თბილისში ავტოავარია მსხვერპლით დასრულდა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliავტოავარია. საპატრულო პოლიცია
ავტოავარია. საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 23.02.2023
გამოწერა
მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
თბილისი, 23 თებერვალი — Sputnik. ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა თბილისში მომხდარი ავარიის შედეგად.
ავტოსაგზაო შემთხვევა მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ცოტა ხნის წინ მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გადაცვლილია 65 წლამდე მამაკაცი.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებოდნენ.
მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.
ყველა ახალი ამბავი
0