თოვლმა პრობლემები რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონშიც შექმნა

© Racha-Lechkhumi and Kvemo Svaneti Areaდიდთოვლობა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში
დიდთოვლობა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში - Sputnik საქართველო, 1920, 23.02.2023
გამოწერა
რეგიონის მუნიციპალიტეტების შესაბამისი სამსახურები გზების გაწმენდის სამუშაოებს აქტიურ რეჟიმში ახორციელებენ.
თბილისი, 23 თებერვალი — Sputnik. რამდენიმედღიანმა ძლიერმა თოვლმა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მაღალმთიან რეგიონს პრობლემები შეუქმნა, იუწყება სამხარეო ადმინისტრაციის პრეს-სამსახური.
რეგიონის ყველა სკოლასა და საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი შეჩერებულია. ჩახერგილია 150-მდე სოფლისკენ მიმავალი გზები. რეგიონის 200-ზე მეტი სოფლის მოსახლეობას ელექტროენერგია არ მიეწოდება.

„რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ოთხივე რაიონში რამდენიმე დღეა გადაუღებლად თოვს. ზოგიერთ სოფელში თოვლის საფარი 1 მეტრს აჭარბებს", – განაცხადა მხარის გუბერნატორმა პაპუნა მარგველიძემ.

ამ დროისათვის რეგიონში გზების თოვლისგან გასაწმენდად 30 ერთეული მძიმე ტექნიკაა მობილიზებული, თუმცა, გუბერნატორის თქმით, ეს საკმარისი არ არის შექმნილი პრობლემების მოსაგვარებლად. საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ დამატებით მობილიზებულია მძიმე ტექნიკა, რომელიც მუნიციპალიტეტებზე გადანაწილდა – საჭიროებიდან გამომდინარე.
სინოპტიკოსების პროგნოზით, უამინდობა საქართველოში თვის ბოლომდე გაგრძელდება.
ყველა ახალი ამბავი
0