https://sputnik-georgia.com/20230224/----275209909.html
დაბა ლაითურში ევროპული სტანდარტების პენიტენციური დაწესებულება იხსნება
დაბა ლაითურში ევროპული სტანდარტების პენიტენციური დაწესებულება იხსნება
ახლადგახსნილ პენიტენციურ დაწესებულებაში 500-მდე ადამიანი დასაქმდება, მათ შორის, ადგილობრივი მცხოვრებლებიც. 24.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-24T16:21+0400
2023-02-24T16:21+0400
2023-02-24T20:53+0400
საქართველო
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
სპეციალური პენიტენციური სამსახური
საზოგადოება
ახალი ამბები
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/18/275208914_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_8b39e3efd39a4bacdd4a059e24e49c01.jpg
თბილისი, 24 თებერვალი — Sputnik. საქართველოში უმაღლესი ევროპული სტანდარტების პენიტენციური დაწესებულების სამშენებლო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება, ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.უწყების ცნობით, ახალი პენიტენციური დაწესებულება ოზურგეთის მუნიციპალიტეტში აშენდა. ამ ეტაპზე დაბა ლაითურის №1 პენიტენციურ დაწესებულებაში დასკვნითი შიდამოწყობითი სამუშაოები მიმდინარეობს. ნახევრად ღია ტიპის დაწესებულება 700 პატიმარზეა გათვლილი.სამუშაო პროცესს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი ნიკა ცხვარაშვილი და სხვა ოფიციალური პირები ადგილზე გაეცნენ.გავრცელებული ინფორმაციით, დაბა ლაითურში პენიტენციური დაწესებულება დაახლოებით ორ თვეში გაიხსნება, სადაც დასაქმდება 500-მდე ადამიანი, მათ შორის, ადგილობრივი მცხოვრებლებიც.საქართველოში ამჟამად სასჯელაღსრულების 13 დაწესებულება ფუნქციონირებს. 2023 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, ისინი 81,9%-ით იყო შევსებული – 9.542 ადამიანი. ამასთან, საქართველოს ციხეებში პატიმართა რაოდენობა ერთი წლის მანძილზე 3,7%-ით გაიზარდა.საქართველოში საპატიმროები პატიმართა რისკის ხარისხისა და პატიმრობის სახის მიხედვით სამ ტიპად იყოფა – ღია, ნახევრად ღია და დახურული დაწესებულებები. ამ უკანასკნელში მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულები არიან მოთავსებული.საერთო ჯამში ახალი ციხეების მშენებლობისთვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში 40 მლნ ლარია გათვალისწინებული.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/18/275208914_114:0:1934:1365_1920x0_80_0_0_2f8a4923867a856a962fc15538bef7b8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, სპეციალური პენიტენციური სამსახური, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, სპეციალური პენიტენციური სამსახური, საზოგადოება, ახალი ამბები
დაბა ლაითურში ევროპული სტანდარტების პენიტენციური დაწესებულება იხსნება
16:21 24.02.2023 (განახლებულია: 20:53 24.02.2023) ახლადგახსნილ პენიტენციურ დაწესებულებაში 500-მდე ადამიანი დასაქმდება, მათ შორის, ადგილობრივი მცხოვრებლებიც.
თბილისი, 24 თებერვალი — Sputnik. საქართველოში უმაღლესი ევროპული სტანდარტების პენიტენციური დაწესებულების სამშენებლო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება, ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.
უწყების ცნობით, ახალი პენიტენციური დაწესებულება ოზურგეთის მუნიციპალიტეტში აშენდა. ამ ეტაპზე დაბა ლაითურის №1 პენიტენციურ დაწესებულებაში დასკვნითი შიდამოწყობითი სამუშაოები მიმდინარეობს. ნახევრად ღია ტიპის დაწესებულება 700 პატიმარზეა გათვლილი.
სამუშაო პროცესს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი ნიკა ცხვარაშვილი და სხვა ოფიციალური პირები ადგილზე გაეცნენ.
„მოხარულები ვართ, რომ საქართველო იქნება ერთ-ერთი რეგიონული ფლაგმანი მსჯავრდებულებისთვის საცხოვრებელი პირობების შექმნისა და სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ადამიანების უფლებების დაცვის კუთხით“, – განაცხადა ბრეგაძემ.
გავრცელებული ინფორმაციით, დაბა ლაითურში პენიტენციური დაწესებულება დაახლოებით ორ თვეში გაიხსნება, სადაც დასაქმდება 500-მდე ადამიანი, მათ შორის, ადგილობრივი მცხოვრებლებიც.
საქართველოში ამჟამად სასჯელაღსრულების 13 დაწესებულება ფუნქციონირებს. 2023 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, ისინი 81,9%-ით იყო შევსებული – 9.542 ადამიანი. ამასთან, საქართველოს ციხეებში პატიმართა რაოდენობა ერთი წლის მანძილზე 3,7%-ით გაიზარდა.
საქართველოში საპატიმროები პატიმართა რისკის ხარისხისა და პატიმრობის სახის მიხედვით სამ ტიპად იყოფა – ღია, ნახევრად ღია და დახურული დაწესებულებები. ამ უკანასკნელში მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულები არიან მოთავსებული.
საერთო ჯამში ახალი ციხეების მშენებლობისთვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში 40 მლნ ლარია გათვალისწინებული.