რა ინფორმაციას იძლევა ხელის თითები: ნიჭი, მიდრეკილება და ხასიათი

  - Sputnik საქართველო, 1920, 23.02.2023
გამოწერა
თბილისი, 23 თებერვალი — Sputnik. მშობლებს თავიანთი შვილების სასკოლო წარმატებები მათი ხელების მიხედვით წინასწარ შეუძლიათ დაადგინონ, ვინაიდან ბავშვების უნარი, შეისწავლონ მშობლიური ენა და მათემატიკა, თითების სიგრძესთანაა დაკავშირებული, აცხადებენ ბრიტანელი მკვლევარები.
მათი თქმით, ეს თავისებურება ორგანიზმში ტესტოსტერონისა და ესტროგენის დონით შეიძლება აიხსნას, რომელიც ჯერ კიდევ ბავშვის მუცლად ყოფნის პერიოდში ახდენს გავლენას როგორც ტვინის განვითარებაზე, ისე ხელის თითების სიგრძეზე.
კვლევისას მეცნიერებმა შიდი წლის 75 ბავშვს გაუზომეს თითები, რისთვისაც მათი მარჯვენა ხელისგულის ანაბეჭდი გამოიყენეს. შემდეგ საჩვენებელი და არათითების ზომის მეშვეობით საშუალო კოეფიციენტი გამოიყვანეს.
ბოლოს მკვლევარებმა ექსპერიმენტის მონაწილე ბავშვების თითების სიგრძე სასკოლო ტესტების შედეგებს შეადარეს მათეატიკასა და ინგლისურ ენაში და დაასკვნეს, რომ:
ის ბავშვები, ვისაც არათითი საჩვენებელზე გრძელი ჰქონდა, ანუ მუცლადყოფნის პერიოდში დიდი რაოდენობით ტესტოსტერონის გავლენას განიცდიდნენ, მათემატიკისკენ უფრო იყვნენ მიდრეკილი, ვიდრე ენების შესწავლისკენ;
ის ბავშვები, ვისაც არათითი საჩვენებელზე მოკლე ჰქონდა, ანუ მუცლად ყოფნისას ესტროგენების, ანუ ქალური ჰორმონების გავლენას განიცდიდნენ, ენას უფრო ადვილად სწავლობდნენ, ვიდრე მათემატიკას.
გარდა ამისა, არსებობს ფსიქოლოგთა დაკვირვებებიც, რომლებმაც ადამიანის პიროვნულ თვისებებზე დასკვნები სწორედ მათი თითების სიგრძის მეშვეობით გამოიტანეს.
მაგალითად:
თუ არათითი საჩვენებელზე გრძელია
ასეთი ადამიანები ძალიან მიმზიდველები, ქარიზმატულები და მომხიბლავები არიან. იოლად ამყარებენ კონტატებს და ნაცნობობას, პოულობენ მეგობრებს და იციან, როგორ უნდა მიიპყრონ ხალხის ყურადღება.

ასეთებს უყვართ რისკი და არასდროს ეუფლებათ სასოწარკვეთა, თუ მარცხი განიცადეს. ეს იმიტომ, რომ მათ ყოველთვის მზად აქვთ „სათადარიგო გეგმა“.

მათში საკმაოდ მაღალია ტესტოსტერონის დონე, ამიტომაც ისახავენ მაღალ მიზნებს და აღწევენ კიდეც დიდ შედეგებს.

ზოგს ისინი უხეშებად ეჩვენება. შესაძლოა ასეცაა, მაგრამ ეს ყოველივე მათივე ბუნებითაა განპირობებული — სხვაგვარად უბრალოდ არ შეუძლიათ.
თუ საჩვენებელია არათითზე გრძელი
ასეთი ადამიანები, როგორც წესი, საკმაოდ თავდაჯერებულები ბრძანდებიან. ბუნებამ ლიდერობის უნარი უბოძა მათ. როგორი საზოგადოებრივი სტატუსიც უნდა ჰქონდეთ, ხალხი ყურს უგდებს.

არიან მშვიდები და გაწონასწორებულები, აქვთ ანალიტიკური გონება და ცდილობენ წინასწარ გათვალონ თითოეული ნაბიჯი, გააკონტროლონ ემოციები.

არ ახასიათებთ სპონტანურობა — გადაწყვეტილების მიღებამდე დიდხანს ფიქრობენ და ყველა პლუს-მინუსს წონიან.

სხვათა შორის, არ უყვართ ნაბიჯის პირველი გადადგმა, მაგრამ თუ მაინც გადაწყვიტეს ეს, მაშინ ყველაფერზე პასუხისმგებლობას სრულად იღებენ საკუთარ თავზე.
თუ საჩვენებელი და არათითი ტოლებია:
ეს ძალიან მშვიდობისმოყვარე ადამიანები არიან, იმდენად, თითქოს გარშემო ნეტარებასა და სიმშვიდეს აფრქვევენ.

არიან ძალიან მზრუნველები, ფაქიზები და მგრძნობიარეები. როგორც წესი, ერიდებიან კონფლიქტურ სიტუაციებსა თუ რისკებს.

გაურკვევლობა თავგზას უბნევს მათ და ასეთ შემთხვევაში დიდ დისკომფორტს განიცდიან.

არიან ძალიან კარგი მეგობრები. ნებისმიერ ურთიერთობაში ლოიალურები და ერთგულები ბრძანდებიან. შეგიძლიათ ენდოთ და მათი იმედი გქონდეთ როგორც საქმიან, ისე პირად საკითხებში.

ასეთი ადამიანები ცდილობენ ყველაფერში კარგი დაინახონ.
ყველა ახალი ამბავი
0