მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ნედ პრაისი: რუსეთის მიერ NEW Start-ის შეჩერება უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებაა

  - Sputnik საქართველო, 1920, 23.02.2023
გამოწერა
თბილისი, 23 თებერვალი — Sputnik. მოსკოვის გადაწყვეტილება, შეაჩეროს სტრატეგიული შეტევითი იარაღის შემცირების შესახებ ხელშეკრულებაში (СНВ/NEW Start) მონაწილეობა, სამწუხარო და უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებაა, განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ნედ პრაისმა.
მისი თქმით, NEW Start „სასიცოცხლო მნიშვნელობის ინსტრუმენტია“ ბირთვულ სახელმწიფოებს შორის ურთიერთქმედებისთვის და ბირთვული იარაღის გლობალური გაუვრცელებლობის საფუძველს წარმოადგენს.
როგორც ნედ პრაისმა აღნიშნა, შეერთებულ შტატებსა და რუსეთს, როგორც ბირთვულ სახელმწიფოებს, საკუთარი და მსოფლიო ხალხების წინაშე პასუხისმგებლობა ეკისრებათ ხელშეკრულების შენარჩუნებაზე, რომელიც დღემდე შეიარაღების კონტროლზე მოლაპარაკებებსა და სტრატეგიულ სტაბილურობას უწყობდა ხელს.

„ჩვენ ძალიან ყურადღებით დავაკვირდებით, რას გააკეთებს რეალურად რუსეთი NEW Start-ში მონაწილეობის შეჩერების შესახებ განცხადების შემდეგ. აშშ მიიღებს აუცილებელ ზომებს, თუ რუსეთი რაიმე ისეთ ნაბიჯს გადადგამს, რომელიც ჩვენს პოზიციებში გარკვეულ ცვლილებას მოითხოვს“, — აღნიშნა პრაისმა.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 21 თებერვალს ფედერალური კრების წინაშე გამოსვლისას განაცხადა, რომ მოსკოვი აჩერებს აშშ-თან 2010 წელს გაფორმებულ NEW Start-ში მონაწილეობას. 22 თებერვალს სახელმწიფო დუმამ და ფედერაციის საბჭომ ერთხმად დაუჭირეს მხარი ამ გადაწყვეტილებას.
ყველა ახალი ამბავი
0