https://sputnik-georgia.com/20230222/saeklesio-kalendari-22-tebervali-275075744.html
საეკლესიო კალენდარი: 22 თებერვალი
საეკლესიო კალენდარი: 22 თებერვალი
Sputnik საქართველო
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 22 თებერვალს წმიდა მოწამე ნიკიფორეს, წმიდა მღვდელმოწამე ეპისკოპოთა: მარკელ სიცილიელს, ფილაგრე კვიპრელს და პანკრატი... 22.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-22T09:00+0400
2023-02-22T09:00+0400
2023-02-22T09:00+0400
საეკლესიო კალენდარი
რელიგია
საზოგადოება
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/0f/250889496_0:160:3073:1888_1920x0_80_0_0_d03fbefbb2db5f80ddb02cae8a90bf36.jpg
Sputnik- საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს წმინდანები და რატომ არიან მოხსენიებულები საეკლესიო კალენდარში.მამა გაბრიელისაეკლესიო კალენდრის მიხედვით 22 თებერვალს აღინიშნება ნაწილთა აღმოყვანება ღირსისა გაბრიელ სალოსისა და აღმსარებელისა.2012 წლის 20 დეკემბერს, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის განჩინებით, არქიმანდრიტი გაბრიელი (ურგებაძე) წმიდანად შეირაცხა, ღირსი მამა გაბრიელი აღმსარებელისა სალოსის სახელით.მამა გაბრიელის საფლავი 2014 წლის 22 თებერვალს გაიხსნა. წმინდა ნაწილები სამთავროს წმიდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის ფერისცვალების ტაძარში გადაასვენეს, სადაც მღვდელმთავრებმა და სხვა სასულიერო პირებმა პარაკლისი გადაიხადეს.2014 წლის 24 თებერვალს, ღირსი მამაგაბრიელის წმიდა ნაწილები სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძრიდან თბილისში, ყოვლადწმიდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში გადააბრძანეს, სადაც მრევლს საშუალება ჰქონდა მოელოცა წმინდა ნაწილები.2015 წლის 29 ნოემბერს, სამთავროს წმიდა ნინოს დედათა მონასტრის ფერისცვალების სახელობის ტაძარში, ღირსი მამა გაბრიელის წმიდა ნაწილები ჩაბრძანებულ იქნა ტაძრის ჩრდილოეთ კედელთან სპეციალურად მოწყობილ ქვის ლუსკუმაში.მოწამე ნიკიფორესაეკლესიო კალენდრის მიხედვით 22 თებერვალი წმიდა მოწამე ნიკიფორეს ხსენების დღეა.წმიდა მოწამე ნიკიფორე სირიის ანტიოქიაში ცხოვრობდა. ამავე ქალაქში მკვიდრობდა ხუცესი საპრიკიუსი. ნიკიფორეს და საპრიკიუსს ერთმანეთთან ისეთი გულწრფელი მეგობრობა აკავშირებდათ, რომ ბევრს ისინი ღვიძლ ძმებადაც კი მიაჩნდა. ერთხელ, ეშმაკის მანქანებით, განუყრელი მეგობრები წაჩხუბდნენ და უწინდელი მხურვალე სიყვარული საშინელი სიძულვილით შეეცვალათ. ნიკიფორე მალე მოვიდა გონს, სინანულში ჩავარდა და მეგობრების მეშვეობით შენდობა სთხოვა საპრიკიუსს, მაგრამ მას არ სურდა პატიება. მაშინ ნიკიფორე თვითონ მოვიდა ყოფილ მეგობართან და მდაბლად ითხოვა შენდობა, მაგრამ საპრიკიუსი შეუბრალებელი იყო. ამ დროს იმპერატორებმა ვალერიანემ (253-259) და გალიენმა (260-268) ქრისტიანთა დევნა წამოიწყეს. სამსჯავროს წინაშე წარმდგართა შორის ერთ-ერთი უპირველესი იყო ხუცესი საპრიკიუსი. მან ახოვნად აღიარა ჭეშმარიტი სარწმუნოება და სასტიკი სატანჯველებიც უდრტვინველად დაითმინა ქრისტესთვის.ბოლოს მტარვალებმა მას სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. როცა საპრიკიუსი დასასჯელად მიჰყავდათ, აცრემლებული ნიკიფორე კვლავ შენდობას სთხოვდა ყოფილ მეგობარს, თავისი აზრით, უკვე წმიდა მოწამეს. ხუცესმა კი გული გაიქვავა და თვით სიკვდილის წინაც არ შეუნდო თავის ძმას. ამის გამო უფალმა საპრიკიუსს ჩამოაცალა მადლის საბურველი, რომელიც წამების დროს სიმტკიცეს ანიჭებდა. ახოვან მამას სიკვდილის შიში დაეუფლა და შემდრკალმა განაცხადა, რომ მზად იყო კერპებისთვის მსხვერპლი შეეწირა. გაოცებული ნიკიფორე ემუდარებოდა მას, განდგომით არ დაეღუპა თავი უკვე სასუფევლის ზღურბლზე მდგარს, მაგრამ ამაოდ. მაშინ თავად ნიკიფორემ განაცხადა: „მე ქრისტიანი ვარ და მწამს უფალი ჩვენი იესო ქრისტე, რომელიც უარყო საპრიკიუსმა. მე დამსაჯეთ საპრიკიუსის ნაცვლად!”. როცა ამის შესახებ მმართველს მოახსენეს, მან ბრძანა, უფლისგან განმდგარი მამა გაენთავისუფლებინათ, ნიკიფორესთვის კი თავი მოეკვეთათ.წმიდა მღვდელმოწამე ეპისკოპოსნი: მარკელ სიცილიელი, ფილაგრე კვიპრელი და პანკრატი ტავრომენელისაეკლესიო კალენდრის მიხედვით 22 თებერვალი წმიდა მღვდელმოწამე ეპისკოპოთა: მარკელ სიცილიელის, ფილაგრე კვიპრელის და პანკრატი ტავრომენელის ხსენების დღეა.მღვდელმოწამეები: მარკელი, ფილაგრე და პანკრატი წმიდა პეტრე მოციქულის მოწაფეები იყვნენ. მანვე დაადგინა ისინი ეპისკოპოსებად: მარკელი -სიცილიაში, ფილაგრე -კვიპროსში, პანკრატი კი - ტავრომენში. წარმართებს შორის ქრისტიანობის ქადაგებისთვის წმიდა მღვდელმთავრები მოწამეობრივად აღესრულნენ.მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით
https://sputnik-georgia.com/20230221/saeklesio-kalendari-21-tebervali-275014329.html
https://sputnik-georgia.com/20230220/saeklesio-kalendari-20-tebervali-275009737.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/0f/250889496_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_9b98147c4146313d9a7a7028523901ac.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საეკლესიო კალენდარი, რელიგია, საზოგადოება, საქართველო
საეკლესიო კალენდარი, რელიგია, საზოგადოება, საქართველო
საეკლესიო კალენდარი: 22 თებერვალი
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 22 თებერვალს წმიდა მოწამე ნიკიფორეს, წმიდა მღვდელმოწამე ეპისკოპოთა: მარკელ სიცილიელს, ფილაგრე კვიპრელს და პანკრატი ტავრომენელს იხსენიებს. დღესვე აღინიშნება ასევე ნაწილთა აღმოყვანება ღირსისა გაბრიელ სალოსისა და აღმსარებელისა.
Sputnik- საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს წმინდანები და რატომ არიან მოხსენიებულები საეკლესიო კალენდარში.
საეკლესიო კალენდრის მიხედვით 22 თებერვალს აღინიშნება ნაწილთა აღმოყვანება ღირსისა გაბრიელ სალოსისა და აღმსარებელისა.
2012 წლის 20 დეკემბერს, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის განჩინებით, არქიმანდრიტი გაბრიელი (ურგებაძე) წმიდანად შეირაცხა, ღირსი მამა გაბრიელი აღმსარებელისა სალოსის სახელით.
მამა გაბრიელის საფლავი 2014 წლის 22 თებერვალს გაიხსნა. წმინდა ნაწილები სამთავროს წმიდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის ფერისცვალების ტაძარში გადაასვენეს, სადაც მღვდელმთავრებმა და სხვა სასულიერო პირებმა პარაკლისი გადაიხადეს.
2014 წლის 24 თებერვალს, ღირსი მამაგაბრიელის წმიდა ნაწილები სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძრიდან თბილისში, ყოვლადწმიდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში გადააბრძანეს, სადაც მრევლს საშუალება ჰქონდა მოელოცა წმინდა ნაწილები.
2015 წლის 29 ნოემბერს, სამთავროს წმიდა ნინოს დედათა მონასტრის ფერისცვალების სახელობის ტაძარში, ღირსი მამა გაბრიელის წმიდა ნაწილები ჩაბრძანებულ იქნა ტაძრის ჩრდილოეთ კედელთან სპეციალურად მოწყობილ ქვის ლუსკუმაში.
საეკლესიო კალენდრის მიხედვით 22 თებერვალი წმიდა მოწამე ნიკიფორეს ხსენების დღეა.
წმიდა მოწამე ნიკიფორე სირიის ანტიოქიაში ცხოვრობდა. ამავე ქალაქში მკვიდრობდა ხუცესი საპრიკიუსი. ნიკიფორეს და საპრიკიუსს ერთმანეთთან ისეთი გულწრფელი მეგობრობა აკავშირებდათ, რომ ბევრს ისინი ღვიძლ ძმებადაც კი მიაჩნდა. ერთხელ, ეშმაკის მანქანებით, განუყრელი მეგობრები წაჩხუბდნენ და უწინდელი მხურვალე სიყვარული საშინელი სიძულვილით შეეცვალათ. ნიკიფორე მალე მოვიდა გონს, სინანულში ჩავარდა და მეგობრების მეშვეობით შენდობა სთხოვა საპრიკიუსს, მაგრამ მას არ სურდა პატიება. მაშინ ნიკიფორე თვითონ მოვიდა ყოფილ მეგობართან და მდაბლად ითხოვა შენდობა, მაგრამ საპრიკიუსი შეუბრალებელი იყო. ამ დროს იმპერატორებმა ვალერიანემ (253-259) და გალიენმა (260-268) ქრისტიანთა დევნა წამოიწყეს. სამსჯავროს წინაშე წარმდგართა შორის ერთ-ერთი უპირველესი იყო ხუცესი საპრიკიუსი. მან ახოვნად აღიარა ჭეშმარიტი სარწმუნოება და სასტიკი სატანჯველებიც უდრტვინველად დაითმინა ქრისტესთვის.
ბოლოს მტარვალებმა მას სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. როცა საპრიკიუსი დასასჯელად მიჰყავდათ, აცრემლებული ნიკიფორე კვლავ შენდობას სთხოვდა ყოფილ მეგობარს, თავისი აზრით, უკვე წმიდა მოწამეს. ხუცესმა კი გული გაიქვავა და თვით სიკვდილის წინაც არ შეუნდო თავის ძმას. ამის გამო უფალმა საპრიკიუსს ჩამოაცალა მადლის საბურველი, რომელიც წამების დროს სიმტკიცეს ანიჭებდა. ახოვან მამას სიკვდილის შიში დაეუფლა და შემდრკალმა განაცხადა, რომ მზად იყო კერპებისთვის მსხვერპლი შეეწირა. გაოცებული ნიკიფორე ემუდარებოდა მას, განდგომით არ დაეღუპა თავი უკვე სასუფევლის ზღურბლზე მდგარს, მაგრამ ამაოდ. მაშინ თავად ნიკიფორემ განაცხადა: „მე ქრისტიანი ვარ და მწამს უფალი ჩვენი იესო ქრისტე, რომელიც უარყო საპრიკიუსმა. მე დამსაჯეთ საპრიკიუსის ნაცვლად!”. როცა ამის შესახებ მმართველს მოახსენეს, მან ბრძანა, უფლისგან განმდგარი მამა გაენთავისუფლებინათ, ნიკიფორესთვის კი თავი მოეკვეთათ.
წმიდა მღვდელმოწამე ეპისკოპოსნი: მარკელ სიცილიელი, ფილაგრე კვიპრელი და პანკრატი ტავრომენელი
საეკლესიო კალენდრის მიხედვით 22 თებერვალი წმიდა მღვდელმოწამე ეპისკოპოთა: მარკელ სიცილიელის, ფილაგრე კვიპრელის და პანკრატი ტავრომენელის ხსენების დღეა.
მღვდელმოწამეები: მარკელი, ფილაგრე და პანკრატი წმიდა პეტრე მოციქულის მოწაფეები იყვნენ. მანვე დაადგინა ისინი ეპისკოპოსებად: მარკელი -სიცილიაში, ფილაგრე -კვიპროსში, პანკრატი კი - ტავრომენში. წარმართებს შორის ქრისტიანობის ქადაგებისთვის წმიდა მღვდელმთავრები მოწამეობრივად აღესრულნენ.
მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით