https://sputnik-georgia.com/20230224/erovnul-galereasi-gamofena-ixsneba-275222872.html
საქართველოს ეროვნულ გალერეაში ახალი კოლექციების დიდი გამოფენა იხსნება
საქართველოს ეროვნულ გალერეაში ახალი კოლექციების დიდი გამოფენა იხსნება
Sputnik საქართველო
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება XX-XXI საუკუნეების ქართველი მხატვრების ნამუშევრები. 24.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-24T20:01+0400
2023-02-24T20:01+0400
2023-02-24T22:05+0400
კულტურა საქართველოში
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
თბილისი დღეს
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23727/24/237272427_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_b8767ac7787a8bd15e41fb84f423a7ca.jpg
თბილისი, 24 თებერვალი – Sputnik. დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში 25 თებერვლიდან 12 მარტამდე გაიმართება იმ ექსპონატების ყველაზე მასშტაბური გამოფენა, რომლებიც საქართველოს კულტურის სამინისტრომ მუზეუმებისთვის შეიძინა.გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება სამინისტროს მიერ 2021-2022 წლებში შეძენილი ექსპონატები კულტურის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი მუზეუმებისთვის: საქართველოს ეროვნული მუზეუმი, საქართველოს ხელოვნების სასახლე – კულტურის ისტორიის მუზეუმი და გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი.კულტურის სამინისტრომ 30-წლიანი წყვეტის შემდეგ შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ახალი და თანამედროვე ქართული ხელოვნების ფონდის ახალი ნამუშევრებით შევსება მხოლოდ 2021-2022 წლებში შეძლო. ეს არის 119 ქართველი მხატვრის ნამუშევრები.ახალ კოლექციაში ასევე შევიდა საჩუქრად გადმოცემული ზოგიერთი სურათიც, რომელთა ავტორების გამოფენები 2021 წლის ოქტომბრიდან დღემდე გაიმართა ეროვნულ გალერეაში.ეროვნულ გალერეაში მომხდარი სკანდალის გამო გამოფენა ნაადრევად იხურება>>ხელოვნების მუზეუმის ახალი კოლექცია წარმოაჩენს XX-XXI საუკუნეების ქართული ხელოვნების განვითარების შთამბეჭდავ სურათს. სამინისტრომ ეროვნული გალერეისთვის შეიძინა ვალერიან სიდამონ-ერისთავის დიდი კოლექცია, 1980-1990-იანელთა ფერწერული სურათები, დიდი ქართველი მხატვრის სერგო ქობულაძის 73 ნამუშევარი, კირილე ზდანევიჩის, ფელიქს ვარლამიშვილის, ალექსანდრე ბაჟბეუქ-მელიქიანის, ირინა შტენბერგის, რუსუდან გაჩეჩილაძისა და ვაჟა მელიქიშვილის არაერთი მნიშვნელოვანი ნამუშევარი.გარდა ამისა, წარმოდგენლი იქნება გამოჩენილი ქართველი მხატვრის ირაკლი მდივნის 22 ნამუშევარი, რომლებიც საქართველოში დააბრუნეს.გამოფენის სტუმრებს ასევე შეუძლიათ ნახონ დიდი ქართველი პოეტის გალაკტიონ ტაბიძის ოცი გამოუქვეყნებელი ხელნაწერი, რომლებიც 2021 წელს ქართული ლიტერატურის მუზეუმისთვის შეიძინეს. ექსპონატებს შორისაა 32 ლექსი, ექვსი დღიურის ჩანაწერები, ერთი პირადი წერილი, ორი თარგმანი და ათი ჩანახატი.საქართველოს ეროვნული გალერეა (ე.წ. ცისფერი გალერეა) თბილისში 1917–1920 წლებში ცნობილი ქართველი მხატვრისა და საზოგადო მოღვაწის დიმიტრი შევარდნაძის წყალობით დაარსდა.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23727/24/237272427_112:0:1889:1333_1920x0_80_0_0_09b875cc9610096b1510fa2e65296625.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
კულტურა საქართველოში, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, თბილისი დღეს
კულტურა საქართველოში, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, თბილისი დღეს
საქართველოს ეროვნულ გალერეაში ახალი კოლექციების დიდი გამოფენა იხსნება
20:01 24.02.2023 (განახლებულია: 22:05 24.02.2023) გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება XX-XXI საუკუნეების ქართველი მხატვრების ნამუშევრები.
თბილისი, 24 თებერვალი – Sputnik. დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში 25 თებერვლიდან 12 მარტამდე გაიმართება იმ ექსპონატების ყველაზე მასშტაბური გამოფენა, რომლებიც საქართველოს კულტურის სამინისტრომ მუზეუმებისთვის შეიძინა.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება სამინისტროს მიერ 2021-2022 წლებში შეძენილი ექსპონატები კულტურის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი მუზეუმებისთვის: საქართველოს ეროვნული მუზეუმი, საქართველოს ხელოვნების სასახლე – კულტურის ისტორიის მუზეუმი და გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი.
კულტურის სამინისტრომ 30-წლიანი წყვეტის შემდეგ შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ახალი და თანამედროვე ქართული ხელოვნების ფონდის ახალი ნამუშევრებით შევსება მხოლოდ 2021-2022 წლებში შეძლო. ეს არის 119 ქართველი მხატვრის ნამუშევრები.
ახალ კოლექციაში ასევე შევიდა საჩუქრად გადმოცემული ზოგიერთი სურათიც, რომელთა ავტორების გამოფენები 2021 წლის ოქტომბრიდან დღემდე გაიმართა ეროვნულ გალერეაში.
ხელოვნების მუზეუმის ახალი კოლექცია წარმოაჩენს XX-XXI საუკუნეების ქართული ხელოვნების განვითარების შთამბეჭდავ სურათს. სამინისტრომ ეროვნული გალერეისთვის შეიძინა ვალერიან სიდამონ-ერისთავის დიდი კოლექცია, 1980-1990-იანელთა ფერწერული სურათები, დიდი ქართველი მხატვრის სერგო ქობულაძის 73 ნამუშევარი, კირილე ზდანევიჩის, ფელიქს ვარლამიშვილის, ალექსანდრე ბაჟბეუქ-მელიქიანის, ირინა შტენბერგის, რუსუდან გაჩეჩილაძისა და ვაჟა მელიქიშვილის არაერთი მნიშვნელოვანი ნამუშევარი.
გარდა ამისა, წარმოდგენლი იქნება გამოჩენილი ქართველი მხატვრის ირაკლი მდივნის 22 ნამუშევარი, რომლებიც საქართველოში დააბრუნეს.
გამოფენის სტუმრებს ასევე შეუძლიათ ნახონ დიდი ქართველი პოეტის გალაკტიონ ტაბიძის ოცი გამოუქვეყნებელი ხელნაწერი, რომლებიც 2021 წელს ქართული ლიტერატურის მუზეუმისთვის შეიძინეს. ექსპონატებს შორისაა 32 ლექსი, ექვსი დღიურის ჩანაწერები, ერთი პირადი წერილი, ორი თარგმანი და ათი ჩანახატი.
საქართველოს ეროვნული გალერეა (ე.წ. ცისფერი გალერეა) თბილისში 1917–1920 წლებში ცნობილი ქართველი მხატვრისა და საზოგადო მოღვაწის დიმიტრი შევარდნაძის წყალობით დაარსდა.