https://sputnik-georgia.com/20230223/------275185711.html
საქართველო სერბეთთან პირდაპირი ფრენების დაწყებას გეგმავს
საქართველო სერბეთთან პირდაპირი ფრენების დაწყებას გეგმავს
Sputnik საქართველო
2022 წელს სერბეთიდან საქართველოში მგზავრთნაკადი 13%-ით გაიზარდა. 23.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-23T19:35+0400
2023-02-23T19:35+0400
2023-02-23T22:59+0400
საქართველო
ავიამიმოსვლა საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/02/266358135_0:0:3167:1782_1920x0_80_0_0_dabdce1fe472af5561ea8aa6dac15f94.jpg
თბილისი, 23 თებერვალი — Sputnik. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე სერბეთის ეროვნული ავიაკომპანია AIR SERBIA-ს წარმომადგენლებთან პირდაპირი ფრენების დაწყების თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს, ნათქვამია აეროპორტების გაერთიანების პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.ქარქაშაძემ AIR SERBIA-ს წარმომადგენლებთან შეხვედრა მაროკოში, საავიაციო ფორუმ CONNECT 2023-ის ფარგლებში გამართა.2019 წელთან შედარებით, 2022 წელს სერბეთიდან საქართველოში მგზავრთნაკადი 13%-ით გაიზარდა, 2021 წელთან შედარებით კი 107%-ით გაიზარდა, აღნიშნა მან.რაც შეეხება ტურისტების რაოდენობას, ეს პროცესი, 2019 წელთან შედარებით, 2022 წელს 82%-ით აღდგა, 2021 წელთან შედარებით კი 87%-ით გაიზარდა.საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა ასევე შეხვედრები გამართა PEGASUS AIRLINES-ის, TURKISH AIRLINES-ის, SAUDIA-ს და სხვა სტრატეგიული პარტნიორების წარმომადგენლებთან.საერთაშორისო საავიაციო ფორუმი CONNECT საფრანგეთის აეროპორტის სააგენტომ 2004 წელს დააარსა, რომლის მიზანია სამოქალაქო ავიაციის განვითარება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/02/266358135_224:0:2955:2048_1920x0_80_0_0_1fc1f9346b01f75e4db34b120c0d06c0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ავიამიმოსვლა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, ავიამიმოსვლა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო სერბეთთან პირდაპირი ფრენების დაწყებას გეგმავს
19:35 23.02.2023 (განახლებულია: 22:59 23.02.2023) 2022 წელს სერბეთიდან საქართველოში მგზავრთნაკადი 13%-ით გაიზარდა.
თბილისი, 23 თებერვალი — Sputnik. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე სერბეთის ეროვნული ავიაკომპანია AIR SERBIA-ს წარმომადგენლებთან პირდაპირი ფრენების დაწყების თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს, ნათქვამია აეროპორტების გაერთიანების პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ქარქაშაძემ AIR SERBIA-ს წარმომადგენლებთან შეხვედრა მაროკოში, საავიაციო ფორუმ CONNECT 2023-ის ფარგლებში გამართა.
„სერბეთი ჩვენი ერთ-ერთ საინტერესო მიმართულებაა. ვხედავთ, რომ სერბი ტურისტების რაოდენობა საქართველოში ეტაპობრივად იზრდება... ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს დედაქალაქებს შორის იყოს პირდაპირი საჰაერო კავშირი ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების განვითარებისთვის, ასევე მეტი ტურისტული ნაკადებისთვის", – განაცხადა ქარქაშაძემ.
2019 წელთან შედარებით, 2022 წელს სერბეთიდან საქართველოში მგზავრთნაკადი 13%-ით გაიზარდა, 2021 წელთან შედარებით კი 107%-ით გაიზარდა, აღნიშნა მან.
რაც შეეხება ტურისტების რაოდენობას, ეს პროცესი, 2019 წელთან შედარებით, 2022 წელს 82%-ით აღდგა, 2021 წელთან შედარებით კი 87%-ით გაიზარდა.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა ასევე შეხვედრები გამართა PEGASUS AIRLINES-ის, TURKISH AIRLINES-ის, SAUDIA-ს და სხვა სტრატეგიული პარტნიორების წარმომადგენლებთან.
საერთაშორისო საავიაციო ფორუმი CONNECT საფრანგეთის აეროპორტის სააგენტომ 2004 წელს დააარსა, რომლის მიზანია სამოქალაქო ავიაციის განვითარება.