https://sputnik-georgia.com/20230223/shemosavlebis-samsaxurma-sainformacio-portali-aamoqmeda-275184334.html
შემოსავლების სამსახურმა ახალი საინფორმაციო პორტალი აამოქმედა
შემოსავლების სამსახურმა ახალი საინფორმაციო პორტალი აამოქმედა
Sputnik საქართველო
ახალი პორტალი შესაძლებლობას აძლევს დაინტერესებულ პირს მოიძიოს, დაამუშაოს და გააზიაროს მისთვის საინტერესო ინფორმაცია/დოკუმენტაცია. 23.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-23T18:58+0400
2023-02-23T18:58+0400
2023-02-23T22:50+0400
საქართველო
საზოგადოება
შემოსავლების სამსახური
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/03/267114301_0:0:2730:1537_1920x0_80_0_0_d3ec1de63eee1c583c9007d3ca7ee304.jpg
თბილისი, 23 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა ახალი საინფორმაციო პორტალი Infohub.rs.ge აამოქმედა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.Infohub-ზე განთავსებულია და მუდმივად ახლდება ინფორმაცია და დოკუმენტაცია, რომელიც ეხება როგორც საგადასახადო, ისე საბაჟო საკითხებს, მათ შორის საკანონმდებლო აქტებსა და საერთაშორისო ხელშეკრულებებს.ამასთან, Infohub არის ელექტრონული ინფორმაციის მართვის ერთიანი სისტემა, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა ტიპის მონაცემებს. პლატფორმა საშუალებას აძლევს დაინტერესებულ პირებს – მოიძიონ, დაამუშაონ და გააზიარონ მათთვის საინტერესო ინფორმაცია ან დოკუმენტაცია.ინფორმაცია მომხმარებლისთვის უფრო ხელმისაწვდომი გახდება, ინფორმაციის მოპოვების პროცესი კი მნიშვნელოვნად გამარტივდება, აღნიშნეს უწყებაში.მომხმარებელთა ინფორმირების მიზნით მომზადდა და შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე განთავსდა საინფორმაციო ბროშურა და ვიდეო-სახელმძღვანელო.სააგენტომ პროექტის განხორციელება 2021 წელს დაიწყო, რომელშიც აქტიურად მონაწილეობდა საჯარო და კერძო სექტორი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/03/267114301_0:0:2730:2048_1920x0_80_0_0_beb5d01946d4511c4d6b55305a9b8c59.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საზოგადოება, შემოსავლების სამსახური , ახალი ამბები
საქართველო, საზოგადოება, შემოსავლების სამსახური , ახალი ამბები
შემოსავლების სამსახურმა ახალი საინფორმაციო პორტალი აამოქმედა
18:58 23.02.2023 (განახლებულია: 22:50 23.02.2023) ახალი პორტალი შესაძლებლობას აძლევს დაინტერესებულ პირს მოიძიოს, დაამუშაოს და გააზიაროს მისთვის საინტერესო ინფორმაცია/დოკუმენტაცია.
თბილისი, 23 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა ახალი საინფორმაციო პორტალი Infohub.rs.ge აამოქმედა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
Infohub-ზე განთავსებულია და მუდმივად ახლდება ინფორმაცია და დოკუმენტაცია, რომელიც ეხება როგორც საგადასახადო, ისე საბაჟო საკითხებს, მათ შორის საკანონმდებლო აქტებსა და საერთაშორისო ხელშეკრულებებს.
ამასთან, Infohub არის ელექტრონული ინფორმაციის მართვის ერთიანი სისტემა, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა ტიპის მონაცემებს. პლატფორმა საშუალებას აძლევს დაინტერესებულ პირებს – მოიძიონ, დაამუშაონ და გააზიარონ მათთვის საინტერესო ინფორმაცია ან დოკუმენტაცია.
ინფორმაცია მომხმარებლისთვის უფრო ხელმისაწვდომი გახდება, ინფორმაციის მოპოვების პროცესი კი მნიშვნელოვნად გამარტივდება, აღნიშნეს
უწყებაში.
მომხმარებელთა ინფორმირების მიზნით მომზადდა და შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე განთავსდა საინფორმაციო ბროშურა და ვიდეო-სახელმძღვანელო.
სააგენტომ პროექტის განხორციელება 2021 წელს დაიწყო, რომელშიც აქტიურად მონაწილეობდა საჯარო და კერძო სექტორი.