https://sputnik-georgia.com/20230223/xutshabats-bakurianshi-msoplio-chempionatze-sami-qartveli-iasparezebs-275174075.html
ხუთშაბათს ბაკურიანში მსოფლიო ჩემპიონატზე სამი ქართველი იასპარეზებს
ხუთშაბათს ბაკურიანში მსოფლიო ჩემპიონატზე სამი ქართველი იასპარეზებს
შესარჩევ ეტაპზე 43 სპორტსმენი იასპარეზებს, რომელთაგან ფინალში საგზურს 32 მიიღებს. 23.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-23T15:02+0400
2023-02-23T15:02+0400
2023-02-23T20:04+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/14/275041515_0:138:2632:1619_1920x0_80_0_0_7830168c039ed1e45ac64a5727d39307.jpg
თბილისი, 23 თებერვალი — Sputnik. სამი ქართველი სპორტსმენი – ბექა ბერძენიშვილი, ლაშა კურტანიძე და დავით თედიაშვილი ხუთშაბათს ბაკურიანში სნოუბორდში, ფრისტაილსა და ფრისკიში მსოფლიო ჩემპიონატზე სკი-კროსში (Ski Cross) ფინალურ ნაწილში გასვლას შეეცდებიან.ჩემპიონატის გახსნის ცერემონია 18 თებერვალს გაიმართა. მეორე დღეს კი შეჯიბრებები დაიწყო და სხვადასხვა დისციპლინაში პირველი ფინალებიც ჩატარდა.საქართველო ჩემპიონატზე ექვსი სპორტსმენით არის წარმოდგენილი: რევაზ ნავგაიძე, დავით თედიაშვილი, ლაშა კურტანიძე, ბექა ბერძენიშვილი, ნიკა ელოშვილი და ლუკა ჩოფიკაშვილი. ჯერჯერობით არცერთი მათგანი არ გასულა ფინალურ ეტაპზე.ხუთშაბათს შესარჩევ ეტაპზე 43 სპორტსმენი იასპარეზებს, რომელთაგან ფინალში საგზურს 32 მიიღებს. სკი-კროსში ფინალი 24 თებერვალს გაიმართება.საქართველო ასეთ მასშტაბურ სპორტულ ღონისძიებას ისტორიაში პირველად მასპინძლობს. ტურნირი 5 მარტის ჩათვლით იმართება და შეჯიბრებაში 42 ქვეყნის 700 სპორტსმენი მონაწილეობს.მსოფლიო ჩემპიონატი საქართველოში იმართება ქვეყნის მთავრობის, მთის ტრასების სააგენტოსა და საქართველოს სათხილამურო ფედერაციის მხარდაჭერით.საქართველო ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში მსოფლიო ჩემპიონატს პირველად მასპინძლობს. საქართველოს მთავრობამ ბაკურიანში პრესტიჟული პირველობის ორგანიზებისთვის 270 მლნ ლარი გამოყო.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/14/275041515_146:0:2487:1756_1920x0_80_0_0_8c31214ac959a206df64e2deaabdf4db.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
ხუთშაბათს ბაკურიანში მსოფლიო ჩემპიონატზე სამი ქართველი იასპარეზებს
15:02 23.02.2023 (განახლებულია: 20:04 23.02.2023) შესარჩევ ეტაპზე 43 სპორტსმენი იასპარეზებს, რომელთაგან ფინალში საგზურს 32 მიიღებს.
თბილისი, 23 თებერვალი — Sputnik. სამი ქართველი სპორტსმენი – ბექა ბერძენიშვილი, ლაშა კურტანიძე და დავით თედიაშვილი ხუთშაბათს ბაკურიანში სნოუბორდში, ფრისტაილსა და ფრისკიში მსოფლიო ჩემპიონატზე სკი-კროსში (Ski Cross) ფინალურ ნაწილში გასვლას შეეცდებიან.
ჩემპიონატის გახსნის ცერემონია 18 თებერვალს გაიმართა. მეორე დღეს კი შეჯიბრებები დაიწყო და სხვადასხვა დისციპლინაში პირველი ფინალებიც ჩატარდა.
საქართველო ჩემპიონატზე ექვსი სპორტსმენით არის წარმოდგენილი: რევაზ ნავგაიძე, დავით თედიაშვილი, ლაშა კურტანიძე, ბექა ბერძენიშვილი, ნიკა ელოშვილი და ლუკა ჩოფიკაშვილი. ჯერჯერობით არცერთი მათგანი არ გასულა ფინალურ ეტაპზე.
ხუთშაბათს შესარჩევ ეტაპზე 43 სპორტსმენი იასპარეზებს, რომელთაგან ფინალში საგზურს 32 მიიღებს. სკი-კროსში ფინალი 24 თებერვალს გაიმართება.
საქართველო ასეთ მასშტაბურ სპორტულ ღონისძიებას ისტორიაში პირველად მასპინძლობს. ტურნირი 5 მარტის ჩათვლით იმართება და შეჯიბრებაში 42 ქვეყნის 700 სპორტსმენი მონაწილეობს.
მსოფლიო ჩემპიონატი საქართველოში იმართება ქვეყნის მთავრობის, მთის ტრასების სააგენტოსა და საქართველოს სათხილამურო ფედერაციის მხარდაჭერით.
საქართველო ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში მსოფლიო ჩემპიონატს პირველად მასპინძლობს. საქართველოს მთავრობამ ბაკურიანში პრესტიჟული პირველობის ორგანიზებისთვის 270 მლნ ლარი გამოყო.