https://sputnik-georgia.com/20230223/premierma-iunkerebis-xsovnas-pativi-miago-275183516.html
პრემიერმა იუნკერების ხსოვნას პატივი მიაგო
პრემიერმა იუნკერების ხსოვნას პატივი მიაგო
Sputnik საქართველო
საქართველოში ყოველწლიურად 23 თებერვალს იუნკერების ხსოვნის დღე აღინიშნება. 23.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-23T18:40+0400
2023-02-23T18:40+0400
2023-02-27T12:31+0400
საქართველო
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ირაკლი ღარიბაშვილი
ისტორიული გმირები
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/1c/259953527_0:144:2000:1269_1920x0_80_0_0_4f921818c886108b45a84daf3aeb3c84.jpg
თბილისი, 23 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პატივი მიაგო 1921 წელს მე-11 წითელ არმიასთან ბრძოლაში დაღუპული იუნკერების ხსოვნას.როგორც საქართველოს მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მათ მიერ დაწყებული ბრძოლა არ დასრულებულა.საქართველოს მთავრობის მეთაურმა ქვეყანას მშვიდობა, ერთიანობა და განვითარება უსურვა.საქართველოში იუნკერების ხსოვნის დღე ყოველწლიურად 23 თებერვალს აღინიშნება. 1921 წლის 25 თებერვალს თბილისში წითელი არმიის ნაწილები შემოვიდნენ, რასაც წინ ქალაქის მისადგომებთან სისხლისმღვრელი ბრძოლები უძღოდა. განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა ბრძოლა დაბა ტაბახმელასთან, სადაც მომხდურს წინააღმდეგობას ქართველი იუნკერები უწევდნენ. იუნკერები უთანასწორო ბრძოლაში გმირულად დაიღუპნენ. თბილისში წითელი არმიის შემოჭრის შემდეგ საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა გაიქცა, დედაქალაქში კი სახალხო კომისართა საბჭო ჩამოყალიბდა. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლება საბოლოოდ 1921 წლის მარტის მეორე ნახევარში დამყარდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/1c/259953527_268:118:1888:1333_1920x0_80_0_0_6edb23f8654fa69c929213ea2f00873e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი , ისტორიული გმირები , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი , ისტორიული გმირები , საზოგადოება, ახალი ამბები
პრემიერმა იუნკერების ხსოვნას პატივი მიაგო
18:40 23.02.2023 (განახლებულია: 12:31 27.02.2023) საქართველოში ყოველწლიურად 23 თებერვალს იუნკერების ხსოვნის დღე აღინიშნება.
თბილისი, 23 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პატივი მიაგო 1921 წელს მე-11 წითელ არმიასთან ბრძოლაში დაღუპული იუნკერების ხსოვნას.
როგორც საქართველოს მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მათ მიერ დაწყებული ბრძოლა არ დასრულებულა.
„დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ საქართველოს თავისუფლებისთვის თავდადებულ გმირთა, იუნკერთა ნათელ ხსოვნას. მათ ყველაზე ძვირფასი – საკუთარი სიცოცხლე შესწირეს სამშობლოს და უკვდავი მაგალითი დაუტოვეს ყველა მომავალ თაობას“, – დაწერა სოციალურ ქსელში ღარიბაშვილმა.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა ქვეყანას მშვიდობა, ერთიანობა და განვითარება უსურვა.
საქართველოში იუნკერების ხსოვნის დღე ყოველწლიურად 23 თებერვალს აღინიშნება.
1921 წლის 25 თებერვალს თბილისში წითელი არმიის ნაწილები შემოვიდნენ, რასაც წინ ქალაქის მისადგომებთან სისხლისმღვრელი ბრძოლები უძღოდა. განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა ბრძოლა დაბა ტაბახმელასთან, სადაც მომხდურს წინააღმდეგობას ქართველი იუნკერები უწევდნენ. იუნკერები უთანასწორო ბრძოლაში გმირულად დაიღუპნენ. თბილისში წითელი არმიის შემოჭრის შემდეგ საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა გაიქცა, დედაქალაქში კი სახალხო კომისართა საბჭო ჩამოყალიბდა. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლება საბოლოოდ 1921 წლის მარტის მეორე ნახევარში დამყარდა.