბეთმა და უნგრეთმა მხარი დაუჭირეს დოკუმენტს.
რეზოლუციის თანახმად, „გენერალური ასამბლეა ხაზს უსვამს უკრაინისთვის ყოვლისმომცველი, სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის სწრაფად მიღწევის აუცილებლობას გაეროს წესდების პრინციპების შესაბამისად“.
გენერალური ასამბლეა მხარს უჭერს უკრაინის ერთიანობასა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. რეზოლუცია მოითხოვს რუსეთისგან, დაუყოვნებლივ გაიყვანოს თავისი შეიარაღებული ძალები უკრაინის ტერიტორიიდან.
ამასთან გაერომ უარყო მინსკის შესწორებები, რომლებიც მოლაპარაკებების დაწყებას და კიევისთვის იარაღის მიწოდების აკრძალვას მოითხოვდა.
გაეროს გენერალურ ასამბლეაზე რუსეთს, გაეროს უშიშროების საბჭოსგან განსხვავებით, არ აქვს ვეტოს უფლება. ამასთან ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუციები არ არის სავალდებულო საერთაშორისო სამართლის მიხედვით.
გაეროში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ვასილი ნებენზიამ განაცხადა, რომ „რეზოლუცია ხელს არ შეუწყობს რუსეთსა და დასავლეთს შორის ერთი წლის წინ გამწვავებული წინააღმდეგობების მშვიდობიან გადაწყვეტაზე გადასვლას“. მისი თქმით, რეზოლუცია ცალმხრივია და რეალობასთან შეხებაში არ არის.