https://sputnik-georgia.com/20230223/rogor-sheicvala-fasebi-produqciaze-ianvris-monacemebi-275159883.html
როგორ შეიცვალა ფასები სამრეწველო პროდუქციაზე - 2023 წლის იანვარი
როგორ შეიცვალა ფასები სამრეწველო პროდუქციაზე - 2023 წლის იანვარი
Sputnik საქართველო
მიმდინარე წლის იანვარში, გასული წლის დეკემბერთან შედარებით, ფასები სამრეწველო პროდუქციაზე 1%-ით გაიზარდა. 23.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-23T09:50+0400
2023-02-23T09:50+0400
2023-02-23T17:06+0400
საქართველო
საქსტატი
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/16/262265650_395:434:2048:1364_1920x0_80_0_0_9cd071a901faea614022b6a33044a7b5.jpg
თბილისი, 23 თებერვალი — Sputnik. სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 2023 წლის იანვარში, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 1,8%-ით გაიზარდა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.ინდექსის ფორმირებაზე ძირითადად გავლენა იქონია ფასების ზრდამ გადამამუშავებელ მრეწველობაში – 3,2%-ით, მათ შორის სურსათზე – 9,8%-ით, ხოლო სამთო-მომპოვებელ მრეწველობაში ფასები 9,8%-ით შემცირდა.უწყების ცნობით, იანვარში, 2022 წლის დეკემბერთან შედარებით, ფასები სამრეწველო პროდუქციაზე 1%-ით გაიზარდა.ადგილობრივი წარმოებაფასები შიდა ბაზრისთვის გათვლილ საქართველოში წარმოებულ პროდუქციაზე იანვარში, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 8,2%-ით გაიზარდა.ყველაზე მეტად ფასები გაიზარდა სამთო-მომპოვებელ მრეწველობაში – 17,1%-ით, გადამამუშავებელ მრეწველობაში – 9,3%-ით, კვების პროდუქტებზე – 11,1%-ით.ექსპორტი და იმპორტიექსპორტზე გატანილი სამრეწველო პროდუქციის ფასების ინდექსი იანვარში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 10,2%-ით შემცირდა.სამთო-მომპოვებელი მრეწველობის პროდუქციაზე ფასები 14,8%-ით შემცირდა. გადამამუშავებელი მრეწველობის ექსპორტირებულ პროდუქციაზე ფასები შემცირდა 8,9%-ით, მათ შორის სასმელზე შემცირდა 9,7%-ით.საქართველოში იმპორტირებულ სამრეწველო პროდუქციაზე ფასები საანგარიშო პერიოდში 7,6%-ით შემცირდა. ამასთან გადამამუშავებელი მრეწველობის იმპორტირებული პროდუქცია 3,2%-ით გაიაფდა.სამომხმარებლო ფასებიწლიური ინფლაციის დონემ 2023 წლის იანვარში 9,4% შეადგინა (მიზნობრივი მაჩვენებელია 3%). ამასთან, სურსათზე ფასები 2022 წლის იანვართან შედარებით 15%-ით, 2022 წლის დეკემბერთან შედარებით კი 1,4%-ით გაიზარდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/16/262265650_563:363:1897:1364_1920x0_80_0_0_3ac3725d7174157d06dc002fdc48167f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქსტატი, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, საქსტატი, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
როგორ შეიცვალა ფასები სამრეწველო პროდუქციაზე - 2023 წლის იანვარი
09:50 23.02.2023 (განახლებულია: 17:06 23.02.2023) მიმდინარე წლის იანვარში, გასული წლის დეკემბერთან შედარებით, ფასები სამრეწველო პროდუქციაზე 1%-ით გაიზარდა.
თბილისი, 23 თებერვალი — Sputnik. სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 2023 წლის იანვარში, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 1,8%-ით გაიზარდა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
ინდექსის ფორმირებაზე ძირითადად გავლენა იქონია ფასების ზრდამ გადამამუშავებელ მრეწველობაში – 3,2%-ით, მათ შორის სურსათზე – 9,8%-ით, ხოლო სამთო-მომპოვებელ მრეწველობაში ფასები 9,8%-ით შემცირდა.
უწყების ცნობით, იანვარში, 2022 წლის დეკემბერთან შედარებით, ფასები სამრეწველო პროდუქციაზე 1%-ით გაიზარდა.
ფასები შიდა ბაზრისთვის გათვლილ საქართველოში წარმოებულ პროდუქციაზე იანვარში, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 8,2%-ით გაიზარდა.
ყველაზე მეტად ფასები გაიზარდა სამთო-მომპოვებელ მრეწველობაში – 17,1%-ით, გადამამუშავებელ მრეწველობაში – 9,3%-ით, კვების პროდუქტებზე – 11,1%-ით.
ექსპორტზე გატანილი სამრეწველო პროდუქციის ფასების ინდექსი იანვარში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 10,2%-ით შემცირდა.
სამთო-მომპოვებელი მრეწველობის პროდუქციაზე ფასები 14,8%-ით შემცირდა. გადამამუშავებელი მრეწველობის ექსპორტირებულ პროდუქციაზე ფასები შემცირდა 8,9%-ით, მათ შორის სასმელზე შემცირდა 9,7%-ით.
საქართველოში იმპორტირებულ სამრეწველო პროდუქციაზე ფასები საანგარიშო პერიოდში 7,6%-ით შემცირდა. ამასთან გადამამუშავებელი მრეწველობის იმპორტირებული პროდუქცია 3,2%-ით გაიაფდა.
წლიური ინფლაციის დონემ 2023 წლის იანვარში 9,4% შეადგინა (მიზნობრივი მაჩვენებელია 3%). ამასთან, სურსათზე ფასები 2022 წლის იანვართან შედარებით 15%-ით, 2022 წლის დეკემბერთან შედარებით კი 1,4%-ით გაიზარდა.