https://sputnik-georgia.com/20230223/janmos-angarisi-dedata-sikvdilianoba-msofliosi-275165120.html
ჯანმოს საგანგაშო პროგნოზი: მსოფლიოში ყოველ ორ წუთში ერთი ორსული ქალი იღუპება
ჯანმოს საგანგაშო პროგნოზი: მსოფლიოში ყოველ ორ წუთში ერთი ორსული ქალი იღუპება
თბილისი, 23 თებერვალი — Sputnik. ბოლო წლებში ქალთა ჯანმრთელობის დაცვის სფეროში საგანგაშო გაუარესება შეინიშნება – მსოფლიოში ყოველ ორ წუთში ერთი ქალი იღუპება... 23.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-23T09:37+0400
2023-02-23T09:37+0400
2023-02-23T17:01+0400
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში
საერთაშორისო პანორამა
ჯანმო
ახალი ამბები
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/1a/251283245_807:172:3028:1421_1920x0_80_0_0_e48194a173262e30ea1b1f34afec49c8.jpg
თბილისი, 23 თებერვალი — Sputnik. ბოლო წლებში ქალთა ჯანმრთელობის დაცვის სფეროში საგანგაშო გაუარესება შეინიშნება – მსოფლიოში ყოველ ორ წუთში ერთი ქალი იღუპება ორსულობის ან მშობიარობის დროს, ნათქვამია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ მოხსენებაში.მოხსენების თანახმად, 2020 წელს მსოფლიოში დედათა სიკვდილიანობის დაახლოებით 287.000 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც ოდნავ ჩამორჩება 2016 წლის მაჩვენებელს, როდესაც მსოფლიოში დედათა სიკვდილიანობის დაახლოებით 309 ათასი შემთხვევა დარეგისტრირდა.როგორც ჯანმოს სტატისტიკა აჩვენებს, 2016-2020 წლებში ევროპასა და ამერიკაში დედათა სიკვდილიანობის კოეფიციენტი, შესაბამისად, 17% და 15%-ით გაიზარდა.ამასთან, მოხსენების ავტორები აღნიშნავენ, რომ მაჩვენებლების გაუმჯობესება შესრულებადი ამოცანაა, რისი დასტურიცაა ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის მონაცემები. ამ ქვეყნებში 2016-2020 წლებში დედათა სიკვდილიანობა მნიშვნელოვნად შემცირდა, შესაბამისად, 35% და 16%-ით. დედათა სიკვდილიანობის კლება ასევე დაფიქსირდა მსოფლიოს 31 ქვეყანაში.ჯანმოს ანგარიშიდან ირკვევა, რომ დედათა სიკვდილიანობის ძირითადი მიზეზებია: მძიმე სისხლდენა, მაღალი არტერიული წნევა, ორსულობასთან დაკავშირებული ინფექციები, აბორტის შედეგად გართულებები, ასევე ფონური დაავადებები (მაგ. აივ/შიდსი, მალარია), რომლებიც შეიძლება გამწვავდეს ორსულობის დროს.დოკუმენტის ავტორები აცხადებენ, რომ თუ მსოფლიო საზოგადოება მნიშვნელოვნად არ დააჩქარებს პროგრესს დედათა სიკვდილიანობასთან ბრძოლაში, 2030 წლისთვის საფრთხის ქვეშ 1 მილიონზე მეტი ქალის სიცოცხლე დადგება.წყარო: WHO
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/1a/251283245_1365:146:3063:1420_1920x0_80_0_0_8d3b79bacb9873d4c1bd5e0e8635293d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
მსოფლიოში, საერთაშორისო პანორამა, ჯანმო , ახალი ამბები
მსოფლიოში, საერთაშორისო პანორამა, ჯანმო , ახალი ამბები
თბილისი, 23 თებერვალი — Sputnik. ბოლო წლებში ქალთა ჯანმრთელობის დაცვის სფეროში საგანგაშო გაუარესება შეინიშნება – მსოფლიოში ყოველ ორ წუთში ერთი ქალი იღუპება ორსულობის ან მშობიარობის დროს, ნათქვამია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ მოხსენებაში.
„თითოეული ქალისთვის ორსულობა დიდი იმედებისა და პოზიტიური შეგრძნებების დრო უნდა იყოს, მაგრამ მსოფლიოს მილიონობით ქალისთვის, რომლებსაც არ აქვთ შესაძლებლობა, მათი ღირსების პატივისცემის გარემოში მიიღონ ხარისხიანი სამედიცინო დახმარება, ორსულობა, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ რჩება უკიდურესად რთულ და სახიფათო გამოცდად“, — განაცხადა ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეიესუსმა.
მოხსენების თანახმად, 2020 წელს მსოფლიოში დედათა სიკვდილიანობის დაახლოებით 287.000 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც ოდნავ ჩამორჩება 2016 წლის მაჩვენებელს, როდესაც მსოფლიოში დედათა სიკვდილიანობის დაახლოებით 309 ათასი შემთხვევა დარეგისტრირდა.
როგორც ჯანმოს სტატისტიკა აჩვენებს, 2016-2020 წლებში ევროპასა და ამერიკაში დედათა სიკვდილიანობის კოეფიციენტი, შესაბამისად, 17% და 15%-ით გაიზარდა.
ამასთან, მოხსენების ავტორები აღნიშნავენ, რომ მაჩვენებლების გაუმჯობესება შესრულებადი ამოცანაა, რისი დასტურიცაა ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის მონაცემები. ამ ქვეყნებში 2016-2020 წლებში დედათა სიკვდილიანობა მნიშვნელოვნად შემცირდა, შესაბამისად, 35% და 16%-ით. დედათა სიკვდილიანობის კლება ასევე დაფიქსირდა მსოფლიოს 31 ქვეყანაში.
ჯანმოს ანგარიშიდან ირკვევა, რომ დედათა სიკვდილიანობის ძირითადი მიზეზებია: მძიმე სისხლდენა, მაღალი არტერიული წნევა, ორსულობასთან დაკავშირებული ინფექციები, აბორტის შედეგად გართულებები, ასევე ფონური დაავადებები (მაგ. აივ/შიდსი, მალარია), რომლებიც შეიძლება გამწვავდეს ორსულობის დროს.
„ყველა მათგანი დიდწილად ექვემდებარება პრევენციას და მკურნალობას, იმ პირობით, რომ ხარისხიანი სამედიცინო დახმარება იქნება უზრუნველყოფილი ქალის პატივისცემის გარემოში“, — ნათქვამია მოხსენებაში.
დოკუმენტის ავტორები აცხადებენ, რომ თუ მსოფლიო საზოგადოება მნიშვნელოვნად არ დააჩქარებს პროგრესს დედათა სიკვდილიანობასთან ბრძოლაში, 2030 წლისთვის საფრთხის ქვეშ 1 მილიონზე მეტი ქალის სიცოცხლე დადგება.