სურამის კვანძი-საქასრიას მონაკვეთზე ტრანსპორტისთვის შეზღუდვები მოქმედებს

© Roads Department of Georgiaთბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის გაწმენდა
თბილისი–სენაკი–ლესელიძის  საავტომობილო გზის გაწმენდა - Sputnik საქართველო, 1920, 23.02.2023
გამოწერა
საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის ამ მონაკვეთზე შეზღუდვები უამინდობის გამო დაწესდა.
თბილისი, 23 თებერვალი — Sputnik. ინტენსიური თოვის და ლიპყინულის გამო საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის სურამის კვანძი-საქასრიას მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
გზის ამ მონაკვეთზე დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0