თბილისელები ავტოავარიებით გამოწვეულ „საცობებზე" ინფორმაციას სოციალური ქსელით მიიღებენ

© Sputnik / Alexander Imedashvili„საცობი" თბილისში
„საცობი თბილისში - Sputnik საქართველო, 1920, 22.02.2023
გამოწერა
სამომავლოდ შესაძლოა შეიქმნას აპლიკაციაც, რომელიც „საცობების“ შესახებ ინფორმაციას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს გახდის, თქვა დედაქალაქის მერმა.
თბილისი, 22 თებერვალი — Sputnik. დედაქალაქში ავტოსაგზაო შემთხვევებისგან გამოწვეული „საცობების“ შესახებ ინფორმაციის მიღებას მოქალაქეები სოციალურ ქსელში, თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს გვერდზე შეძლებენ, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.

„მძღოლებს და საზოგადოებას არ აქვს ინფორმაცია მოძრაობის შეფერხებისა და „საცობის“ მიზეზზე. ამისთვის კარგი იქნება საზოგადოებას ვაცნობოთ, თუ რა ხდება ქალაქში, სადაა გადაადგილების პრობლემა, საგზაო შემთხვევა“, – განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებისთვის თბილისის მერია 24-საათიან მონიტორინგს ახორციელებს.
„სამწუხაროდ, გვაქვს ძალიან ბევრი ავტოსაგზაო შემთხვევა, რომელიც შეფერხებებს იწვევს, რომელსაც ჯაჭვური რეაქცია მოჰყვება. რამდენიმე დღის წინ პეკინის გამზირზე იყო ავტოსაგზაო შემთხვევა, რომელმაც ძალიან დიდი პრობლემა გამოიწვია“, – თქვა კალაძემ.
თბილისის მერმა ასევე აღნიშნა, რომ სამომავლოდ შესაძლოა შეიქმნას შესაბამისი აპლიკაცია, რომელიც „საცობების“ შესახებ ინფორმაციას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს გახდის.
ყველა ახალი ამბავი
0