მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ფხენიანის გაფრთხილება: ვაშინგტონის პროვოკაციები ომის გამოცხადებად შეფასდება

  - Sputnik საქართველო, 1920, 24.02.2023
გამოწერა
თბილისი, 24 თებერვალი — Sputnik. შეერთებული შტატების მიერ ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ შემდგომი პროვოკაციები და ფხენიანის პროტესტის იგნორირება შესაძლოა ომის გამოცხადებად შეფასდეს, განაცხადა ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროს დეპარტამენტის დირექტორმა კვონ ჯონგ გინმა, რომელიც შეერთებულ შტატებთან ურთიერთობას კურირებს.
მისი განცხადების ტექსტი კორეის ცენტრალურმა საინფორმაციო სააგენტომ (KCNA) გაავრცელა.
კვონ ჯონგ გინმა დაგმო „აშშ-ისა და მისი გავლენის ქვეშ მყოფი სატელიტების“ შეხვედრა გაეროს უშიშროების საბჭოში, სადაც ჩრდილოეთ კორეის მიერ რაკეტების გაშვება განიხილებოდა. მისი თქმით, რაკეტების გაშვება — „სახელმწიფოს თავდაცვის ლეგიტიმური უფლებაა“.

„თუ გაეროს უშიშროების საბჭო ნამდვილად არის დაინტერესებული კორეის ნახევარკუნძულზე მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფით, მაშინ მძაფრად უნდა დაიგმოს აშშ-ისა და სამხრეთ კორეის მიერ ჩატარებული ფართომასშტაბიანი ერთობლივი სამხედრო წვრთნები, რომლებიც საომარ დაძაბულობას ზრდის“, — აღნიშნა ჩრდილოკორეელმა დიპლომატმა.

ასეთი მოქმედება, კვონ ჯონგ გინის აზრით, ნათლად ადასტურებს, რომ გაეროს უშიშროების საბჭო „აშშ-ის იარაღი ხდება, რათა ზეწოლა მოახდინოს ჩრდილოეთ კორეაზე“.
ჩრდილოეთ კორეამ წლის დასაწყისიდან სამი რაკეტა გაუშვა: 18 თებერვალს მან ერთი საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა, 20 თებერვალს კი ორი ბალისტიკური რაკეტა, რომლებიც იაპონიის ეკონომიკური ზონის მიღმა ჩამოცვივდა. ტოკიომ პროტესტი გამოუცხადა ფხენიანს რაკეტის გაშვების გამო და გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მოითხოვა. ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ ინის დამ – კიმ იო ჯონგმა მანამდე განაცხადა, რომ ფხენიანი განაგრძობს რაკეტების გაშვებას წყნარ ოკეანეში, თუ კორეის ნახევარკუნძულზე აშშ აქტივობას არ შეამცირებს.
ყველა ახალი ამბავი
0