https://sputnik-georgia.com/20230223/haagis-sasamartlo-lacinis-derefani-275165729.html
ჰააგის სასამართლომ ბაქოს ლაჩინის დერეფნის გახსნა დაავალა
ჰააგის სასამართლომ ბაქოს ლაჩინის დერეფნის გახსნა დაავალა
Sputnik საქართველო
თბილისი, 23 თებერვალი — Sputnik. ჰააგის საერთაშორისო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც აზერბაიჯანს ავალდებულებს – უზრუნველყოს ორმხრივი უწყვეტი მოძრაობა... 23.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-23T11:19+0400
2023-02-23T11:19+0400
2023-07-20T15:50+0400
მსოფლიო დღეს
ვითარება ყარაბაღში
სომხეთი
აზერბაიჯანი
კავკასია
ახალი ამბები
პოლიტიკა
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/0c/250327263_0:161:3069:1887_1920x0_80_0_0_08bf2748aa7bbc72585a3609a9d5d8c0.jpg
თბილისი, 23 თებერვალი — Sputnik. ჰააგის საერთაშორისო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც აზერბაიჯანს ავალდებულებს – უზრუნველყოს ორმხრივი უწყვეტი მოძრაობა ლაჩინის დერეფნის გავლით.ლაჩინის დერეფანი არის ერთადერთი გზა, რომელიც მთიან ყარაბაღს (სომხური სახელწოდება - არცახი) სომხეთთან აკავშირებს. ის დეკემბრის შუა რიცხვებიდანაა დაბლოკილი, რამაც თვითგამოცხადებულ მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკაში ჰუმანიტარული სიტუაციის მნიშვნელოვანი გაუარესება გამოიწვია.ჰააგის სასამართლომ აღნიშნული გააწყვეტილება სომხეთისა და აზერბაიჯანის მიერ ერთმანეთის საწინააღმდეგო სარჩელების პასუხად მიიღო.სასამართლოს დადგენილებით, აზერბაიჯანის სარჩელი სომხეთის წინააღმდეგ განხილული არ იქნება, ხოლო სომხეთის მოთხოვნა დაკმაყოფილდება იმ ნაწილში, რომელიც ლაჩინის დერეფნის განბლოკვას ეხება.ამასთან ერთად სასამართლომ არ დააკმაყოფილა სომხეთის მოთხოვნა რეგიონისთვის ბუნებრივი აირის მიწოდების აღდგენის შესახებ. მოსამართლეების თქმით, სომხურმა მხარემ არ წარმოადგინა საკმარისი მტკიცებულება იმისა, რომ გაზის მიწოდებას აზერბაიჯანი აფერხებს.ლაჩინის დერეფანი მთიანი ყარაბაღის სომხეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი გზაა. 2020 წელს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ომის დასრულების შემდეგ გაფორმებული ხელშეკრულების პირობების თანახმად, ლაჩინის რეგიონი ბაქოს კონტროლის ქვეშ მოექცა, დერეფანი კი რუსი სამშვიდობოების მეთვალყურეობის ქვეშ გადავიდა.დეკემბრის შუა რიცხვებში გზა აზერბაიჯანელმა აქტივისტებმა გადაკეტეს. აზერბაიჯანული მხარის განცხადებით, ესენი არიან ეკოლოგები, რომლებიც სომხეთის ხელისუფლების მიერ მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე ბუნებრივი რესურსების უკანონო მოპოვებას ეწინააღმდეგებიან.ერევანი აცხადებს, რომ ლაჩინის დერეფნის გადაკეტვის შემდეგ მთიან ყარაბაღს ვეღარ მიეწოდება საკვები და სასიცოცხლო მნიშვნელობის საქონელი, და რეგიონს ჰუმანიტარული კრიზისი ემუქრება. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა რუსი სამშვიდობოები უმოქმედობაში დაადანაშაულა.აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ერევანი მიზანმიმართულად ატყუებს საერთაშორისო პარტნიორებს, რათა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე უკანონო ქმედებები განაგრძოს.წყარო: INTERNATIONAL COURT OF JUSTICE
სომხეთი
აზერბაიჯანი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/0c/250327263_168:0:2899:2048_1920x0_80_0_0_3bce22d7b30c58277b80833179fb5064.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ვითარება ყარაბაღში , სომხეთი, აზერბაიჯანი, კავკასია, ახალი ამბები, პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
ვითარება ყარაბაღში , სომხეთი, აზერბაიჯანი, კავკასია, ახალი ამბები, პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 23 თებერვალი — Sputnik. ჰააგის საერთაშორისო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც აზერბაიჯანს ავალდებულებს – უზრუნველყოს ორმხრივი უწყვეტი მოძრაობა ლაჩინის დერეფნის გავლით.
ლაჩინის დერეფანი არის ერთადერთი გზა, რომელიც მთიან ყარაბაღს (სომხური სახელწოდება - არცახი) სომხეთთან აკავშირებს. ის დეკემბრის შუა რიცხვებიდანაა დაბლოკილი, რამაც თვითგამოცხადებულ მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკაში ჰუმანიტარული სიტუაციის მნიშვნელოვანი გაუარესება გამოიწვია.
ჰააგის სასამართლომ აღნიშნული გააწყვეტილება სომხეთისა და აზერბაიჯანის მიერ ერთმანეთის საწინააღმდეგო სარჩელების პასუხად მიიღო.
სასამართლოს დადგენილებით, აზერბაიჯანის სარჩელი სომხეთის წინააღმდეგ განხილული არ იქნება, ხოლო სომხეთის მოთხოვნა დაკმაყოფილდება იმ ნაწილში, რომელიც ლაჩინის დერეფნის განბლოკვას ეხება.
ამასთან ერთად სასამართლომ არ დააკმაყოფილა სომხეთის მოთხოვნა რეგიონისთვის ბუნებრივი აირის მიწოდების აღდგენის შესახებ. მოსამართლეების თქმით, სომხურმა მხარემ არ წარმოადგინა საკმარისი მტკიცებულება იმისა, რომ გაზის მიწოდებას აზერბაიჯანი აფერხებს.
ლაჩინის დერეფანი მთიანი ყარაბაღის სომხეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი გზაა. 2020 წელს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ომის დასრულების შემდეგ გაფორმებული ხელშეკრულების პირობების თანახმად, ლაჩინის რეგიონი ბაქოს კონტროლის ქვეშ მოექცა, დერეფანი კი რუსი სამშვიდობოების მეთვალყურეობის ქვეშ გადავიდა.
დეკემბრის შუა რიცხვებში გზა აზერბაიჯანელმა აქტივისტებმა გადაკეტეს. აზერბაიჯანული მხარის განცხადებით, ესენი არიან ეკოლოგები, რომლებიც სომხეთის ხელისუფლების მიერ მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე ბუნებრივი რესურსების უკანონო მოპოვებას ეწინააღმდეგებიან.
ერევანი აცხადებს, რომ ლაჩინის დერეფნის გადაკეტვის შემდეგ მთიან ყარაბაღს ვეღარ მიეწოდება საკვები და სასიცოცხლო მნიშვნელობის საქონელი, და რეგიონს ჰუმანიტარული კრიზისი ემუქრება. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა რუსი სამშვიდობოები უმოქმედობაში დაადანაშაულა.
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ერევანი მიზანმიმართულად ატყუებს საერთაშორისო პარტნიორებს, რათა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე უკანონო ქმედებები განაგრძოს.