https://sputnik-georgia.com/20230223/polonetshi-saqartvelos-moqalaqe-daakaves-275182106.html
თავს პოლიციელებად ასაღებდნენ: პოლონეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს
თავს პოლიციელებად ასაღებდნენ: პოლონეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს
Sputnik საქართველო
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, არ არის გამორიცხული, დამნაშავეთა წრე გაფართოვდეს. 23.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-23T16:58+0400
2023-02-23T16:58+0400
2023-02-23T21:41+0400
საქართველო
პოლონეთი
შემთხვევები
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/03/251637808_0:78:2640:1563_1920x0_80_0_0_3ee049f8b81c135464aa0007795565d5.jpg
თბილისი, 23 თებერვალი – Sputnik. პოლონურმა პოლიციამ ქალაქ პოზნანში ოთხი ადამიანი, მათ შორის, საქართველოს 44 წლის მოქალაქე დააკავა ორგანიზებული დანაშაულის ბრალდებით, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“ პოლონურ მასმედიაზე დაყრდნობით.გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებულები თავს პოლიციელებად ასაღებდნენ და ასაკოვან ადამიანებს თანხებს სძალავდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, დანაშაულებრივი დაჯგუფება მთელი ქვეყნის მასშტაბით მოქმედებდა.პოლიციის ცნობით, 24 წლის პოლონელმა და 44 წლის ქართველმა ერთ-ერთ ხანდაზმულს 220 ათასი პოლონური ზლოტი გამოსძალეს.ოთხივე დაკავებულს ბრალი „თაღლითობის“ მუხლით წარედგინა, მათ რვა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
საქართველო
პოლონეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/03/251637808_0:34:2641:2014_1920x0_80_0_0_79c0a7533d44d58fcba492ca7cdc9721.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლონეთი , შემთხვევები, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, პოლონეთი , შემთხვევები, საზოგადოება, ახალი ამბები
თავს პოლიციელებად ასაღებდნენ: პოლონეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს
16:58 23.02.2023 (განახლებულია: 21:41 23.02.2023) ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, არ არის გამორიცხული, დამნაშავეთა წრე გაფართოვდეს.
თბილისი, 23 თებერვალი – Sputnik. პოლონურმა პოლიციამ ქალაქ პოზნანში ოთხი ადამიანი, მათ შორის, საქართველოს 44 წლის მოქალაქე დააკავა ორგანიზებული დანაშაულის ბრალდებით, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“ პოლონურ მასმედიაზე დაყრდნობით.
გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებულები თავს პოლიციელებად ასაღებდნენ და ასაკოვან ადამიანებს თანხებს სძალავდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, დანაშაულებრივი დაჯგუფება მთელი ქვეყნის მასშტაბით მოქმედებდა.
პოლიციის ცნობით, 24 წლის პოლონელმა და 44 წლის ქართველმა ერთ-ერთ ხანდაზმულს 220 ათასი პოლონური ზლოტი გამოსძალეს.
ოთხივე დაკავებულს ბრალი „თაღლითობის“ მუხლით წარედგინა, მათ რვა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.