თბილისის მოსახლეობის ნაწილს წყლის მიწოდება შეუწყდება

© photo: Sputnik / Stringerონკანი
ონკანი - Sputnik საქართველო, 1920, 22.02.2023
გამოწერა
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას კომპანია აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის.
თბილისი, 22 თებერვალი — Sputnik. თბილისის რამდენიმე რაიონის მოსახლეობას 22 თებერვლის 19:00 საათიდან 23 თებერვლის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება, ნათქვამია კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ (GWP) მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კომპანიის ინფორმაციით, საბურთალოს რაიონში, როსტევანის ქუჩა N24-ის მიმდებარედ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წყალსადენის მაგისტრალური ქსელი ავარიულად დაზიანდა.
ტექნიკური ჯგუფი ადგილზე მობილიზებულია და ქსელის დაზიანებული მონაკვეთის აღსადგენად მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც თბილისის მოსახლეობის ნაწილს წყლის მიწოდება შეეზღუდება.
კერძოდ, დაგეგმილ სამუშაოებთან დაკავშირებით წყალმომარაგება შეეზღუდება:
ვაკე-საბურთალოს რაიონში: ვაჟა-ფშაველას I და II კვარტალს, ვაჟა-ფშაველას III კვარტლის N1-19, N2-18, ვაჟა-ფშაველას გამზირის, ნუცუბიძის ქუჩის, ყაზბეგის გამზირის მოსახლეობის ნაწილს. ასევე ჩახავას, მაღალაშვილის, გეგეჭკორის, ბარათაშვილის, სხირტლაძის, ოთარ ლორთქიფანიძის, ქუთათელაძის, ჩხეიძის, თავაძის, მიქელაძის, ირაკლი გამრეკელის, გურიელის, ნადარეიშვილის, დელისის I, II, III ქუჩებს, აფხაიძის, მეგრელიძის, გაზაფხულის, თავხელიძის, ქავთარაძის, სერგო ზაქარიაძის, ბუაჩიძის, მირზა გელოვანის, ზალდასტანიშვილების, ვახტანგ ჩიქოვანის, ბუდაპეშტის ქუჩების მოსახლეობას.
სოფელ დიღომში: ვაჟა-ფშაველას, ყაზბეგის, უგრელიძის, სვეტიცხოვლის, მაღალაძეების, ჩოხელის, ყურაშვილის, შარაშიძის, სარიშვილის, სოლოღაშვილის, ანდრონიკაშვილის, შერმადინის, ხატაეთის, ზუტნერის, ბარონ დე ბაის, გიორგი ბრწყინვალის, აღმაშენებლის, ხანცთელის, ჭიაურელის, რუსთაველის, ჯავახიშვილის, ფიროსმანის, დიდგორის, ათონელის, ჩოლოყაშვილის, ბარათაშვილის, წერეთელის, გურამიშვილის, გოგებაშვილის, წმინდა ელენე და კონსტანტინეს, კავთას, თეოდორე ტირონის, ბერი გობრონის ქუჩებს.
გლდანის რაიონში: წეროვანის ლტოლვილთა დასახლებას, სოფელ ნატახტარს, ქალაქ მცხეთას, სოფელ წიწამურს, ზაჰესში: წინამძღვრიშვილის, ჭიჭინაძის, თავისუფლების, კეცხოველის, მაყაშვილის, ცქიტიშვილის, ყაზბეგის, ავჭალის, ზინკარის ქუჩებს.
კომპანია GWP ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის და აცხადებს, რომ წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.
ყველა ახალი ამბავი
0