მოსაზრება: კიევმა „ბახმუტის ხორცსაკეპში“ შეტოპა - რეზერვები იწურება

© photo: Sputnik / Victor Antonyuk / გადასვლა მედიაბანკში„ვაგნერის“ არტილერისტები ბახმუტთან
„ვაგნერის“ არტილერისტები ბახმუტთან - Sputnik საქართველო, 1920, 22.02.2023
გამოწერა
რუსულმა ჯარმა გაარღვია მოწინააღმდეგის თავდაცვა ბახმუტის ჩრდილო-დასავლეთით და განაგრძობს ბრძოლას ბერხოვკისა და იაგოდნოესთვის. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეტევის წარმატება განპირობებულია მოხალისეთა დაჯგუფება „ვაგნერისა“ და საჰაერო დესანტის ერთობლივი მოქმედებით, რომელთაც „სამხრეთის“ დაჯგუფების არტილერია და სარაკეტო ჯარი ეხმარება. გრძელდება ბახმუტის კვარტლების შტურმი.
რუსეთის ჯარი უტევს სლავიანსკს, ივანოპოლიეს, ტორეცკს, ასევე ავდეევკას ФАБ-500 ავიაბომბებით. წყნარი ოკეანის ფლოტის საზღვაო ქვეითები უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციებს უგლედარში უტევენ.
უკრაინულმა ჯარმა პარასკოვიევკაზე კონტროლის დაკარგვის შემდეგ სლავიანსკთან კავშირის შესაძლებლობაც დაკარგა. უკრაინული ჯარის სარდლობა ცდილობს მომარაგების გზების გახსნას და ბახმუტში გაუწვრთნელ რეზერვისტებს გზავნის. მანამდე ვოლოდიმირ ზელენსკიმ გასცა ბრძანება, არ დაეთმოთ ბახმუტი დასავლეთიდან იარაღის მიღებამდე, მაგრამ არაფერი გამოვიდა.
ამერიკული გაზეთი The Wall Street Journal აღნიშნავს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების მარცხი ბახმუტისთვის ბრძოლაში კიევის რეჟიმს დაუკარგავს ნდობას როგორც საკუთარ ქვეყანაში, ისე მის ფარგლებს გარეთ. კერძოდ, დასავლური „ნდობის“ ფულადი გამოხატულება გამუდმებით იკლებს.
კიევში ჯო ბაიდენის ვიზიტის დროსაც კი გამოცხადდა ამერიკული დახმარების საკმაოდ მოკრძალებული პაკეტი – 460 მლნ დოლარი, რომელიც მოიცავს საარტილერიო საბრძოლო მასალას, ტანკსაწინააღმდეგო სისტემებს Javelin-ს და მხოლოდ ოთხ ქვეითთა საბრძოლო მანქანა Bradley-ს.

ამერიკული ჰეგემონიის „ბოლო გამოსვლა“

დახმარების გასაანალიზებლად საკმარისია 460 მლნ დოლარის გადაყვანა საბრძოლო მასალაში. მაგალითად, 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვი ღირს 5000 დოლარი, შესაბამისად, ახალ პაკეტში შეიძლება იყოს არაუმეტეს 92 ათასი ჭურვი, რომელიც უკრაინას 18 დღე ეყოფა.
მეორე მხრივ, რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურმა გუშინ განაცხადა, რომ ნატოს ქვეყნებმა 2021 წლის დეკემბრიდან უკრაინას გადასცეს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის 1170 კომპლექსი, 1510 ქვეითთა საბრძოლო მანქანა, 655 საარტილერიო სისტემა, და ამ შეიარაღების დიდი ნაწილი უკვე განადგურებულია.
პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ აჩერებს СНВ-III/New START-ის შეთანხმებაში (გაგრძელებულია 2026 წლის 5 თებერვლამდე) მონაწილეობას. ეს არის სიგნალი ვაშინგტონისთვის მოსკოვის შესაძლო გასვლაზე შეზღუდვებიდან (1550-მდე განთავსებული ბირთვული იარაღი 700 გადამზიდზე – საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტები, წყალქვეშა ბალისტიკური რაკეტები და მძიმე ბომბდამშენები).
გარდა ამისა, პუტინმა განაცხადა, რომ ჩაატარებს საპასუხო ბირთვულ ცდებს, თუ ამას აშშ გააკეთებს. რასაკვირველია, ახალი „პოსეიდონის“ გამოცდა გამოაფხიზლებს კოლექტიურ დასავლეთს.
ვლადიმირ პუტინმა ხაზი გაუსვა: „დასავლეთის მიზანია რუსეთს სტრატეგიული დარტყმა მიაყენოს, გაანადგუროს ის ერთხელ და სამუდამოდ. ჩვენი რეაგირება შესაბამისი იქნება, საქმე ხომ ჩვენი ქვეყნის არსებობას ეხება“. შეიარაღებაზე კონტროლის ასოციაცია მიიჩნევს, რომ აშშ-სა და რუსეთს საერთო ჯამში 13 ათასზე მეტი ქობინი აქვთ – მსოფლიოს ბირთვული არსენალის 90%.
მოსკოვში აშშ-ის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი ლინ ტრეისი დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს, რათა გამოეხატათ დემარში საბრძოლო მოქმედებებში კიევის რეჟიმის მხარეს აშშ-ის სულ უფრო მეტი ჩართულობის გამო. რუსმა დიპლომატებმა ვაშინგტონს მოუწოდეს ამერიკელი და ნატოს მებრძოლების გაყვანა უკრაინის ტერიტორიიდან. კიევს აქვს საფუძველი, უფრთხოდეს მშვიდობის იძულებას მოსკოვის მხრიდან რუსეთისთვის ხელსაყრელი პირობებით. დასავლეთი კი მესამე მსოფლიო ომს ერთი მუჭა ბანდერას მიმდევრების სურვილის გამო არ წამოიწყებს.
ჟურნალი The American Conservative იუწყება, რომ დასავლეთში შეირყა უკრაინის გამარჯვების რწმენა: „მაღალფარდოვანმა განცხადებებმა, რომლებიც 2022 წელს ისმოდა, ადგილი დაუთმო უფრო შემაშფოთებელ და პესიმისტურ რიტორიკას“. პენტაგონის თავკაცმა ლოიდ ოსტინმა განსაზღვრა „შესაძლებლობების მცირე ფანჯარა“ გაზაფხულამდე უკრაინის შეიარაღებული ძალების ეფექტური კონტრშეტევის განსახორციელებლად.
ვაშინგტონის იმედები რაიმე გამარჯვების მსგავსის მიღწევისა ან იმისა, რომ ნაწილობრივ მაინც დაიბრუნონ უკრაინაში დაბანდებული კოლოსალური ამერიკული ინვესტიციები, თვიდან თვემდე ფერმკრთალდება. ჩვენი მოკავშირეები და მოწინააღმდეგეები სულ უფრო ნათლად ხედავენ ყველაფერს, რომ თეთრი სახლი, რომელიც „ჩაიციკლა“ რუსეთის დამარცხების სახიფათო კონცეფციაზე, საკუთარ თავს კუთხეში იმწყვდევს.
ფსონების გაზრდას იმედები არ მოაქვს. ვაშინგტონის მცდელობა, ევროპელი მოკავშირეებისკენ „გადასწიოს ისრები“, ასევე აშშ-ის პრეზიდენტის ვიზიტი ვარშავაში – განწირულია მარცხისთვის, რადგან თეთრი სახლი ვერ ხედავს უკრაინის კონფლიქტის „მკაფიო ენდშპილს“ (ფინალს). აშშ-ისა და ნატოს პრობლემები უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე მათი გადაჭრის გზები.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0